x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ქართველს ქართველზე დიდი მტერი არ ჰყავს" - სვიმონ მეფე ქართლისა
image
ქართლის გმირი მეფე სვიმონ დიდი 1578 წელს დაბრუნდა 9 წლიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში და იმ დღიდანვე შეუდგა ოსმალების ჟლეტას. რამდენიმე თვეში თითქმის სრულიად გაწმინდა თურქებისაგან გორი, ლორე და მრავალი სხვა ტერიტორია. მეფეს მიზნად თბილისის აღებაც დაუსახია და მისკენ მისასვლელი ყველა გზა გადაუკეტავს.

პანიკაში ჩავარდა თბილისის ოსმალური გარნიზონი და დახმარება სთხოვეს ლალა-ფაშას. მანაც არ დააყოვნა და ოციათასიანი არმია გამოგზავნა ჰასან-ფაშას სარდლობით.. სვიმონმა ლაშქარი დმანისის ხეობაში ჩაიყვანა და იქ დაელოდა მტერს. ფაშაც მოახლოვდა თავისი მხედრობით და როცა თითქმის მთლიანად ჩაეტივნენ ოსმალები ხაფანგში, მეფემ მახვილი იხადა და იერიში ბრძანა.

მრავალი თურქი შეაკვდა იმ ხევში ქართველებს, ჰასან-ფაშამ არმიის ნაწილით შეასწრო თბილისში. სულზე მიუსწრო მაშინ ჰასანმა გარნიზონს, ქალაქში 3000 მეომარი დატოვა, სურსათიც შეიტანა და დანარჩენი ჯარებით ქალაქიდან გამოვიდა. ფრთხილად მოდიოდნენ ოსმალები, ყოველ ხევში სვიმონი და "მისი გურჯები" ელანდებოდათ. შიშმაც გაამართლა, მეფე კვლავ დმანისის ხეობაში ჩასაფრებული თავისი ჯარით!

მაგრამ ჰასან-ფაშამ მოახერხა, გვერდი აუარა ქართველებს და სამშვიდობოს გაიყვანა არმია. გაშლილ ველზე მიდიოდნენ ისინი და თითქოს ჩასაფრების საშიშროებაც არსაიდან მოელოდათ, როდესაც მთაზე ამხედრებული ქართველთა მეფე გამოჩნდა!


"დელი სვიმონ!"

"დელი, გიჟი! გადარეული!_აღრიალდა თურქთა ლაშქარი.
გმირი მეფე მოუძღოდა მისებრ "გადარეულ გურჯთა" მხედრობას. ჰასან-ფაშამაც ჩამოუქროლა ზარდაცემულ არმიას, მაგრამ ელვასავით მოიჭრნენ ქართველები და "მიეტევნენ, ვითარცა ჩქაფის წვიმა და სეტყვის ღვარნი მთისაგან.. გააპეს რაზმი ოსმალთა და გარდმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა".. თითო ქართველმა მეომარმა ოთხი-ხუთი თურქი მოკლაო, გადმოგვცემს ფარსადან გორგიჯანიძე..

9 წლით ადრე კი აი, რა მოხდა.მოუსმინოთ დიდ ივანე ჯავახიშვილს:
"სვიმონ მეფის გამაჰმადიანებული ძმა დავითი ყიზილბაშთა დიდი ლაშქარით ფარცხისს (ადიგენის რაიონი) მოადგა.სვიმონ მეფე თავისი ჯარით მტერს ვაჟკაცურად ეკვეთა.მაგრამ ღალატმა აქაც იჩინა თავი. სამშობლოს გამყიდველმა აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა, მტრის მეგზურმა, ომის დროს მცირე რაზმით განმარტოებული სვიმონ მეფე იცნო და მტერს ანიშნა იგი.

მეორე მოღალატემ კი მეფეს მუხანათურად შუბი აძგერა და ცხენიდან გადმოაგდო. სვიმონის დასაცავად ბევრი მტერს შეაკვდა, სხვები მეფესთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს ყიზილბაშებმა. ქართველები დამარცხდნენ. იდგა 1569წელი.
მეფე ირანში წაიყვანეს. შაჰ-თამაზი ბევრს ეცადა სვიმონის გამაჰმადიანებას, მაგრამ ვერც პატივმა და ვერც მუქარამ სვიმონი ვერ შეცვალა. შაჰმა ტყვე მეფე ალამუტის ციხეში გამოჰკეტა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გაუტეხელი მებრძოლი.
სვიმონის დატყვევების შემდეგ თავადებიდან ზოგი დავითს მიუდგა, მაგრამ უმრავლესობა ირანის შაჰის ამ მოხელეს მეფედ არ სცნობდა..

ნაწყვეტი ივანე ჯავახიშვილის წიგნიდან- საქართველოს ისტორია.თბილისი, 1943წ.

0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0