x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
10 ურთულესი კითხვა ისტორიაში
შეიძლება სკოლაში ისტორიას კარგად სწავლობდი ან სწავლობ, თუმცა მე შემოგთავაზებთ 10 საინტერესო და ამავდროულად ურთულეს შეკითხვას, რომელსაც სასკოლო წიგნებში ვერ ამოიკითხავდით.

ვნახოთ, რამდენად გაუმკლავდენიტ ამ ტესტს! წარმატებებს გისურვებ!

(პასუხები იხილეთ ქვემოთ)

1.დაასახელეთ მეფე, რომელმაც ყაზანის ბრძოლის წინ, ვიდრე თათრებს შეუტევდა, მეომრებს მოაგონა "ივერიის დედოფლის დინარას (თამარის)" სასწაულებრივი გამარჯვებანი და ამით აღაფრთოვანა და გაამხნევა თავისი ჯარი.


2."ან ფარით, ან ფარზე" ამ ლაკონური ფრაზით ისტუმრებდა ომში შვილს სპარტელი დედა. რას ნიშნავდა ეს გამოთქმა?

3. როგორ მოიკლა თავი კლეოპატრამ?

image

4. ეს სახელი კახეთის ტახტისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ამ სახელის მქონე ორივე მეფეს საკუთარმა შვილებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

5. ფილიპე II მაკედონელი ძალზე მოწადინებული იყო, ალექსანდრეს მასწავლებლად არისტოტელე მიეწვია. რა გააკეთა მან დიდი ფილოსოფოსის გულის მოსაგებად?

6. ახალ ამბავს გალები სამასი კილომეტრის მანძილზე ორი საათის განმავლობაში ავრცელებდნენ. რა საშუალებით?

image

7. ფილიპე II მაკედონელის სიკვდილით ყველაზე მეტად ამ ადამიანმა გაიხარა. მან მკვლელის, პავსანიას, ნეშტი გვირგვინით შეამკო, მის მახვილზე კი თავისი ქალიშვილის სახელი, მირტალიდა, ამოკვეთა და აპოლონის ტაძარს შესწირა. დაასახელეთ იგი.

8. "მგზავრო, სპარტაში რომ ჩახვიდე, აუწყე ყველას, რომ ჩვენ აქ ვწევართ და გვიხილე ვალმოხდილები". სად შეიძლებოდა ამ ეპიტაფიის წაკითხვა?

9. დაასახელეთ ექვსი ძალა, რომელიც რუსეთმა აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

10. დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით წვრთნიდნენ დელფინებს სამხედრო მიზნებისთვის.

image

პასუხები:

1. ივანე მრისხანე

2. ეს ნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთვევაში მას თავისი შვილი ფარით ხელდამშვენებული სურდა ეხილა, დამარცხების შემთხვევაში ფარზე დასვენებული.

3. გველს დააკბენინა თავი.

4. ეს სახელი ალექსანდრე გახლდათ. ალექსანდრე პირველი ავგიორგიმ მოკლა, ალექსანდრე მეორე - კონსტანტინე მირზამ.

5. სასწრაფოდ აღადგინა მის მიერვე დანგრეული დიდი ფილოსოფოსის მშობლიური ქალაქი სტრაგირე.

6. ყვირილითა და გადაძახილებით.

7. ოლიმპიადა-ფილიპე მაკედონელის პირველი ცოლი და ალექსანდრე მაკედონელის დედა.

8. თერმოპილეს ხეობაში აღმართულ სვეტზე, სადაც სპარტელთა მეფე ლეონიდემ 300 მეომართან ერთად დროებით შეაკავა სპარსეთის მეფის, ქსერქსეს, 600 ათასიანი ლაშქარი.

9. სახმელეთო ჯარი, საჰაერო ძალა, სარაკეტო ძალა, საზღვაო ძალა, ინფორმაციული ომი და კომპიუტერული კიბერშეტევა.

10. საბჭოთა კავშირი. სევიასტოპოლის სამხედრო ბაზაზე მოწინაღმდეგეების გემებისა თუ წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად 700 დელფინი "კამიკაძე" ჰყავდათ გაწვრთნილი.





1
1347
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
1347
  
2019, 4 აპრილი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1