x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელებს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ სექსი
image

დღითიდღე იზრდება იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებსაც სექსუალური ცხოვრება არა აქვთ თვეობით და მეტიც - წლობით. ბოლო, 2018 წლის გამოკითხვებით დადგინდა, რომ ყოველ მეოთხე ამერიკელს(25%-ზე მეტი) არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი, ხოლო 15%-ს ინტიმური კავშირი არ ჰქონია ბოლო 5 წლის განმავლობაში.


ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 30 წლის მანძილზე, სწორედ 1988 წლიდან დაიწყო აშშ-ს ნაციონალურმა ცენტრმა მსგავსი სტატისტიკის აღრიცხვა.


თითქოსდა ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სექსუალური აქტივობის დაქვეითება განპირობებულია მთლიანად ერის დაბერებით, ბები-ბუმერთა თაობა(დაბ.1946-1964)ბუნებრივი მიზეზების გამო სულ უფრო იშვიათად კავდება სექსით.



თუმცა რაოდენი იყო მკვლევარების გაოცება, როდესაც დადგინდა, რომ ახალგაზრდა - 30 წლამდე მამაკაცების და ქალების 23%-ს საერთოდ არ აქვს სექსუალური ცხოვრება.

image

არა და თაობა მილენიალი(დაბადებულები 1981 წლის შემდეგ)ითვლება, როგორც სექსუალურად ყველაზე აქტიური სოციალური ჯგუფი.


ექპერტები ფიქრობენ, წარსულისგან განსხვავებით, ამერიკელების ეს თაობა "გვიან იზრდება", მშობლებს უფრო დიდხანს არიან მიკედლებულები და გვიან ქმნიან ოჯახს.


"20-დან 30 წლამდე ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელიც მასთან ერთად იცხოვრებს - აცხადებს Washington Post -თან საუბარში სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯეინ ტვენჯი - გასაგებია, რომ ასეთ პირობებში უფრო ნაკლები იქნება სექსი. როდესაც მშობლებთან ერთად ცხოვრობ, საძინებელში მოიყვანო სექსისთვის პარტნიორი, საკმაოდ რთულია."


შედარებით უკეთესი მდგომაროებაა 30 დან 40 წლამდე ასაკის კატეგორიაში, უსექსობას მხოლოდ 7% უჩივის.


40 დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 9%-ია, ხოლო 50-დან 60 წლამდე - 13%.

რაც შეეხება ხანშიშესულ ამერიკელებს(60 წლის და ზემოთ), თითქმის 50 %-ს არა აქვს სექსუალური ცხოვრება, სხვათა შორის, ბოლო 20 წელიწადში ამ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობამ 1, 5-ჯერ მოიმატა, რაც ერის დაბერების მანიშნებელია.


კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, ახალგაზრდა თაობაში(18-დან 30 წლამდე) ქალების 18 % -ს არა აქვს სექსუალური ცხოვრება, მამაკაცებისას კი - 28 %.როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი და ოჯახის ექიმი ლეონარდ საქსი აცხადებს, ქალებსა და კაცებს შორის ასეთი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ახალგაზრდა მამაკაცების უმეტესობა ამჯობინებს უყურონ პორნოს და ითამაშონ ვიდეოთამაშები.

image


imageიხილეთ ასევე

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ უკანასკნელი სიგარეტს ინგლისში 2050 წელს ქალაქ დერბიში მოწევენ. უახლესი გამოთვლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს.7, 4 მილიონი მწვეველი, რომელიც დღეს დიდ ბრიტანეთში არის დაფიქსირებული, 30 წლის შემდეგ ჩამოვა-0-მდე, NHS-ის მომსახუროება, რომელიც ადამიანებს ეხმარე...

24 მარტი, 14:19
0
410
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0