x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მასზე დიდი ქომაგი ქალს არ ჰყოლია
image
"პირველად იმან ესროლოს ქვა, ვინც თქვენ შორის უცოდველია." ამ სიტყვებით უფალმა იესო ქრისტემ ბევრად უფრო მეტი თქვა და გააკეთა მდედრობითი სქესის დასაცავად, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა უფლებადამცველმა. არცერთი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებაში არ იკითხება ისეთი პატივისცემა და თანაგრძნობა ქალთა მიმართ, როგორიც ახალ აღთქმაში. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ქალთა მიმართ სრულიად უანგარო და ამაღლებულ დამოკიდებულებაში, image

რაც თითქმის ნულის დონეზეა სხვა ე.წ რელიგიებში. ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთსა და რომში მამაკაცის კულტი კერპთაყვანისმცემლობამდე იყო აყვანილი, ხოლო ქალი, როგორც ბნელ ძალებთან დაკავშირებული და გრძნეული შიშის ობიექტს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე გულწრფელი პატივისცემის (კათოლიკურ სამყაროში ამ ჭირმა მომავალშიც იჩინა თავი ინკვიზიციის სახით). თვით არისტოტელესაც კი მიაჩნდა, რომ ქალი "მდაბალი არსებაა" და მას არ გააჩნია "სული გონიერი".


დედმიწაზე ქრისტეშობის შემდეგ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა.
image მარიამ ნაზარეველის პერსონამ მენტალური ევოლუცია მოახდინა წარმართულ საზოგადოებაში და ქალისადმი ნეგატიური და კნინებითი დამოკიდებულება მისდამი რიდითა და მოკრძალებით შეიცვალა. ამქვეყნად მოვლინებით დაწყებული და ამაღლებით დამთავრებული ღმერთკაცის მთელ მოღვაწეობას ხატებად გასდევს ქალთა სახეები, რომელთაც მამაკაცებზე მეტი თუ არა, არანაკლები წვლილი მიუძღვით ქრისტეს ეკლესიის დაფუძნებაში. image მარიამ მაგდალინელი, იოანა, მართა და მარიამი, ვერონიკა, სამარიელი ქალი, ამ ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ბიბლიოლოგიაში, რადგან მათი საქციელი ქრისტემ სანიმუშოდ დაგვიდგინა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თვით მის მოციქულებსაც. როგორც ჩვენი საამაყო მამულიშვილი ბატონი გურამ დაჩონაშვილი ამბობს, სახარების ყოველი წაკითხის შემდეგ ქრისტიანის წინაშე ახალ-ახალი სიღრმეები იშლება და ამ ღვთივკურთხეულ ოთხთავში ყველა სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. საყურადღებოა და რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს მაცხოვარს სწორედ ქალებმა უერთგულეს და მიმოფანტული მოციქულებისაგან განსხვავებით, მის გვერდით იდგნენ ბოლო ამოსუნთქვამდე. image

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე უსულგულო მატერიალიზმის სენით არის დაავადებული, კვლავაც გამოჩნდა ჩვენ შორის ადამიანი, ვისაც რწმენაც ეყო და გამბედაობაც თავი გადაედო ჭეშმარიტებისათვის.image"ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და რა გააკეთა თქვენთვის მუჰამედმა?" ამ სიტყვებისათვის დაპატიმრებული ასია ბიბი პაკისტანის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა "მუჰამედის შეურაცხყოფისათვის". განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს, თუ რა გარემოებაში და რის ფასად შეძლო ამ გმირმა(პირდაპირი მნიშვნელობით)ქალმა თავისი სულიერი მარგალიტების ჯერ მოხვეჭა და შემდეგ უკვე გამომზეურება. imageმსოფლიო ქრისტიანთა უდიდესი ძალიხმევის შედეგად ასია ბიბი დღეს უკვე თავისუფალია და ერთერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. როგორც ყოველთვის არც უფალმა გაუცრუა იმედები თავის ერთგულ მხევალს და საკადრისი საზღაური მიაგო თავგანწირული სიყვარულისათვის.



ეკლესიის მიერ მამაკაცის ოჯახის თავად მოხსენიებას ზოგი ქალთა დისკრიმაინაციად აფასებს და ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საუკუნეების განმავლობაში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე, მამაკაცი ყოველთვის წინა პლანზე იყო წამოწეული, რასაც მისი ფიზიკური კონდიციები განაპირობებდა და რაც არანაირად არ გულისხმობს ოჯახის წევრების (მითუმეტეს მეუღლის) უუფლებობას და ან ვინმეზე უფროსობას, პირიქით, ეს სწორედ მათზე ზრუნვასა და უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. imageთუკი ვინმე უღირსად იქცევა და ბოროტად იყენებს თავის უფლება-მოვალეობებს, ეს თავად მის პიროვნულ სისუსტესა და სიბეცეზე მეტყველებს, რადგან უფალი მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ გიყვარდეს შენი მეორე ნახევარი და სულიც არ დაზოგო შენი ოჯახისათვის.

ქალი რომ ღმერთს კუხნისათვის არ გაუჩენია ყველაზე უკეთ ეს ქართველებს მოგვეხსენება. საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ქალისაგან მიიღო ქრისტიანობის ნათელი imageდა ჯერ კიდევ ბნელით მოცულ შუა საუკუნეებში ქალი ამშვენებდა მის სამეფო ტახტრევანს. image

ნათქვამია: ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამო. მსგავსი მიდგომები იჩენს თავს, როცა ვინმე სისტემური ცოდნის გარეშე, საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობს ღრმააზროვანი თეოლოგიური ტექსტების განმარტებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რასაც ყველა -ფემინისტიც და არაფემინისტიც- სათავისოდ იყენებს(ძირითადად უარყოფით კონტექსტში) და არსწორ წარმოდგენებს ქმნიან ქალის როლზე ქრისტიანობაში. არადა, მოციქული აბსოლუტურად გარკვევით და მკაფიოდ ამბობს გალატელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ." საერთოდ, თუკი ვინმეს უპირატესობაზე შეიძლება საუბარი, ის ერთადერთია და არის ქალი image"უპატიოსნესი ქერუბიმებსა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმებზე", როგორც მას წმინდა ეკლესია მოიხსენიებს. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.


პ.ს. - იხარეთ ძვირფასო მანდილოსნებო, თქვენ გარეშე ჩვენ აქვე "ჯოჯოხეთში" ვიქნებოდით.

პ.პ.ს. უკომენტაროდ image

1
56
1-ს მოსწონს
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
56
  
2019, 7 აპრილი, 13:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1