x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - ჰარალე
ჰარალე


ჰარალე ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთია. ეს ღმერთი უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ქართველურ ხალხებში და ტომებში, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე მცირე აზიის ვრცელ ტერიტორიებზე. მოგვიანებით კი ჰარალე იბერიის სამეფოს მთავარ ღმერთთა პანთეონის გამორჩეულ წევრად გვევლინება. სწორედ ამ სახელიდან მომდინარეობს ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი მისამღერი "ჰარი ჰარალე". არალეს კულტი გავრცელებული იყო როგორც უშუალოდ ქართველურ ხალხებში, ასევე კავკასიაში სომხების გამოჩენამდე არსებულ, ურარტუს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 860-590 წლებში და მეტიც, შესაძლოა სწორედ ურარტუდან შემოვიდა იგი ქართველურ ხალხებში. ურარტუ დასახლებული იყო იბერო-კავკასიური, არაინდოევროპული ხალხით, რომელთა ენაც ახლოს იყო როგორც ნახურ-დაღესტნურ, ასევე ქართველურ ენებთან. ფრანსუა ლენორმანიც (1838-1883), ცნობილი ორიენტალისტი, ასირიოლოგი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და არქეოლოგი სწორედ ამას აღნიშნავდა და ამბობდა: "ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად".


ჰარალე


ჰარალეს კერპი მესხეთის დღევანდელ სოფელ არალეშიც იდგა. გადმოცემის მიხედვით, ძველად, სოფელი არალე მოიხსენიებოდა "ბრუთიელის" სახელით. დროთა განმავლობაში ამ სახელმა განიცადა ტრანსფორმაცია და სახეცვლილი ფორმით შემორჩა ამ სოფლის ერთ-ერთ ხევს "ბურდა ღელეს" სახელით.


თქმულების მიხედვით ბრუთიელის მოსახლეობა თაყვანს სცემდა მოსავლის მფარველი ღვთაებას - ჰარალეს და აღმართული ჰქონდათ მისი დიდებული კერპი. პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის ამ მხარეში მოსვლის და ქადაგების შემდგომ გაქრიასტიანებული ხალხის ნაწილმა დაანგრია ჰარალეს კერპი, თუმცა ჰარალეს ერთგულმა სოფლის მოსახლეობამ ღვთაების საპატივსაცემოდ, სოფელს გადაარქვეს ძველი სახელი - "ბურთიელი" და "ჰარალე-არალე" უწოდეს.


ჰარალე


უმეტესად აღმოსავლეთ ქართული ხალხური სიმღერებიდან ყველას გვსმენია სიტყვები "ივრი არალე, "თარი არალე", "ჰარი ჰარალე". ეს ურარტული სიტყვებია. ივრი/იბრი ურარტულად ბატონს ან უფალს ნიშნავს, თარაი - ძლიერს ან ძლევამოსილს, ჰარი - მოგვეცის ან დიდებას აღნიშნავდა აღმოსავლურ ტრადიციაში, მაგალითად ჰარე იდიდეს ნიშნავს ინდურ მანტრებში, როგორიცაა ჰარე კრიშნა, ჰარე რამა და ა.შ. ანუ ეს სიტყვები - "ივრი არალე, თარი არალე, ჰარი ჰარალე ნიშნავს: უფალო ჰარალე, ძლევამოსილო ჰარალე, დიდება შენდა ან მოგვმადლე ჩვენ (მიწის ნაყოფი).

მას უმღერდნენ, მას სწირავდნენ მოსავლის ნაწილს, აღავლენდნენ მისდამი ლოცვას და ცეკვადნენ ფერხულს. ის იყო დედამიწაზე ერთ-ერთ პირველ მიწათმოქმედთა ღმერთი, რომელთაც ჯერ კიდევ 8000-9000 წლის წინ, ძვ.წ. მე-60 საუკუნეზე უფრო ადრეც კი, დაიწყეს მევენახეობა მთელ სამხრეთ კავკასიაში. ამ მიწათმოქმედთა ცენტრი კი ალაზნის ველებზე მდებარეობდა. და გაისმის არალეს წმინდა სახელი ქართულ ხალხურ სიმღერებში დღემდე...






ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის დამაარსებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ

54. ტყაშმაფა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1898
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1898
  
2019, 25 ივნისი, 19:59
უფრო მეტად უნდა ჩავაკვირდეთ, ათი ათასი წელიც უკვე აღარაფერს ნიშნავს, იმდენად ძველია კაცთამოდგმის მატიანე. აღმოჩენილია არტეფაქტები, რომლებიც დახვეწილი გემოვნებით და განვითარების შედეგად მიღებული ქიმიური ელემენტებით არის შემდგარი, რომელთა დნობის ტემპერატურა სამი ათასს აჭარბებს.
როდესაც წინა ცივილიზაციას ვიძახით აუცილებლად იგულისხმება ქართული გონი და მეტყველება თავისი დამწერლობით.
ნახეთ ეს ვიდეო მასალა, როგორ განვითარებაზე მოგახსენებთ: https://www.youtube.com/watch?v=b46vhqJGAeI&fbclid=IwAR1eb1wKWI8AVO7aQrsxsvwcxb7WiqX6nHwxGJY7bPs6bQn9OXGxBaLHRk0
2019, 4 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2