x
მოხუცთა თავშესაფარი

image
----დილამშვიდობის ქალბატონო ნათელა. როგორ გეძინათ? ----მშვიდობა მოგცეს შვილო ღმერთმა, არ მძინებია, შვილებზე დარდი მკლავს, ტელეფონი გამიფუჭდა მგონი, რამდენიმე დღეა უკვე არავის დაურეკავს, ნახე შვილო რა ჭირს, ჩემ ტელეფონს. მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალმა "ექთანმა" გამოართვა ტელეფონი და შეამოწმა შემდეგ კი უკან დაუბრუნა.-- მუშაობს ქალბატონო ნათელა თქვენი ტელეფონი, ალბათ დრო ვერ გამონახეს რომ მოეკითხათ თქვენთვის. არ ინერვიულოთ აუცილბლად დაგირეკავთ შვილები. --კარგად იყვნენ შვილო და ნუ დამირეკავნე.მხოლოდ გავიგო რომ კარგად არიან. --ქალბატონო ნათელა აქ მოგართვათ სადილი თუ გამოხვალთ სამზარეულოში. --აქ მომიტანე შვილო. --დღეს ნახეთ როგორი კარგი მზიანი, თბილი ამინდია გაისერნეთ სუფთა ჰაერზე და არაფერზე ინერვიულოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით სადილს სხვა მოგართმევთ.---კარგი შვილო კარგი. მოხუცის ოთახიდან გამოსულ ექთანს მეორე ექთანი შეხვდა და ქალბატონი ნათელა მოიკითხა:--- როგორ არის მოხუცი თეა? ისევ არ დაურეკიათ ხომ მის შვილებს? ---არა არ დაურეკიათ და არ მგონია დაურეკონ. --რატომ რა ხდება იცი? --კი როგორ არა . ეს მოხუცი ახლოს ცხოვრობდა ჩემს სახლთან. ძალიან კარგი ქალბატონი არის და ყველა პატივისცემით მოიხსენიებდა. ახალგაზრდობაში დაქვრივდა, სამი შვილი ჰყავს მის ერთ ერთ შვილის ვიცნობ მაგრამ სამწუხაროდ აქ არ არის თორე ის აქ მოსასველეად არ გაიმეტებდა მის დედას. დანარჩენი ორის კი რა ვთქვა. ქონება ვერ გაიყვეს და მოხუცი დედა აქ მოიყვანეს. გონება სუსტობა დააბრალეს, თითქოსდა სახლს რამდენჯერმე ცეცხლი წაუკიდა. მათი თქმით. --ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ მოხუცს. ჩვენ მხოლოდ იმით დარჩენილი სიციცხლე შეუმსუფუქოთ და მშვიდად გაატაროს. ქალბატონი ნათელას ოთახის კაზე კაკუნი გაისმა. სანამ ის პასუხს გასცემნდა მამაკაცმა შემოიხედა და ნებართვა ითხოვა შესვლაზე: ---შეიძლება შემივიდე? --მობრძანდით ბატონო გურამ. მოხუც მამაკასცს ხელში ლანგარი ეჭირა და ზედ საჭმელი ეწყო. ---სასადილო ოთახში არ დამხვდით და აქ მოვედი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ერთად მივირთვად სადილი მერე კი ეზოში გავისეირნოთ. ---საჭმელი როგორ ვჭამო როცა ჩემი შვილების არ მესმის არაფერი, რამდენემე დღეა არ დაურეკავთ. ---არ ინერვიულო ქალბატონო ნათელა დღეს ჩემ შვილებს ველოდები და მათ დავავალებ რომ მივიდნენ თქვენს შვილებთან. იცი? შვილიშვილი უნდა მომიყვანონ დღეს რამდენიემ თვის არის, ჯერ პირველად უნდა ვნახო და გამოვეწყო განსაკურებულად. მაგიდაზე დააწყო გურამმა მოტანილი საჭმელები, გულის