x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"..როცა აღარ არის ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? " - ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს
image ისინი ერთად ფილმ "როცა აყვავდა ნუშში" გადაიღეს პირველად ერთად, სტუდენტ ზურა ყიფშიძეს ამ ფილმმა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭის სტატუსი მოუტანა. მხატვრულ ფილმის ერთ ეპიზოდში გამოჩნდება ლიკა ქავჟარაძეც, გოგონამ ერთ სცენაში ნუშის ტოტით გაიარა და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ.

image


მოგვიანებით კი ისინი ფილმ "არგონავტებში" შეხვდნენ რუსეთის დაკვეთით გადაღებულ მუსიკალურ ფილმში ყიფშიძე იასონს, ლიკა ქავჟარაძე კი მედეას თამაშობდა.

image



მსახიობ ზურა ყიფშიძეს დღეს პირველ არხზე გადაცემა "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ" მიყავს, სადაც ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს იხსენებენ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ მათ დარგში. ხშირად თავად ზურა ყიფშიძეც იხსენებს სხვადასხვა ისტორიებს იმ ადამიანებზე ვისზეც მზადდება კონკრეტული გადაცემა, რადგან ბევრ მათგანთან მას პირადი ნაცნობობა თუ მეგობრობა აკავშირებდა.

ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძის შესახებ ამბობს:


image


" ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა. გეტყოდა: როგორა ხარ? შენ ეტყოდი - ლიკა, გინდოდა რამე?

- არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგათა ხარ?


ახლა როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? "


შეგახსენებთ რომ ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მოულოდნელად.

1
762
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
762
  
2019, 8 აპრილი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1