x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ულტიმატუმი მინისტრის მოადგილეს:„გამოცდების გაუქმებით სასკოლო განათლების სისტემის სრულ დისკრედიტაციას ვახდენთ“

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. საუბარია საგამოცდო სისტემის რეფორმაზე, რომელიც დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. საკითხის კენჭისყრა პირველი მოსმენით დღეს უნდა გაიმართოს.

ოპოზიციონერი დეპუტატებისა და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და საკუთარი მოთხოვნები აქვს.

განათლების კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანი მოითხოვს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც კანონში გარდამავალი მუხლის შეტანას და მის მომზადებას უზრუნველყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ კანონის მიღებას მხარს არ დაუჭერენ.

image

„ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ კანონზე მსჯელობისას არის შემდეგი: დაემატოს 63/9 მუხლი გარდამავალი დებულების სახით, სადაც ჩაიწერება: შეიქმნას კომისია პარლამენტის წევრების, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. დაევალოს კომისიას 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეიმუშაოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისა და გაცემის პრინციპები, წესი, პირობები და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ეს არის აუცილებელი, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. თუკი ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ, ჩვენ, სოციალ-დემოკრატებს გვაქვს ჩვენი კონცეფცია მათ შორის ამ ნაწილში და ჩვენ ამას კონცეპტუალურადაც გავაცნობთ საზოგადოებას და საკანონმდებლო წინადადების წესით შემოვიტანთ პარლამენტში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა და შესაბამისი დოკუმენტი წინადადების სახით მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძეს გადასცა, რომელიც დღეს საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0