ჯიბეში ჩადებული ყვავილი კი ხელში მიაწოდა და სთხოვა მისულიყო მაგიდასთან. მოხუც ქალბატონს ფეხი სტკიოდა და სიარული უჭირდა ბატონმა გურამმა დაეხმარა წამოდგომაში და ხელკავით მიიყვანა მაგიდასთან. დასხდნენ და დაიწყეს ჭამა. ბატონ გურამს ხელები უკანკალებდა ამიტომ კოვზს ხელს მაგრად უჭრდა რომ არ გავარდნოდა ლუკმა. ქალბატონი ნათელა კი ხმა ამოუღებლად მიირთმევდა და შიგა და შიგ ამოიოხრებდა შვილების დარდი კლავდა. რომ მორჩნენ სადილს ბატონმა გურამმა დაემშვიდობა ქალბატონ ნათელას და უთხრა ჭურჭელს სამზარეულოში გავიტან შენ მოემზადე და გარეთ გავისეირნოთო. ჯერ იუარა ქალბატონმა ნათელამ მაგრამ ბატონი გურამის დაჟინებული თხოვნით, დასთანხმდა. მოხუცთა თავშესაფარის ეზო ნაირ ფერადი ყვავილებით და ხეებით იყო სავსე, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, ჩიტები ჟღურტულებდა, ადამიანი ცუდ განწყობაზე რომ ყოფილიყო გარემო გამოუსწორებდა და მხიარულს გახდიდა. ეზოში თეთრ ხალათიანი ექთნები და მოხუცები იყვნენ. იყვნენ მოხუცები ვასაც განმარტოებით სურდათ ყოფნა და არავის იკარებდა.იყვნენ ისეთებიც ვისაც შვილბი სტუმრობდნენ და ბედნიერი ღიმილიანი სახეები ჰქონდათ. ქალბატონ ნათელას მოსახამი მოეხურა, ცალ ხელში ჯოხი ეკავა და ცალი ხელი კი ბატონ გურამისთვის ხელკავი გაეკეთებინა, ნელ ნელა ორივე ერთად მიდიოდნენ. ამ ულამაზეს ბუნებაში. ეზოში გრძელი სკამები იდგა და ის აირჩიეს დასაჯდომად რომელიც განცალკავებით იყო. მოხუცები დასხდნენ სკამზე. რამდენიემე წუთით ისმენდნენ ჩიტების ჯღურტულს. ქალბატომნა ნათელამ ღრმად ამოისუნთქა.---რა სასიამოვნო სურნელია, ყველა ტკივილს დაგავიწყებს ადამიანს. უთხრა პატონ გურამს--მართლაც რომ ასეა, ეს გარემო ასეთი კარგი რომ არ იყოს ალბათ ვერც გავძლებდი. სახლში როცა ვიყავი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტოდ დავრჩი, შვილები ცალკე ცხოვრობდნენ, არც მე მინდოდა ყოფილიყვნენ ჩემთან, ახალგაზრდებს ხომ იცით თავისთთვის ურჩევნით ყოფნა.ხშირად მოდიოდნენ ყურადღებას არ მაკლებდნენ მაგრამ მაინც აქ წამოსვლა გადავწყვიტე. მაინც მარტოდ ვგრძნობდი თავს მოვხუცდი ისეთ ჯანზე არ ვარ ადრე რომ ვიყავი, ეს ადგილი კი ზუსტად რომ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არის. არ მოიწყენს მოხუცი აქ. არც მოვლას გვაკლებენ და არც ყურადღებას. ---მე ჩემს მოვლა პატრონობას არ დავეძებ შვილები მყავდეს ოღონდ კარგად.