x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოშოს მედიტაციის ტექნიკები

ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება გარადმავალი წამი, როცა საკუთარ თავს ვკარგავთ. ბალანსი ირღვევა. შინაგანი ემოციები ქაოსს ქმნის, ღრმა აურზაურს. თავგზაბნეულები ვხდებით. ეს ყველაფერი კი, ერთ დიდ ალერიგიულ ბაქტერიად- დეპრესიად იქცევა. კანზე გაყრის და ქავილს გაწყებინებს. ახლა არა მარტო ყოფით, მთელი სხეულით გარშემორტყმული ხარ, ნეგატიური ბაქტერიებით. ზანტი ხდები. ყოველი დილა და საღამო ფერმკრთალია, შენი სახის ნაკვთებისებრი. მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული, ეს ყველაფერიც გეზარება მერე და გამოსავალს ეძებ. ჩემი გამოსავალი "ოშო" აღმოჩნდა მაშინ და დღემდე ასეა. თუმცა, ოშო ახლა ჩემთვის გამოსავალზე მეტია. ის ჩემი მედიკამენტია, რომელიც ჩემივე თავს რეცეპტად გამოვუწერე. ყლაპავ ერთ აბს და ყელში გადასვლისთანავე ბედნიერებით ივსები. უცხო შეგრძნებებით. უცხო დაბადებით. იქნებ შენც გამოუწერო შენს თავს ოშოს აბები-მედიტაციები.



მედიტაცია არის საკუთარი ყოფნით დატკბობა. მედიტაცია არის სიხარული თქვენს არსებობაში.

image





ჩაიძინე სამყაროს მსგავსად

ჩუმად დაჯექით და იმედიტირეთ იმ ფაქტზე, რომ შემოსაზღვრული არ ხართ, რომ სამყაროს საზღვრებია თქვენი საზღვრები. იგრძენით გაფართოება. მთლიანად ჩაერთეთ ამ გრძნობაში. მზე თქვენში ამოდის, ვარსკვლავები თქვენში მოძრაობენ, ხეები იზრდებიან, საზოგადოებები იბადებიან და ქრებიან - და იგრძენით უდიდესი დალოცვა ცნობიერების ამ გაფართოებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო. წაშალეთ საზღვრები. გადმოხტით მისგან. დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში გიჟს დაემსგავსებით, რადგან ჩვენნ ძალიან შევეჩვიეთ საზღვრებში ყოფნას. სინამდვილეში არანაირი საზღვრები არ არის. ეს შეზღუდვები გონების დაწესებულია.რადგან ჩვენ ასე გვჯერა- ასეცაა.

შეიგრძენით ეს უზარმაზარი გაფართოება იმდენად ხშირად, რამდენადაც შეგიძლიათ და მალე ჰარმონიაში მოხვალთ მასთან. შემდეგ სულ პატარა ბიძგი და იგი აქაა. ყოველ ღამე, როდესაც დასაძინებლად დაწვებით, დაიძინეთ ამ გაფართოებული ცნობიერებით. დაიძინეთ იმ შეგრძნებით, თითქოს ვარსკვლავები მოძრაობენ თქვენში, საზოგადოებები ჩნდებიან და ქრებიან თქვენში. ჩაიძინეთ როგორც სამყარომ. დილით, როდესაც გაიღვიძებთ და სიზმრები გაქრებიან, ისევ გაიხსენეთ ეს შეგგრძნება და ადექით საწოლიდან სამყაროს მსგავსად. შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში, რამდენერაც შეძლებთ, გაიხსენეთ ეს მდგომარეობა.

მოიშორეთ ნიღბები

ღამით, როდესაც დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, გახდის პროცესში წარმოიდგინეთ, რომ ტანსაცმელთან ერთად ნიღბებსაც იხსნით. ნამდვილად გააკეთეთ ეს. მოიხსენით ისინი და ღრმად ჩაისუნთქეთ, დაწექით შეუნიღბავი, შიშველი და არანაირი შეზღუდვა არ დააწესოთ.



"ოჰ"

დაწოლამდე ჩააქრეთ შუქი, დაჯექით საწოლზე, დახუჭეთ თვალები და ღრმად ამოისუნთქეთ პირით. მუცელი შიგნით უნდა შევიდეს, ჰაერი კი გარეთ გამოვიდეს. გამოეცით ბგერა "ოჰ ". ის "აუჰ-ად" ავტომატურად გადაიქცევა. თვითონ არ უნდა გააკეთოთ ასე, თორემ არასწორად გამოვა. უბრალოდ ამოუშვით ბგერა "ოჰ" .

