x
image
ვიზა კოხაძე
ევროპის ქვეყნები, სადაც ხილსა და ბოსტნეულს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ

imageხილი და ბოსტნეული ითვლება ჯანსაღი დიეტის განუყოფელ ნაწილად, ხოლო სწრაფი კვება და შემწვარი საკვები არის ძალიან არაჯანსაღი. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავწერეთ, რომ სომხეთმა ქვეყნების სიაში ყველაზე არაჯანსაღი დიეტა შეადგინა.რომელ ქვეყნებში ჭამენ ყველაზე მეტად ხილს და ბოსტნეულს?ევროსტატის სტატისტიკით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხილის წლიური მოხმარებით იტალია ლიდერობდა, სადაც პროდუქტს მოსახლეობის 85% მიირთმევდა.ევროპელების 27% ხილსა და ბოსტნეულს დღეში ორჯერ მოიხმარს. ასეთია ევროსტატის 2017 წლის მონაცემები. ამავე სტატისტიკით, აღნიშული პროდუქტებით დღეში ერთხელ იკვებებოდა ევროპელების 37%, ხოლო დარჩენილი 36% ხილსა და ბოსტნეულს კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარდა. იტალიის შემდეგ პოზიციაზეა პორტუგალია, სადაც ხილით მოსახლეობის 81% იკვებებოდა. imageშედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ ევროკავშირის 3 ქვეყანას. კერძოდ, ხილს ლატვიის მოსახლეობის 40 %-ზე ნაკლები მოიხმარდა (დაახლოებით, 35%), ბულგარეთისა და ლიეტუვას მოსახლეობის კი - 37%.ექსპერტთა ჯგუფმა(NutriCoDE) ქრონიკული დაავადებების და კვების შესახებ ჩაატარა გლობალური კვლევა. მეცნიერებმა შეაფასეს 4, 5 მილიარდი ადამიანის კვების ხარისხი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 90 % - ია და დასახელდა ქვეყნები, სადაც ხილი და ბოსტნეული უზომოდ პოპულარულია.

რაც შეეხება ბოსტნეულის მოხმარებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ირლანდიასა და ბელგიას პროდუქტის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. კერძოდ, ბოსტნეულს დღეში მინიმუმ ერთხელ აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობის 84% მოიხმარდა.imageთუმცა, ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანაში ბოსტნეულის მოხმარების წილი 50%-ზე ნაკლები იყო. საუბარია: უნგრეთზე (30%), რუმინეთზე (41%), ლატვიაზე (44%), ლიეტუვასა და ბულგარეთზე (45%).

ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:imageხილის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:image
რომელია ევროპის ის ქვეყნები, სადაც უამრავ ხილს და ბოსტნეულს ჭამენ: ტუნისი, ბარბადოსი, კაპე - ვერდე, მავრიკი, ისრაელი, კატარი, კვიპროსი, სეიშელის კუნძულები, მალი, გრენადა და ის ქვეყნები, რომლებიც დაწვრილებით განვიხილეთ სტატიაში იტალიით დაწყებული და უნგრეთით დასრულებული.არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ცუდი კვების ჩვევებით ლიდერობენ, როგორიცაა აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბელგია, ამერიკა, რუსეთი, ბელორუსია, ისლანდია, ლიტვა. კვლევის ავტორის თქმით კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ფუმაკი იმუმურა 2020 წლისთვის მსოფლიო სიკვდილიანობის 75 % განიხილავს არასათანადო ცხოვრების წესით და არაჯანსაღი კვებით.image

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0