მათი ჯავრი მტანჯავს ყოველ ღამით, მესიზმრებიან ხან ერთს უჭირს და დახმარებას მთხოვს ხან მეორეს, უცხოეთში წასული გოგო კარგად არის იქ, მსახიობია თეატრში მუშაობს, თან იქაურ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის ქართულ ხელოვნებას, რაც აქ ვარ არ დაურეკია უკვე ექვსი თვე გავიდა, არ იცოდა ეგრე ყოველ ღამით მესაუბრებოდა ახლა რა ჭირს ვერ გავიგე, ეს ბიჭები კი რომლებიც აქ მყავს დედას ნაკლებად ჯავრობენ მაგრამ ოღონდ კარგად იყვნენ და... --დღეს ჩემი შვილები მოვლენ ქალბატონო ნათელა როგორც გითხარით მათ დავავალებ თქვენს შვილებთან დაკავშირებას არ ინერვიულოთ, ცუდი ამბავი ხომ იცით სწრაფად ვრცლდება, კარგად იქნებიან. თანვე გაგაცნობთ ჩემ პატარა შვილიშვილს. საუბარში გართულ მოხუცებთან ექთანი მოვიდა და ტელეფონი გადასცა ბატონ გურამს და უთხრა: -- თქვენი შვილი გირეკავთ.ტელეფონი ოთხაში დაგრჩენიათ. --არა შვილო კი არ დამრჩენია მე დავტოვე. ჩემი შვილები იქნებიან სხვა ვინ უნდა იყოს. გამოართვა ტელეფონი და უპასუხა: -- ხო შვილო გისმენ? --მამა როგორ ხარ? საღამოს მოვდივართ და რა მოგიტანოთ რა გაუხარდება შენს გულს? --კარგად ვარ შვილებო კარგად. არაფერი არ მინდა აქ ყველაფერია რაც მე მჭირდება, ჩემ გულს კი თქვენი ნახვა გაუხარდება და გელით. შემდგე დაემშვიდობა შვილს და გათიშა ტელეფონი. ქალბატონო ნათელა რომ იცოდეთ რამდენი რამ გადავიტანე ახალგაზრდობაში, უდედოდ გავიზარდე, მამაჩემმა ცოლი მოიყვანა და დედინაცვალი ცუდად მექცეოდა ორი შვილი ჰყავდა საკუთარი შვილებს რომ მორჩებოდა საჭმელი მერე მე მაჭმევდა . მამა სულ წასული იყო მუშაობდა და ვერაფერს გებულობდა, როცა სახლში იყო მამა ისე მექცეოდა ჩემი დედინაცვალი მის შვილებზე უკეთესად, ამიტომ ვერ ვეუბნებოდი მამას რა დღეში ვიყავი როცა სხლში არ იყო. მაინც არ დაიჯერებდა. ასე წვალებით გავიდა წლები. შემდეგ როცა გავიზარდე ჯარში წავედი, ჯარის მოვლის შემდეგ არც დავბრუნებულვარ სოფელში. ქალაქში ვიქირავე ერთი ოთახი და მუშად დავიწყე მუშაობა, ღამით ვმუშაობდი მეშოკებს ვეზიდებოდი, დღისით კი ვსწავლობდი. ----ბატონო გურამ ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს, ცოტა აგრილდა და შენობაში შევიდეთ თუ შეიძლება?! ახლავე ქალბატონო ნათელა მაგრამ ცოტა გავჩერებულიყავით სუფთა ჰაერი არის სასიამოვნო სურნელი? --არა მირჩევნია შევიდე. როგორც იტყვით. ბატონმა გურამმა დაეხმარა მოხუც ქალბატონს წამოდგომაში. ხელი მოჰკიდა ხელზე და შენობისკენ წავიდნენ. თავშესაფარს შესასვლელი დარბაზი ჰქონდა სადაც მოხუცები იყრიდნენ თავს, ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი ტელევიზორს უყურებდა, ზოგი კი ჟურნალს კითხულობდა. დარბაზში თავშესაფრის ხელმძრვანელი გამოვიდა და ცოტა ხანს მისკენ ყურადღება მოითხოვა მოხუცებისგან. --ბატონებო და ქალბატონებო ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თქვენთან შემოთავაზება მაქვს, უმორჩილესად გთხოვთ უარი არ მითხრათ, თითეული თქვენგანი