x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
გუშინდელი ეთერის შემდეგ მგონი ცხრაჯერ ვიტირე უკვე - ანა სუბელიანი

image

გუშინდელი ეთერის შემდეგ მგონი ცხრაჯერ ვიტირე უკვე.. დედას ველაპარაკე, განიცადა ჩემგან ასეთი საჯარო კრიტიკა, ყველაზე ცუდი დედა გამოვჩნდიო. არადა, მიუხედავად შეცდომებისა, განა არ ვიცი რა უთესლესი ქალია! (ხო აი, ეს სიტყვა მჭირდებოდა ზუსტად). ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი ქალი იყო ჩემთვის ყოველთვის. ის, რომ ქალები რეალურ სამყაროში კაცზე დაბალ საფეხურზე დგანან, საკმაოდ გვიან გავიგე, რადგან სწორედ ჩემი მშობლების დამსახურებით, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია ოჯახში. ზოგჯერ ისიც მგონია, აჩინა, აჩინა შვილები და ბოლო თავის სახედ და ხატად შემქმნა მეთქი. მისი ძალიან ძლიერი ენერგეტიკისთვის აქედან ორმაგი უნდა დამეხვედრებინა, რომ პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი, ორ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი და თუნდაც იმისთვის მიმეღწია, რაც თავადვე ახსენა - მომეპოვებინა ავტორიტეტი მის თვალში. არ იყო ადვილი მასთან კონკურენციაში ყოფნა, მაგრამ სწორედ ამან მაქცია იმ ანიდ, ვისაც იცნობთ. მასში რა თვისებებიც მიჩენს პროტესტს, ზოგჯერ სრული სიზუსტით საკუთარ თავში რომ აღმოვაჩენ, ეს არის ხოლმე კიდევ ძალიან უცნაური შეგრძნება და ეს განცდა მაიძულებს, მივიღო ისიც და საკუთარი თავიც ისეთად, როგორებიც ვართ. განა ის არ მესმის, რამხელა სოციალური პრობლემები, რამხელა პირადი ტრაგედიები და უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა ფონად მის იმ მხარეს, რასაც ასე ვუკრიტიკებ, ან შეიძლება, ხშირად წამოვაძახებ ხოლმე კიდეც. არ ვამართლებ, მაგრამ განა არ მესმის, უბრალოდ გადაფასებას ველი მისგან სულ, რომ ეს გამოცდილებები უბრალოდ გამოცდილებებად ვაქციო, დავტოვო და გავიარო. იმ პატარა ანის რაღაცები დღემდე ტკივა, ისევე, როგორც დიდ რუსუდანს სტკივა ახლა და ისევ ერთმანეთს თუ დაეხმარებიან ეს ორი ამ ტკივილების მოშუშებაში. მე მიჭირს ხოლმე დედას მიმართ სითბოს გამოხატვა, რამის თხოვნა ხომ საერთოდ, მაგრამ ყველაზე მეტად როცა გამიჭირდა, უმძიმეს დეპრესიაში რომ ვიყავი, სრულიად უუნარო, მივედი და დახმარება ვთხოვე, ორი წლის ბავშვივით შევეხვეწე, მომიარე, გადამარჩინე მეთქი და ასეც მოიქცა.
რა მოხუცი ვყოფილვარო, ამაზეც იდარდა. მე ხომ ვიცი, როგორი აღფრთოვანებულია მისით ყველა, ვისაც სულ მცირე შეხება მაინც ქონია მასთან. სრულიად დაუბერებელია ჩემს თვალში და არანაირი ასაკის რომ არ მეშინია, სწორედ მისი დამსახურებაა.
მივალ ახლა ჩავეხუტები
და ცოტა ხანი ტრულაილა თემებზე მალაპარაკეთ გადაცემაში, თორე გავსკდი და გავთავდი ქალი, აღარ შემიძლია image

0
162
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0