x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საბჭოთა ფილმების უცხოური რემეიკები
image
მსოფლიო კინომატოგრაფიაში სიტუაცია ასეთია: მრავალი კინოსტუდია ხელახლა იღებს არა მარტო საკუთარ ქვეყანაში გადაღებულ ფილმებს, არამედ უცხოურ ფილმებზეც არ ამბობს უარს, დღეს შემოგთავაზებთ იმ საბჭოთა ფილმების სიას, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უცხოელებმა ხელახლა გადაიღეს.


1)პირველი საბჭოთა ფილმი, რომლის რემეიკიც ჰოლივუდში გადაიღეს, იყო მიხეილ რომის ფილმი "ცამეტი"(1936).

Columbia Pictures-მა 1943 წელს გადაიღო ფილმი "საჰარა", თუმცა მოქმედება სამხრეთ აფრიკაში გადაიტანა, თანაც მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი სამჯერ იყო ნომინირებული"ოსკარზე".1995 წელს "საჰარის" რემეიკის რემეიკი გადაიღეს.

image


image

image


2)"ფრონტის დაქალები"(1941) - საბჭოთა ფილმის ამერიკული ვერსია "სამი რუსი გოგონა"1943 წელს გამოდის, სადაც სიუჟეტი თითქმის ერთი-ერთში მეორდება.ფილმი უფრო პროპაგანდულ ხასიათს ატარებდა.იგი 1945 წელს"ოსკარზე" იყო ნომინირებული, საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის.

image

image

3)"ცა გვეძახის"(1959-წელი)-საბჭოთა სათავგადასავლო-ფანტასტიკური ფილმი, რომლის სიუჟეტითაც დაინტერესდა იაპონელი რეჟისორი ჯიმი მურაკამი("შვიდი სამურაის" ავტორი) და გამოაცხო ამერიკული რემეიკი- "ბრძოლა ვარსკვლავებს მიღმა"(1980 წელი)

image


image


4) "პლანეტის ქარიშხალი"(1962)-ფილმი, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა კოსმოსურ თემაზე შექმნილ მსოფლიო კინოზე, ფილმი გამოდის 1962 წელს, გაგრინის გაფრენიდან ერთი წლის შემდეგ, სიუჟეტში მოთხრობილია ვენერაზე გაგზავნილ საბჭოთა-ამერიკულ ერთობლივ ექსპედიციაზე.


სამი წლის შემდეგ გამოდის ამ ფილმის ამერიკული რემეიკი "მოგზაურობა წინასიტორიულ პლანეტაზე", ამერიკულ ვერსიაში შეცვლილი ან დამატებულია ზოგიერთი ეპიზოდი.

image

image



5)"ოცნებასთან შესახვედრად"(1963)-ოთარ კობერიძის და მიხილ კარიუკოვის ფანტასტიკურ ფილმის მოტივები იქნა გამოყენებული კიდევ ერთ ამერიკულ ფილმში "სისხლიანი დედოფალი"(1966 წელი).

image

image

6)"სადკო"(1952)-საბჭოთა ფილმ-ზღაპარის "სადკოს" მოტივებით მიხედვით გადაიღეს ამერიკელებმა ფილმი "სინდბადის ჯადოსნური მოგზაურობა"(1962), ერთგვარი გაგრძელება "სინდბადის მეშვიდე მოგზაურობისა"(1958), რომელიც ძალზე პოპულარული იყო ჩვენში.

image

image

7)"ბედის ირონია ან გაამოთ"(1975)-ახლა გადავინაცვლოთ აზიაში .საბჭოთა საახალწლო კომედია, ბოლივუდმა 2015 წელს გაარემეიკა სახელწოდებით, რომელიც ორმაგად იშიფრება- "მე მიყვარს ახალი წელი(ნიუ-იორკი)"(I Love NY), ფილმის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება.

image

image


8)"განთიადი კი აქ მშვიდია"(1972)-ისტორიული დრამა მეორე მსოფლიო ომზე ჩინელებმა გაარემეიკეს 2006 წელს სერიალის სახით, სხვათა შორის მიწვეული ჰყავდათ რუსი მსახიობები.

image

image


9)"როგორ იწრთობოდა ფოლადი"(1975)-ჩინელებმა კიდევ ერთი საბჭოთა 6 სერიანი სატელევიზიო ფილმის კოპირება მოახდინეს.

image

image



imageასევე იხილეთ


სლოვაკეთის საელჩო ქართული-სლოვაკური მხატვრული ფილმის -"რაჭა ჩემო სიყვარულოს" მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს, ინფორმაცია ამის შესახებ Imedinews-ი ავრცელებს. როგორც საელჩოს პრესსამსახურმა განაცხადა, ფილმის გადაღების ძირითადი მიზანია სლოვაკეთისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის


1977 წელს ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიის (National Geographic)საზოგადოების ეგიდით ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ბარკ მაკდაულემა( Bart McDowell) ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა საბჭოთა კავშირის 15-ივე რესპუბლიკაში, ათეულობით ქალაქში, რის შედეგადაც გამოიცა 370 გვერდიანი წიგნი-ფოტოალბომი "Journey across russia the soviet union today".გთ...


საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა ე.წ. ჰიტ-აღლუმები, ან სხვა რეიტინგული კლასიფიკაციები(თვით გაყიდული სინგლების ზუსტი ათვლაც კი არ არსებობდა). პოპულარობას განსაზღვრავდა თვითონ ხალხი, რამდენად მოთხოვადი იყო ესა თუ ის სიმღერა რადიოში, ტელევიზიაში თუ დისკოთეკებზე. გთავაზობთ 20 საბჭოთა მარადმწვანე ჰიტს, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა მსმენელთა გულებში. შენიშვნა:რ...


50 წლის წინ დასრულდა უკვდავი საბჭოთა კომედიის, "ბრილიანტის ხელის" გადაღება. 1969 წელს ფილმმა პირველი ადგილი დაიკავა კონოგაქირავებაში(76 მილიონი მაყურებელი), ხოლო მთლიანად საბჭოთა კინომატოგრაფიის ისტორიაში პოპულარობის რეიტინგში №3 ადგილი უკავია, "XX საუკუნის მეკობრეების" და "მოსკოვს ცრემლების არ სჯერას" შემდეგ. РТВ -გამოკითხვით (კინოს100 წლისთა...


1928 წლის 25 აპრილს მოსკოვში დაიბადა საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იური იაკოვლევი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ბედის ირონია ანუ გაამოთ", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" "ჰუსარული ბალადა", "ადამიანი არსაიდა...


0
139
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0