ძალიან მიყვარს და დიდი პატივს გცემთ. მინდა მოვაწყოთ ერთი მშვენიერი საღამო, ჩავატაროთ კონცერტი ვისაც რა შეგვიძლია, ცეკვა, სიმღერა, ლექსი მივიღოთ მონაწილეობა და ვისიამოვნოთ, ვისაც გაქვსთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა გთხოვთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ბატომნა გურამმა გადაულაპარაკა ქალბატონ ნათელას:--რას იტყვი მივიღოთ მონაწილეობა? --გაგიჟდი რა მონაწილეობა რა უნდა გავაკეთო ფეხზე ძლივსღა დავდივარ. --მე შემიძლია ვიცეკვი და უარს ნუ მეტყვით იყავით ჩემი პარტნიორი გავიხსენოთ ახალგაზრდობა. --რახან ასე ძალიან გინდათ, ვნახოთ რა გამოგვივა. ბატონ გურამს როგორც კი დათანხმდა ცეკვაზე ქალბატონი ნათელა მაშივვე მივიდა და დააფიქსირა მისი მონაწილეობა საღამოზე. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა მოხუც მამას შვილები ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარში მი სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა შვილიშვილიც გაიცნო რომელის ჯერ ნანახხი არ ჰყავდა.გული რომ იჯერა მათი ფერებით შემდგე მის გოგონას უთხრა:--შვილო აქ ერთი მოხუცი ქალბატონი არის უკვე ექვსი თვეა რაც მოვიდა, რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს და მოუკითხავს ძალიან ნერვიულობს მინდა დაეხმარო, გაიგე რატომ არ მოდიან მათი შვილები. იქნებ რამე სჭირთ და არ იცის საცოდავმა მოხუცმა. --არ ინერვიულო მამა ყველაფერს გავარკვევთ, გაგვაცანი ქალბატონი დაველაპარაკები და ვკითხავ სად შეიძლება ვნახო მისი შვილები. ბატონი გურამი მაშინვე წამოდგა და გაუძღვა შვილს, ქალბატინ ნათელას ოთახისაკენ. მოხუცი ფანჯარასთან, საქანელა სკამზე დამჯდარიყო და ფანჯრისაკენ სადღაც შორს იხედებოდა, კარის დაკაკუნბაზე გონს მოეგა და მაშინ მიხვდა რომ, მოხუცთა თავშესაფრის ერთ ერთ ოთახში სრულიად მარტო მიტოვებული იყო. -მობრძანდით გააგონა ხმა ისე რომ არც შემობრუნებულია, მან კარგად იცოდა არ იქნბოდა ის ვისი ნახვაც გაახარებდა. ოთახში ჯერ ბატონი გურამი შემოვიდა და შემდეგ მისი ქალიშვილი. --ქალბატონო ნათელა საღამომშვიდობის ჩემი ქალიშვილი მოვიდა და თქვენი გაცნობა სურს, მისამართი ან ტელეფონის ნომერი მიეცით შვილების მოიკითხავს გაიგებს როგორ არიან. მოხუცი ისე წამოდგა სკამიდან ისიც კი დაავიწყდა ფეხი რომ ტკიოდა და ნაბიჯი გადადგა სტუმრებისკენ, მაგრამ ტკივილმა მაშინვე შეახსენა თავი და წაიბორძიკა. ხელი მოჰკიდა ხელზე ბატონი გურამის შვილმა და დასვა სკამზე. ცოტა ხანს ისაუბრეს მოხუცმა შვილების მისამართი ჩააწერინა ტელეფონის ნომერიც მისცა და ისიც დააყოლა ჩემი ქალისვილი უცხოეთშია ვფიქობ მან არ იცის აქ რომ ვარ თორემ აუცილებლად დამირეკავდა, ჯერ ესენი გამიგე როგორ არიან და ამათ კითხეთ მისი ამბავი. --როგორც იტყვით ქალბატონო ნათელა. ბატონი გურამი და მისი შვილი დამეშვიდობა მოხუცს.