x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე : "მერე მკითხავენ, კაცად რატომ აღარ მიიჩნევო."
"ტაბულას" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც "რუსთავი 2"- ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქლაივის მეშვეობით ჩაწერა.


როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ახლა გადახედა სააკაშვილის ინტერვიუს ჰედლაინებს და ეს აზრიც მაგიტომ გაუჩნდა.


"არც პოლიტიკური, არც ბიუროკრატიული თანამდებობა მე არ მქონია, არცერთი კაპიკი ჩემთვის ქართულ სახელმწიფოს არაფერში გადაუხდია, არც იმ 9 წელში, მაგრამ მე, როგორც იმ ძალის მხარდამჭერი, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე, რაც ენმ-ს ჩაუდენია.

ახლა სააკაშვილის ინტერვიუს ჰედლაინებს გადავხედე და არაფერი ვიცოდიო, ყველაფერი სხვისი ბრალიაო, ამტკიცებს .


მერე მკითხავენ, კაცად რატომ აღარ მიიჩნევო."- წერს ჩერგოლეიშვილი.


ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის ერთ-ერთ ნათქვამს, სადაც სააკაშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრობს და ამბობს: "რომ გამეგო ბესელია ჩაწერეს, თავებს მოვაძრობდი ყველას", ასე ეხმაურება:


"კიდევ კარგი, ვერ გაიგო, თორემ ხომ დაგვაყრევინებდა თავებს!

ბიძინაც მასეა, ვერ გაიგო, რომ არჩევნებს აყალბებდნენ, თორემ ხელებს დააჭრიდა."


image

1
1707
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1707
  
2019, 4 აპრილი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1