თქვენ მოდუნდებით და ძილიც შეგეცვლებათ . თქვენი ძილი უნდა შეიცვალოს. მხოლოდ ამ შემთვევაში შეძლებთ უფრო ფხიზელი და ცნობიერი გახდეთ. ასე, რომ ძილის შეცვლიდან დავიწყოთ.

როდესაც მთლიანად ამოისუნთქავთ პირის საშუალებით ვგერა "ოჰ"-ის თანხლებით და იგრძნობთ, რომ მეტად ამოსუნთქვა აღარ შეგიძლიათ, როდესაც სუნთქვა შეგეკვრებათ, შეჩერდით. არ შეისუნთქოთ, არც ამოისუნთქოთ, ამ შემჩერებაში თქვენ ღვთიური ხართ. ამ შეჩერების დროს თქვენ არაფერს აკეთებთ, არც კი სუნთქავთ. ამ შეჩერების მომენტში თქვენ ოკეანეში ხართ, დრო აღარ არსებობს, რადგან დრო სუნთქვასთან ერთად მოძრაობს. თითქოს მთელმა სამყარომ შეწყვიტა თქვენთან ერთად არსებობა. ამ შეჩერების მომენტში თქვენ შეიძლება გამოაღვიძოთ უღრმესი ენერგიების წყარო თქვენს არსებაში. ასე, რომ მხოლოდ ერთ წუთით შეჩერდით.


შემდეგ შეისუნთქეთ ცხვირით. მაგრამ არანაირ ძალა არ მიატანოთ ამ პროცესს. დაიმახსოვრეთ, მთელუ ძალისხმევა გადაიტანეთ ამოსუნთქვაზე. ამოსუნთქვის შემდეგ მიეცით უფლება თქვენს სხეულს, რომ ჩაისუნთქოს. უბრალოდ მოდუნდით და სხეულს ჩასუნთქვის საშუალება მიეცით. არაფერი არ გააკეთოთ.


ცხოვრება თავისით სუნთქავს. იგი თავისი გზით მიდის. იგი მდინარეა.თქვენ საჭიროების გარეშე უბიძგებთ მას. თქვენ დაინახავთ, რომ სხეული სუნთქავს. თქვენი ჩარევა საჭირო არაა. თქვენი ეგო საჭირო არაა, თქვენ საჭირო არ ხართ. თქვენ უბრალოდ მაყურებელი ხდებით. უყურებთ, როგორ ჩაისუნთქავს სხეული. ამ მომენტში ღრმა სიჩუმე შეიგრძნობა.როდესაც სხეული ბოლომდე შეისუნთქვავს, ისევ გაჩერდით ამ მომენტში. ისევ დაიწყეთ დაკვირვება. ეს ორი მომენტი სრულიად განსხვავებულია. როდესაც ამოსუნთქვის შემდეგ შეჩერდით, ამ დროს გაჩერება სიკვდილს ჰგავდა. როდესაც შეისუნთქეთ და ისე გაჩერდით, ეს გაჩერება ცხოვრების მწვერვალია. დაიმახსოვრეთ, შესუნთქვა სიცოცხლის ექვივალენტურია, ამოსუნთქვა -სიკვდილის.


შეიგრძენით ეს! იგრძენით ორივე მომენტი. აი, რატომ გთხოვთ ორივე მომენტში შეჩერებას . ერთი როცაამოისუნთქავთ და მეორე როცა ჩაისუნთქავთ, ამ დროს შეგიძლიათ ორივე შეიგრძნოთ- სიცოცხლეც და სიკვდილიც. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ რომ აი "ეს " არის სიკვდილი და აი "ეს" სიცოცხლე, ორივეს ზღვარი უკვე გადალახული გექნებათ.

დაკვირვება, მოვლენების მოწმედ ყოფნა არც სიკვდილია და არც სიცოცხლე . მოწმე არასდროს იბადება და არასდროს კვდება. მხოლოდ სხეული კვდება -მექანიზმი. თქვენ მესამე უნდა გახდეთ - დამკვირვებელი.



მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ გზა, ნებისმიერი მომენტში შეძლებთ შინაგანისკენ მოძრაობას.





0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია შავაძე
ხატია შავაძე
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0