x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ემზარ კვიციანი - ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან და რატომღაც, “ქურდული” დაარქვეს
image

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსიდან", ემზარ კვიციანმა სიტყვით გამოსვლის დროს გააპროტესტა "ქურდული მენტალობის დასჯადობა".


"ეხლა მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია „ქურდული ტრადიციები“ და ამ 223-ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20, თუ 30 ლარი ვიღაცა “კანონიერი ქურდის” დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს “ქურდული ტრადიციები”, ვინმე დაფიქრებულა ამაზე?!


ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში. ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, მთელი “ქურდული სამყარო” წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ, ქართველები რა შუაში ვართ?“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.



შეგახსენებთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის თანახმად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ემზარ კვიციანის სრული გამოსვლა იხილეთ ვიდეოში.

0
327
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0