x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ
ვიკინგები ჩრდილოეთელი ხალხი იყო, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში - ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში ცხოვრობდა.

image

VIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიკინგები მიწების ძიებას შეუდგნენ . ისინი ზღვის გაღმა ლაშქრობდნენ და სხვა ქვეყნებში სახლდებოდნენ. ვიკინგებს ვაჭრობაც ეხერხებოდათ.

ვიკინგთა ღმერთები

ბრაგი- პოეზიის ღმერთი.

ფრიგი/ფრეია - სიყვარულის ტყუპი ღმერთები.

ლოკი - ცეცხლის ღმერთი.

ოდინი - ღმერთების მეფე.

თორი - ქარიშხლის ღმერთი


ოფლის ცხოვრება

ვიკინგები ძირითადად მშვიდობიანი მიწათმოქმედები იყვნენ : მოჰყავდათ ხორბალი, შვრია, ქერი და ბოსტნეული. ამასთან მესაქონლეობას მისდევდნენ.

image

ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო. სადაც ვიკინგი მამაკაცები და ქალები ნადიმობდნენ და ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ ღმერთებსა თუ გმირებზე.

ქალაქები და ვაჭრობა

ქალაქებში ხელოსნები ქსოვილებს, სამკაულებსა და შრომისა თუ ბრძოლის იარაღებს ამზადებდნენ. ვაჭრებს ეს საქონელი უცხოეთში გაჰქონდათ. სამაგიეროდ ისლანდიიდან ეშვები და ბეწვეული შემოჰქონდათ. ბაღდადიდან - აბრეშუმი და სანელებლები, ხოლო რუსეთიდან - მონები და ბეწვეული .

imageimage

ვიკინგთა თავდასხმები

ვიკინგებმა ბრიტანეთს პირველად ახ. წ. 793 წელს შეუტიეს . განძეულიც გაიტაცეს და მონებიც. ვიკინგები ჩრდილო ევროპის დასავლეთ ნაწილშიც დასახლდნენ . და გრელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკასაც კი მიაღწიეს.

ვიკინგები



ვიკინგთა ხომალდები

ვიეინგთა საბრძოლო ხომალდები 200 მებრძოლს იტევდა. სავაჭროდ ვიკინგები უფრო ფართო, ღრმა ხომალდებს აგებდნენ . რომელსაც კრონი ერქვა. ხოლო მომცრო ნიჩბებიან ნავებს ფერინგს ეძახდნენ. ხომალდებს ნიჩბებიც ჰქონდა და აფრებიც.

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0