x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
2019 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ამინდების ფონზე არ იგრძნობა გაზაფხული და ჯერ ისევ გახვეულები ვართ ქურთუკებსა და დათბილულ ფეხსაცმელში, მოდის ექსპერტებმა უკვე შეიმუშავეს და გამოსცეს 2019 წლის ყველაზე ტენდენციური, საგაზაფხულო-საზაფხულო ფეხსაცმელი და გაგვიზიარეს. მგონი დროა გადახედოთ სიახლეებს და გაითვალისწინოთ, თუ როგორი ფეხსაცმელია წელს მოდაში.



image


1. დაბალი ქუსლი.image


დაბალი, პატარა ქუსლი წელს ძალიან ტრენდულია ქალის ფეხსაცმელში. მსოფლიო მოდის ექსპერტების განმარტებით, ფეხსაცმელი, რომელსაც ასეთი ქუსლი აქვს, ქალურობას უსვამს უფრო მეტად ხაზს და შესაფერისია იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც დღის მანძილზე ბევრი საქმის შესრულება და ფეხზე დგომა უწევთ. ის არის როგორც კლასიკური, ასევე პრაქტიკული, ელეგანტური და აერთიანებს ძალიან ბევრ სტლს - სპორტულსა და ოვერსაიზს. ანუ, შეგიძლიათ ნებისმსიერი სტილის სამოსს შეუხამოთ.







2. წვრილი თასმები.image


წელს ასევე ძალზედ აქტუალურია ფეხსაცმელი წვრილი თასმებით. მსგავსმა მოდელმა უკვე დაიპყრო მსოფლიო მოდის ყურადღება. ისინი შესაფერისია როგორც ქვედაბოლოსთან, ასევე ჯინსის შარვალთან და "ზედგამოჭრილია" საოფისე "დრეს-კოდისთვის".






3. მასიური კედები. image


მათთვის, ვისაც ფეხით ბევრი სიარული გიწევთ, მოგილოცავთ, რადგან წელს ძალზედ აქტუალურია მასიური კედები, რომლებიც თითქოს მამაკაცის მოდელს ჰგავს. ისინი კარგად გამოიყურება როგორც კაბებთან, ასევე ჯინსებთან და რა თქმა უნდა სპორტულ სამოსთან.





4. ტერფებთან ღრმად ამოჭრილი ფეხსაცმელი.image


ასეთი ფეხსაცმელი, რომელსაც ძალიან აქვს მოღებული ტერფის თუ ქუსლის პერიმეტრი, აერთიანებს საზაფხულო ტენდენციებს. მათი მოხმარება ნებისმიერ სტილთან შეგიძლიათ. სტილისტები ამბობენ, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ულამაზესი ტერფები, შეუძლიათ ასეთი ფეხსაცმლით მამაკაცები უბრალოდ გადარიონ.





4
386
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
386
  
2019, 2 აპრილი, 23:24
მესამე მომეწონა მარტო
2019, 2 აპრილი, 13:38
:) იქნებ რამე მოგიხერხოთ უახლოეს დღეებში ;)
2019, 2 აპრილი, 12:11
მამაკაცებმა რა დავაშავეთ?
0 1 4