შემდეგ ტელეფონს დახედა იმ იმედით იქნებ დარეკა რომელიმე შვილმა და მე ვერ გავიგე ხმაო. ორი დღის შემდეგ ბატონ გურამს ურეკავს მისი ქალისვილი ჯერ მამა მოიკითხა შემდეგ კი ქალბატონი ნათელა. მერე კი უთხრა:---მამა მე დავრეკე ამ ნომერზე ჯერ არავინ მპასუხობდა, მერე კი როცა მიპასუხა და ვუთხარი თუ რატომ ვრეკავდი, მითხრეს რომ ნომერი მეშლებოდა.ამის შემდეგ მისამრთზე მივედი კარი მამაკაცმა გამიღო ვუთხარი ვინც ვიყავი, სახლშიც კი არ შემიპათიჟა, მიპასუხა რომ მისი დედა ფსიქიურად არ არის კარგად და არც ნახვა სურს მისი დედის, აქ რაღაც სხვა ამბავი ხდება აუცილებლად გავარკვევ, ჯერ კი მოდი ქალბატონ ნათელას უთხარი რომ ვნახე მისი შვილები და კარგად არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ახერხებენ ნახვას. ---კარგი შვილო ეგრე გადავცემ ცოდოა მოხუცი.ნერვიულობს ეს რა შვილები ჰყოლია საბრალო ქალს. ხვალ დილით მივალ და ვეთყვი ცოდოა ამ საღამოს დაიძინოს მაინც ინერვულებს. --როგორც გინდა მამა თავს გაუფრთხილდი და უმჯობესი იქნებოდა ჩვენს გვერდით ყოფილიყავი და არა მანს, მაგრამ რას ვიზამთ ეს შენი არჩევანია. ნახვამდის მამა. მეორე დღს სასდილო ოთახში შეხვდა ბატონი გურამი ქალბატონ ნათელას, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ერთად მიირთვეს საჭმელი. ბატონმა გურამმა უთხრა:--სადილის შემდეგ ბაღში გავიდეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ შემდეგ ხომ იცით რეპეტიცია გვაქვს ცეკვის, და ამ ბოლო სიტყვაზე ორივეს გაეცინა. სადილის შემდეგ როგორც შეთანხმდნენ მოხუცები ბაღში გავიდნენ, ბატონ გურამს აწუხებდა სინდისი ტყუვილი, რომ უნდა ეთქვა მაგრამ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ იყო. ქალბატონ ნათელას გაუხარდა შვილების კარგად ყოფნის ამბავით რომ ახარა და ცოტა ხასიათიც გამოუკეთდა.--ნუ დამირეკავენ მათავარია კარგად იყონ.უპასუხა ბატონ გურამს ქაბატონმა ნათელამ, დედამ რომელიც შვილებმა გაიმეტეს ქონების ვერ გაყოფის გამო. ცოტა ხანს ისაუბრეს ბუნებაში მოხუცემბა, შემდეგ კი შენობაში შევიდნენ, რეპეტიცია დაეწყოთ, მათ "ვენის ვალსი" უნდა ეცეკვათ საღამოზე. პირველივე რეპეტიციაზე საუკეთესოდ იცეკვეს, ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი კარგი პარტნიორები გამოდგნენ ერთმანეთისთვის, შექებაც დაიმსახურეს. ცეკვავდნენ და ბედნიერი თვალებით უყურებდენ ირგვლივ მყოფი მოხუცები, ყველა წავიდა კარგ მოგონებებში, თითეულ მათგანს სახეზე ეტყობოდა თუ რას განიცდიდნენ ამ სანახაობის ცქერის შედეგად, ბევრს ცრემლიც ერეოდა თვალზე, ბევრს კი ღიმილ ნარევი ცრემლებიც, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ტაშს უკრავდნენ მოხუცებს. პირვლი რეპეტიცია წარმატებით დაასრულეს მოხუცებმა. დღეები გადიოდა ქალბატონ ნათელას ისევ არავინ ურეკავდა ტელეფონზე და ისევ იმედს აძლევდა ბატონი გურამი რომ შვილები კარგად ჰყავდა და მალე მოვიდოდნენ დედის სანახავად.