x
image
ვიზა კოხაძე
კუნძული კომოდო შესაძლოა ტურისტებისთვის დაიხუროს, რადგან იქ ბინადარ უზარმაზარ ხვლიკებს გადაშენება ემუქრებათ

imageკუნძული კომოდო, რომელიც ინდონეზიაშია, შესაძლოა წელს ტურისტებისთვის დაიხუროს, რადგან ადგილი აქვს გიგანტური დრაკონული ხვლიკების ქურდობას და როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, მათი გადაშენების საფრთხე არსებობს.ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გახსნა კონტრაბანდული წრე, რომლებმაც 41 დრაკონი გაყიდეს საზღვარგარეთ თითქმის 27 ათას გირვანქა სტერლინგად - თითოეული.როგორც წყარო წერს, მთავრობა დროდადრო მისცემს კონსერვაციის საშუალებას მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა უდიდესი ნაწილი მკვიდრი მცენარეების დარგვითა და გამრავლებით არიან დაკავებულები.კუნძულის დაკეტვა ადგილობრივი მთავრობის განმარტებით შეინარჩუნებს გიგანტური ხვლიკების ადგილზე დარჩენას და ვერავინ შეძლებს მათ საზღვარგარეთ გაყვანას.გასულ წელს ინდონეზიის ადმინისტრაციამ დააპატიმრა კომოდოს კონტრაბანდისტული კიდევ ერთი ქურდული ჯაჭვი.imageამ შემთხვევაში მათ მოახერხეს და ფეისბუქის საშუალებით გაყიდეს ხუთი დრაკონი.შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო ხელისუფლებისგან, ქურდებმა ხუთი დრაკონი სხვა ათ ცხოველთან ერთად დათვებთან, კაკადუსთან და bearcats, cockatoos და cassowaries გაყიდეს.ცალკეულ შემთხვევაში, სამი სხვა ადამიანი დააპატიმრეს აღმოსავლეთ ჯავაში, რომლებიც ლეოპარდის, კატებისა და პანგოლის სავარაუდო ონლაინ გაყიდვის გამო დააკავეს.



imageimageმსჯავრდებულის გამოვლენის შემთხვევაში მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 100 მილიონი რუპია ჯარიმა ეკისრებათ.ინდონეზიაში გავრცელებულმა უკანონო ვაჭრობამ არა ერთ ცხოველს შეუქმნა გადაშენების საფრთხე სუმატური სპილოდან დაწყებული ორანგუტანით დასრულებული.გასულ კვირას კუნძულ ბალზე, რომელიც ტურისტული და ძალიან პოპულარული კუნძულია, დააპატიმრეს რუსი ტურისტი, რომელსაც ჩემოდანში ნარკოტიკულლი ნივთიერება შინაურ ცხოველთან ერთად ჰქონდა დამალული.imageკომოდოს დრაკონი ცნობისათვის მსოფლიოს ერთ - ერთი ყველაზე საშინელი მტაცებელია. ეს ველური არსება სავარაუდოდ პრეისტორიული ხანიდან არის შემორჩენილი. კომოდოს დრაკონი ყველაზე დიდი ხვლიკია მთელს მსოფლიოში. ამ საოცარ ცხოველებს კარგად შეუძლიათ ცურვა, კარგად დაძვრებიან ხეებზე, აქვთ შესანიშნავი ყნოსვის უნარი და ყველა ამ თვისებასთან ერთად ისინი ძალიან შხამიანი არსებები არიან. მისი ნაკბენის ადამიანისთვის შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.კომოდოს დრაკონი ხვლიკის ყველაზე დიდი სახეობაა, რომელიც ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. სიგრძეში იზრდება 2-დან 3 მეტრამდე და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი წონის ხვლიკის სტატუსი. მისი წონა დაახლოებით 10 ფუნტი ანუ 140 კილოგრამამდე აღწევს.image


0
340
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0