x
image
გემი დალანდი
2019 წლის ჰიტი - როგორი უნდა იყოს მოდური ბლუზა
image
ბლუზა - ქალის გარდერობის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მე-19 საუკუნემდე საერთოდ არ არსებობდა.სწორედ მე-19 საუკუნეში მოხდა კაბის გაყოფა ქვედა და ზედა ნაწილებად. ასე გაჩნდა ქვედაბოლო და ბლუზა.

მას შემდეგ ბლუზამ უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს მას არა მარტო ქვედაბოლოს, არამედ შარვალსაც უხამებენ ქალები.

ქალის კლასიკური ბლუზა რაღაცით მამაკაცების პერანგს გვახსენებს. იმისთვის, რომ ბლუზა უფრო ქალური გახდეს, ხშირად აფორმებენ მაქმანებით, აპლიკაციებით, ნაქარგებით და ა.შ.

2019 წელს მოდაშია ფართო სახელოებიანი ბლუზა .


მოდური ბლუზები


ამგვარი ბლუზა მათ მოუხდებათ, ვისაც ვიწრო მხრები, მაგრამ ფართო თეძოები აქვს.

image

გამჭვირვალე ბლუზა გიპიურის ელემენტებით შესანიშნავად ეხამება გიპიურისავე გაშლილ ქვედაბოლოს. იგივე გამჭვირვალე, მაქმანებიანი ბლუზა კი იდეალურია ტყავის შარვალთან ერთად, რომელიც ამ წელს პოპულარობის პიკზეა.image

მათ კი, ვინც საოფისედ შავის და თეთრის მოდურ შეხამებას ეძებს, ეს ვარიანტები გამოადგებათ

imageimage

მათ კი, ვისაც თავისი ფიგურის გამოკვეთა სურს, შეუძლიათ თეთრი ბლუზა მიდი სიგრძის შავ ქვედაბოლოებს შეუხამონ.

imageimageimage


ეს ვარიანტები კი მეგობრებთან შესახვედრად, სეირნობისთვის და სხვა შემთხვევებისთვის გამოგადგებათ. თამამად შეგიძლიათ ჯინსთან ერთად ჩაიცვათ.

imageimage

გამოსასვლელი ბლუზები სხვადასხვა შეფერილობებით გამოირჩევა. თუ წვეულებაზე ან ღონისძიებაზე მიდიხართ, შეგიძლიათ კლასიკურ ვარიანტებს გვერდი აუაროთ და ღია ფერები შეარჩიოთ. მაგალითად, კრემისფერი ბლუზა წითელ ქვედაბოლოს შეუხამოთ.imageimageimage


2019 წელს ბლუზები აქსესუარების სიმრავლით გამოირჩევა: ლენტები, მაქმანები, ბროშები, გამჭვირვალე ბადე-ქსოვილები...

მათი მთავარი მიზანია, ყურადღება მიიქციოს, სახელო კი აუცილებლად ფართო უნდა იყოს, რომ ბლუზას სიმსუბუქე და ჰაეროვნება შესძინოს.

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0