x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შევარდნაძის დროინდელი სახალისო ისტორია პენსიების დარიგებაზე
image

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შევარდნაძის დროინდელ კურიოზულ ამბავს გვაცნობს, როდესაც პენსია 14 ლარი იყო და იმასაც ვერ არიგებდნენ:



ის დროა, პენსიონერები 14 ლარიან პენსიასაც რომ ვერ იღებდნენ.
ახალი წელი მოდის და გაგიჟდნენ ეს ადამიანები. კუთვნილ და უიმედოდ "გაყინულ" გროშებს ითხოვენ.
შევარდნაძის კორუმპირებული სისტემა დუმს - ბიუჯეტში ფული არ არის.
ამ დროს კი, იმერეთის გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი აცხადებს რომ ქუთაისელ პენსიონერებს საახალწლოდ პენსიებს დაურიგებს.
გადაირია ერი. ეს საოცრების ტოლფასი იყო.
ამიტომ, ერთერთმა გაზეთმა გადაწყვიტა რომ ამ თემაზე სარედაქციო სტატია მოემზადებინა.


სტატიის მომზადება გამოცდილ და ძალიან კარგ ჟურნალისტს დაევალა - ეკონომიკის განყოფილებიდან.
ჟურნალისტი მიდგა, მოდგა, ბევრი შეაწუხა, ბევრსაც დაურეკა და სტატიაც გამოცხვა. თუმცა, სათაურის ერთერთ სიტყვაში, უნებლიე შეცდომამ და ერთი ასოს გადაადგილებამ შოკი გამოიწვია - სახალისო შოკი.



სათაური კი, ასე ჟღერდა: "თემურ შაშიაშვილი ქუთაისელ პენსიონერებს საახალწლოდ პენისებს დაურიგებს."-წერს კაპანაძე.

image

0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0