x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დედოფლისწყაროში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
image


2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სოფლის სკოლაში შემეცნებითი ტრენინგები ჩაატარეს „ახალგაზრდული იდეა“-ს წევრებმაც. მათი ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა დედოფლისწყაროს #1, ხორნაბუჯის და ზემო ქედის საჯარო სკოლებშიც.


ქალაქ დედოფლისწყაროს #2 სკოლის სპეციალური მასწავლებლების ირინა ფიროსმანაშვილისა და თამარ პოპიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა აქტივობები თემაზე: “გაზარდე აუტიზმის ცნობადობა", რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.


„დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა უერთდება ამ დღეს და თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლებაში. ამ დღეს ჩვენი მიზანია გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია, რათა ადამიანებმა არ იგრძნონ თავი გარიყულად და გახდნენ საზოგადოების ნაწილი, რადგან ხშირად მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. სკოლა მუდმივად ცდილობს ყოველდღიური პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გავითვალისწინოთ ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისა და წევრის ინტერესი, გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და წავიდეთ ცნობადობიდან მიმღებლობისკენ, “ - აცხადებენ მეორე სკოლაში.




image


დედოფლისწყაროში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები კმაყოფილებას გამოხატავენ, რომ საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად აქტივობები რეგიონებშიც იგეგმება და მსოფლიო დღე აღინიშნება.


„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებში აუტიზმის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ისინი ისეთები მიიღოს, როგორებიც რეალურად არიან. ეს ბევრ რამეს შეცვლის. ერთობლივი ძალისხმევით და ჩართულობით საზოგადოებაში არსებული სტიგმა იქნება დამარცხებული, შეიცვლება დამოკიდებულებები შშმ პირების მიმართ, რაც ხელს შეუწყობს მათი უფლებების გამყარებას. აუტიზმი ის მოგზაურობაა, რაც არ დამიგეგმავს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი გიდი, “ - ამბობს 8 წლის მათეს დედა, მაკა შარმაზანაშვილი.


image

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0