x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
როგორ მოვარჯულოთ შურიანი ადამიანები - 5 გამოცდილი ხერხი

image

შური ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მანკიერებაა. ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ შურიანები და მაგალითად, თუ ვინმესი რაიმე გვშურს, ასეთი ფრაზაც გამოვიგონეთ " კეთილი შურით გვშურსო ", მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შური შურია და ამ "კეთილ შურსაც" მოეძებნება ქართულ ენაში საკუთარი შესატყვისი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა სხვისი "კეთილი შურით გვშურს" - შევნატრით....


მაგალითად, შევნატრით სხვის ქონებას, სხვის სახლს, სხვის ცოლს, სხვის ქმარს, მანქანას და ა.შ.


ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, რადგან ადამიანს დაბადებიდან აქვს მოთხოვნილებები და სანამ ისწავლიდეს იმის გარჩევას, რას იღებს ბუნებრივად, რა ეკუთვნის და რა უნდა მიოპოვოს საკუთარი ძალისხმევით, "მინდა" ყველაზე მეტად ძლიერია.


შური არ შეიძლება რაიმე დადებით კონტექსტში განვიხილოთ, რადგან ის არის ბოროტების საფუძველი და ადამიანი თუ ამ გრძნობას ვერ აკონტროლებს, ის აუცილებლად ბოროტდება.


რაც შეეხება შურიან ადამიანებს, ჯერ უნდა გავაანალიზოთ რამდენად ძლიერი და საშიშია მათი შური და შემდეგ ვიმოქმედოთ. გთავაზობთ გამოცდილ 5 ხერხს, როგორ მოვარჯულოთ ისინი.



1. როდესაც ადამიანს თქვენი შურს, ამას ვერ მალავს და თქვენთვის არასასიამოვნო კონტექსტში გეუბნებათ შემდეგ ფრაზებს: " შენ ყველაფერი გაქვს, შენ რა გაქვს სადარდებელი, მე ვიდარდო თორე..." .


ასეთი ადამიანი არც თუ ისე საშიშია, რადგან ის არ მალავს, რომ შენი ცხოვრება მოსწონს და რომ ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას.


რჩევა: უთხარით, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პრობლემა აქვს, რომ თქვენც გაქვთ პრობლემები, თუმცა არ წუწუნებთ და ნუ მოერიდებით, დაანახვოთ, როგორ წუწუნებს. აჩვენეთ, რომ მას უბრალოდ მადლიერების გრძნობა აკლია და ბევრი რამ აქვს, რაც მაგალითად, თავად არ გაქვთ და მას არ შეუძლია ამის დანახვა. შემდეგ ჯერზე, როცა იმავეს გაგიმეორებთ, ნუ იქნებით შემწყნარებელი, დაანახვეთ, რომ მან უნდა ისწავლოს საკუთარი ცხოვრებით ტკბობა და სხვის ცხოვრებაზე ოცნებაში დრო არ დახარჯოს.



2. როცა საქმე უფრო სერიოზულადაა: შურიანი ადამიანი კარგად მალავს, რომ თქვენი შურს, მაგრამ ისეთ რაღაცებს გეუბნებათ, რომ სურს თქვენს ცხოვრებაში ქაოსი შემოიტანოს. მაგალითად, ჭკუას გარიგებთ, რომ რაღაც შეცვალოთ, რომ ასე არ შეიძლება, რომ თქვენთვის კარგი უნდა, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში ერევა საკუთარი რჩევებითა და დარიგებებით. სინამდვილეში კი, მას საკუთარი ცხოვრება არ აქვს და თქვენი ცხოვრების არევაც უნდა. ( ეს შეიძლება არ ჰქონდეს გამიზნული, თუმცა შინაგანად თქვენს ცხოვრებაში პრობლემების დანახვა და რჩევების მოცემა მას საკუთარ ცხოვრებასა და პრობლემებს ავიწყებს )


რჩევა: ფრთხილად იყავით, ასეთ დროს ბევრი რამ უნდა გაანალიზოთ. თუ მას თქვენ არ თვლით ახლო მეგობრად და რაზეც მიგითითებთ, თქვენ არ მიგაჩნიათ/ მიგაჩნდათ პრობლემად, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მას თქვენი შურს და თქვენ არ უნდა აყვეთ.


