x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" დაიკარგა ცხოვრების ლოგიკურ ჭრილში განვითარების განცდა." - ნათია ფანჯიკიძე ომისა და ქართველი ხალხის მდგომარეობის შესახებ
image

ბლოგერობა საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია. ნათია ფანჯიკიძის ბლოგს კი წლებია საზოგადოება ინტერესით კითხულობს. ნათია ძალიან განათლებული ადამიანია და ხშირად წერს საქართველოსა და ქართველი ერის პრობლემებსა და ცალკეულ მახასიათებლებზე.

წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს მისი ბლოგიდან, რომელიც ლიბერალზე გამოქვეყნდა 2015 წელს, ბლოგი ომის თემატიკაზეა დაწერილი და დღესდღობით ისევ აქტუალურია. ნათია აანალიზებს ქართველი ხალხის მდგომარეობას ბოლოს კი გამოსავალსაც გვთავაზობს.



1. გამოთქმა, “ერი იწრთობა ომში”, იგივეს გულისხმობს, რასაც პიროვნების ფსიქოლოგიაში ადამიანის ინდივიდად შედგომა ტრავმის, ტკივილის, შიშის, კრიზისის გავლით.



2. საზოგადოება სასოწარკვეთილებისგან გახდა აგრესიული, დაავადდა სრულიად არაქმედითი და ერთმანეთისკენ მიმართული ბრაზით.


3.დევნილები ისევ და ისევ განიცდიან დანაკარგის განახლებულ გრძნობას, მათ პერიოდულად ასახლებენ ერთი ადგილიდან სხვაგან. დაიკარგა ცხოვრების ლოგიკურ ჭრილში განვითარების განცდა.


4. განგაშის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოდ გამართული სისტემაა, რომელიც საფრთხის შეგრძნებისას უნდა ამოქმედდეს, მაგრამ მუდმივად ჩართული იწვევს ძალების გამოფიტვას და ავადმყოფურ სიმპტომებს, ფსიქიკურსაც და სომატურსაც.


5. ომის სინდრომმა და ძლიერ მტერთან “ვერასოდეს გამარჯვების” სასოწარკვეთამ ადამიანებში გააერთიანა სამივე სახის განგაში და ინსტინქტიც, გონებაც გადარჩენისთვის ამუშავდა. ძლიერი პარტნიორის ძებნის, დაუმორჩილებლობის კვალდაკვალ თავის მომკვდარუნების არჩევანის მომხრეც ბევრია, - თუ გავიტრუნებით, მტერი ლმობიერი იქნება და თავს აღარ დაგვესხმება.


6. ხშირ შემთხვევაში განგაშის სისტემა კიდეც გადაიწვა, გამოიფიტა და მივიდა ფსიქოლოგიურ განსვლამდე, - მტერი საერთოდაც არ არსებობს, ის ჩვენ (ან ამერიკელებმა ჩვენთვის) გამოვიგონეთ, ან სულაც, მტრის არსებობა ჩვენივე ბრალია.



და ბოლოს, მისი აზრით, ასეთია გამოსავალი:



ქვეყნის სულის განკურნებისთვის, საერთო ქმედითი ენერგიის დაგროვებისთვის, იმისთვის, რომ მთავარი კითხვის პასუხი ვიპოვოთ, რისთვის ღირს სიცოცხლე, მთავარია გავიაზროთ ჩვენი ტრავმები, პატივი ვცეთ პიროვნებების არჩევანს, დაუნანებლად ვაღიაროთ ერთმანეთის სიკარგე, ნიჭი, ვაჟკაცობა, გმირობა, არ გვქონდეს მიზნად სხვისი დაკნინება, საკუთარი უძლურების გრძნობის გადასაფარად და სულ მალე ვიგრძნობთ, თვითონვე როგორ ვძლიერდებით. სიყვარული, თანაგრძნობა ჩააცხრობს ჭრილობებს. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის მარტოობის შემსუბუქება.



წყარო: http://liberali.ge

0
520
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0