x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
როგორ დავიკლოთ წონაში სამი მარტივი გზით
image

უამრავი გზა არსებობს წონის სწრაფად დასაკლებად, თუმცა ასეთი საშუალებების მერე შიმშილი კიდევ უფრო ძლიერად უტევს ორგანიზმს და შესაბამისად, წონაც იმატებს.

ქვემოთ მოყვანილი რჩევები კი დაგეხმარებათ წონის სწორად დაკლებაში და რაც მთავარია, გააუმჯობესებს თქვენს ზოგად ჯანმრთელობას.


უარი თქვით შაქარსა და სახამებელზე.



ორივე მათგანი მიეკუთვნება ნახშირწყლებს. როდესაც ორგანიზმი იღებს ნახშირწყლების მცირე რაოდენობას, სუსტდება მათზე მოთხოვნაც. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მცირე შაქარს მიიღებთ, უფრო ნაკლებად მოგინდებათ ტკბილეული.

ამასთან ერთად, ნახშირწყლების კვების რაციონში შემცირება ამცირებს ინსულინის რაოდენობას ორგანიზმში, შედეგად, თირკმლები იწყებენ ზედმეტი რაოდენობის მარილების და სითხის გამოყოფას, რაც არის ხოლმე ძირითადად სხეულის შეშუპების მიზეზი.

ასეთი კვების რეჟიმით პირველივე კვირას იგრძნობთ შედეგს.


მიირთვით ცილები, ბოსტნეული და ჯანსაღი ცხიმები.


ცილოვანი საკვები ყველაზე მნიშნვნელოვანია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ზედმეტი კილოგრამების მოშორების პროცესში. ის ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაწვასა და კუნთოვანი მასის განვითარებაში.

ცილის კარგი წყაროა წითელი ხორცი, თევზი, ქათმის თეთრი ხორცი, კვერცხის ცილა, ხაჭო, მაწონი, სოია, მუხუდო, ოსპი და სხვა პარკოსანი მცენარეები.

ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ყოველდღიურად სასურველია მინიმუმ 7 სხვადასხვა ფერის ბოსტნეულის მიღება. რაც შეეხება ხილს, მიირთვით ის დღის პირველ ნახევარში. წონის კორექციის დროს მოერიდეთ ფორთოხალს, ყურძენსა და ბანანს - სამივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს.

მიიღეთ ცხიმები. მათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ცხიმები აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების მოქმედებისათვის. ისინი უნარჩუნებენ კანს ელასტიურობას და ტენიანობას, ასეთი კანი კი წონის დაკლების დროს არ “გაიწელება'' და დაუშნოვდება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით კგ-ების დაკლების დროს). ცხიმები არეგულირებენ თავის ტვინისა და თვალების სწორად ფუნქციონირებას. ასეთი ჯანსაღი ცხიმებია მზესუმზირის ზეთი, ზეთისხილის ზეთი, კანაფის ზეთი, სელის ზეთი, ამარანტის ზეთი, ქოქოსის ზეთი და სხვ. ეს ზეთები აუცილებლად ცივი დაწურვის წესით უნდა იყოს დამზადებული და ეცადეთ არ გამოიყენოთ ისინი წვის დროს.


დაიცავით წყლის ბალანსი.


წყალი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. მის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე. დღის მანძილზე ადამიანის სხეულს მინიმუმ 2 ლიტრი წყალი სჭირდება (თუ არ აწუხებს რაიმე დაავადება). წყალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. მისი საშუალებით სხეული ინარჩუნებს ტენიანობას - კანი ელასტიკურია, ლორწოვანი გარსები სწორად ფუნქციონირებს, სახსრებში სინოვიალური სითხე ნარჩუნდება, კოლაგენის ბოჭკოები და ჰიალურონის მჟავა ნორმალურად წარმოიქმნება და ა.შ.

მიირთვით ისეთი თბილი სითხეები, რომელიც გაგიძლიერებთ მეტაბოლიზმს - ძლიერი მეტაბოლიზმის დროს უკეთ “იწვება'' ცხიმოვანი ქსოვილი, დაბალკალორიული დიეტების დროს კი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო ნელდება და ამიტომ უჭირს სხეულს წონაში კლება. მწვანე ჩაი, ჯინჯერის ჩაი, კენკროვანი ხილის ჩაი - სამივე მათგანი დაგეხმარებათ ამაში.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ყველაზე საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ


0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0