როდესაც ის ასეთ ლაპარაკს წამოიწყებს, მარტივად შეაწყვეტინეთ და უთხარით, რომ თქვენ არ გაქვთ პრობლემა და მეტიც, რაზეც ის ლაპარაკობს, ყურადღების გასამახვილებლადაც არ ღირს. უთხარით, რომ თქვენ საკმარისად გაქვთ გამოწვევები და გამოგონილი პრობლემების ადგილი თქვენს ცხოვრებაში არაა.




3. როცა ადამიანს თქვენი შურს, თავყრილობის ადგილზე ის ამას ვერაფრით დამალავს და ეცდება, რაიმე ისეთი გითხრათ საზოგადოების წინაშე, რაც თქვენ გაგანერვიულებთ. მაგალითად, დაგისვამთ უხერხულ შეკითხვებს, რის გაზიარებასაც არ ისურვებდით საჯაროდ ყველასთვის ან გეტყვით ისეთ ფრაზას, რომელიც უბრალოდ არ გესიამოვნებათ.



რჩევა: ნუ დაიბნევით და ნუ გაბრაზდებით, ამ დროს პირველ რიგში ეს ორი რამ ხდება ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მომზადებული უნდა იყოთ, როცა ასეთი თავყრილობაა და იცით, ვინ ესწრება ამ თავყრილობას. გაიღიმეთ და უთხარით, რომ თქვენთვის არასასმიამოვნოა ამ თემებზე ლაპარაკი და საჯაროდ არ აპირებთ ამაზე ლაპარაკს. თუ ძალიან გაბრაზდით, შეგიძლიათ, პირდაპირ უთხრათ, რაში სჭირდება ასეთი საუბარი? დაუსვით იგივე კითხვები და ნუ მოერიდებით უთხრათ: რომ ასეთი საქციელით ის საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვას ცდილობს.


4. როცა გაიგებთ, რომ შურიანმა ადამიანმა თქვენზე ცუდი რაღაცები ილაპარაკა.


რჩევა: უმჯობესია ასეთი რამეები საერთოდ არ გაღელვებდეთ, მაგრამ თუ მაინც გაღელვებთ, სჯობს გაარკვიოთ, რა უნდა თქვენგან. ნუ მოერიდებით შეხვდეთ და აუხსნათ, რომ თქვენ ყველაფერი იცით, მაგრამ დაანახვეთ, რომ ეს პერსონალურად თქვენზე არ მიგიღიათ და ალბათ, თვითონ აქვს პრობლემები და ამიტომ ცდილობს სხვასაც პრობლემები შეუქმნას.


ამ შემთხვევაში იყავით შემწყნარებელი, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ეს საუბარი არაფერს ცვლის და ის ისევ ბოღმიანი და შურიანია, უბრალოდ სცადეთ მისი არსებობა საერთოდ დაივიწყოთ.



და ბოლოს:


5. ძალიან მარტივია ცხოვრება, როცა შურიანი ადამიანების საქციელის, ლაპარაკის გატარება შეგიძლიათ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, ჯერ ამოიცნოთ ისინი და შემდეგ, ყურადღება არ მიაქციოთ მათ ნააზრევს, საუბრებსა და ჭორებს.


მთავარია, მათი ამოცნობა შეძლოთ. ადამიანი, რომელიც გამუდმებით ჭკუას გარიგებთ, განიხლავს სხვის ცხოვრებას და ზოგადად, არაფრით არაა კმაყოფილი, სამწუხაროდ, შურიანი და გაბოროტებული ადამიანია.


თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ, თუ მათი გამოსწორება გინდათ, იმეგობრეთ მათთან, დაანახვეთ საკუთარი მანკიერებები, მაგრამ არაფრით არ უნდა გამოიჩინოთ სისუსტე და შემწყნარებელობა, თანაც უნდა გაფრთხილდეთ, რომ მათი ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევით!




გისურვებთ წარმატებებს მათ მორჯულებაში!




სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი





3
1988
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1988
  
3 მაისი, 22:48
შურიანი ადამიანები ყველაზე კარგი მორჯულება ის იქნება, შორს რო დაიჭერ თავს მათგან.
რატომ უნდა გაირთულო ისედაც რთული ცხოვრება.
გამარჯობა, ნახვამდის--- და მორჩა!
ახლა იმათ მორჯულებაზე მაკარგვინე დრო. :)
3 აპრილი, 19:43
მადლობა :)
3 აპრილი, 12:15
მაგრად მომეწონა სტატია :) ბრავო ავტორს
0 1 3