x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
„ყველა არხზე და ყველა გადაცემაში აუცილებელი არაა გამოჭენებული იყოს ხატია წერეთელი" - თინა ჯამბურია
image


მომღერალი თინა ჯამბურია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლის მეშვეობითაც მედიასაშუალებებს მიმართავს, რომ საქართველოში მრავალი ნიჭიერი ხელოვანია, რომელთაც ჯეროვან ყურადღებას არ უთმობენ:


“მინდა შევახსენო ყველა მედიასაშუალებას – ტეელევიზიებს, ონლაინ ტელევიზიებს და ა.შ. რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა თუ ასაკში შესული… ასევე გვყავს უამარავი საინტერესო ადამიანი მხატვარი, მწერალი და ა.შ თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ მოიძიოთ საინტერესო ადამინები და მიიწვიოთ გადაცემებში რომ არ გადათელოთ ჩვენი და ახალი თაობის გემოვნება, ნერვები, ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს კომენტარში მონიშნოს მისთვის საინტერესო ქართველი ხელოვანი, (არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის) შემდეგ იქნებ გადაავლოთ თვალი და აარჩიოთ აქედან ახალი და საინტერესო ადამიანები და შეგვეშვათ ჩვენც და შეეშვათ ამ საზიზღარ პროპაგანდას უგემოვნო და უხარისხო მუსიკისა და ისტორიების…


რა გახდა ხალხო, ქვეყანაში სადაც გვყავს თორნიკე ყიფიანი, ლუკა ზაქარიაძე, ძიმა კობეშავიძე, გრიგოლ ყოფშიძე და ა.შ. იქ 24 საათი ყველა არხზე და ყველა გადაცემაში არ იყოს გამოჭენებული, ხატია წერეთელი (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქალბატონს მიმართ არანაირი ბოროტი და ცუდი დამოკიდებულება არ გამაჩნია, უბრალოდ ყველაფერს და ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს) და კიდევ უნიჭო ახალგაზრდების ზეიმი 2 ხმაში, რომ ”გულს რად მიკლავს” ვერ მღერიან…



რა გახდა გამაგებინეთ მართლა?! – მერე ჩვენ გვაბრალებენ შოუბიზნესი არ არსებობსო… როგორ იარსებებს ყველანაირ სტიმულს და ხალისს უკარგავთ უნიჭოერეს ხალხს, რომლის გამოჩენაც ვითომ რეიტინგს არ დაწერს, სცადეთ გოიმობის და ნაგვის გარდა კიდევ რამის გაშუქება და იქნებ, გამოვიდეს… იქნებ, ჩვენ ხალხსაც ეშველოს და დაცინვის, შურის გარდა ისწავლონ პოზიტიური და კარგის მოსმენა… დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით…


P.S. იცით რატომ არ არსებობს შოუბიზნესი?! – იმიტომ, რომ იქ სადაც უნდა იყვნენ ნორმალური წარმომადგენლები ზემოთ ნახსენებისა, სხედან – გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი!!! მოიწვიეთ გადაცემებში ნორმალურად მოაზროვნე არა პიარზე, არამედ ნიჭზე აგებული ხალხი… ძალიან გთხოვთ”, – წერს თინა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

image

0
242
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0