x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
 "თქვე ბოღმიანო, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის არმქონე, ერთუჯრედიანებო"
მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


მისი თქმით, მას თუ არ აძლევენ განვადებას, ისეთი საბანკო ისტორიით, როგორიც მას აქვს, მართლა გაჭირვებულებს ალბათ საერთოდ არ მისცემენ.


"მე განვადებას თუ არ მაძლევენ (თან გადასარევი საბანკო ისტორიით), თავს რამენაირად ვუშველი. რაც ვთქვი, სულ თქვენს სასარგებლოდ ვთქვი: ჩემნაირებს სესხს თუ არ აძლევენ, მართლა გაჭირვებულ ადამიანებს რაღას მისცემენ-მეთქი. ამით ტექნიკის მაღაზიებიც ზარალდება, ბიზნესიც... შესაბამისად - ეკონომიკაც. მშიერს და გაჭირვებულს ხელი არ ემართება... ქვეყანას დედა არ ყავს.... და ა.შ.
მაგრამ ბოღმა "მკითხველს" სულ სხვა" აქცენტები" დაუსვამს.
მე კარგად ვიყავი და ვიქნები, სულ, მარა აი, თქვენ რა გეშველებათ, თქვე ბოღმიანო, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის არმქონე, ერთუჯრედიანო სირებო "- წერს დარსმელიძე.


ცოტა ხნის წინ გადაცემაში „სხვა შუაღამე“ ლელა წურწუმიამ განაცხადა, რომ რაც ეს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მას შემდეგ ტელეფონის განვადებით შეძენა უნდოდა, თუმცა კრედიტოფიცერმა განვადება არ დაუმტკიცა.



იგივე ამბავს წერდა ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბანკმა განვადება არ დაუმტკიცა.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

"აი, ამდენ ხალხში ამ გოგომ ხმამაღლა მითხრა ..."- რატომ არ დაუმტკიცეს ლელა წურწუმიას განვადება



უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ჩემს არხზე:


0
428
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0