რეპეტიციაზე დადიოდნენ კონცერტი საახალწლოდ იყო დაგეგმილი. მოხუცმა დედამ შვილებისგან ასეთმა საქციელმა ძალიან დააღონა და უფრო სევდიანი გახადა, ბატონი გურამი ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა დარდი და ეზოში გაჰყავდა დაჯდებოდნენ საუბრობდნენ.--ქალბატონო ნათელა უკვე რა ხანია უკვე გიცნობთ და თქვენს სესახებ არაფერს მიყვებით, იქნებ მომიყვეთ როგორი ბავშობა ჰქონდათ, იქნებ და არც გინდათ გახსენაბე ნუ მოყვბით. ---ბატონო გურამ განა ბავშობაზე კარგი არის რამ ამ ქვეყნად? --მე ცუდი ბავშობა მქონდა მოგიყევით თუ გახსოვთ და ჩემთვის არ არის კარგი ბავშობა. რომ ვთქვათ ბავშობა საერთოდ არ მქონია. მომიყევით თქვენი ცხოვრება როგორი იყო. ---ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ბავშობაში გავატარე ბატონო გურამ, დედა, მამა, ჩემი და ძმა ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით, იმ დროსითვის კი იყო გაჭივრება მაგრამ ეს ნაკლებად გვადარდებდა, მთავარია რომ სიყვარული იყო ერთმანეთის ოჯახში.გათხოვება კი რთული გამოდგა ჩემთვის, სიყვარულით შევქმენი ოჯახი მაგრამ მუხანათურმა სიკვდილმა არ დააცადა ჩემს მეუღლეს ჩემს გვერდით დიდხანს ყოფნა.ქორწინებიდან ოთხიწლის თავზე მძიმე ავადმყოფობა შეეყარა და გარდაიცვალა, დავრჩი სამ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად, მე ვიკისრე ყველა მოვალეობდა და გაუძეხი ოჯახს არ მინდოდა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელი შებღალულიყო, დავზარდე შვილები, დღედა ღამ ვშრომობდი არაფერი რომ არ დაკლებოდათ არ ეგრძნოთ ობლობა. დაიზარდნენ განათლება მივეცი სამივეს, დაოჯახდნენ და დამიფრინდნენ.ერთი უცხოეთში მყავს ყველაზე პატარა გოგნა არის უკვე ექვსი წელი გავიდა არ მინახავს მპირდებოდა ჩამოვალ დედაო მაგრამ არ ჩამოდის როგორც ვხედავ. ახლა კი სამივეს მოანტრებაში მიდის დღეები არ მიდიან არ ნახულობენ მოხუც დედას. ბატონმა გურამმა შეატყო მოიწყინა ქალბატონმა ნათელამ და სასაუბრო თემის შეცვლა მოინდომა. -როდის მოვა ახალი წელი როგორი იქნება ჩვენი გამოსვლა მაინტერესებს. -ეხ ბატონო გურამ დღითი რე ცუდად ვხდები და ახლაწლამდე მივალს კიი? ---რას ამბობთ ქალბატონო ნათელა პარტნიორის გარეშე გინდათ დამტოვოთ არა ეს არ გამაგონოთ, ჩვენ უნდა ვიცეკვოთ ახალ წელს. წავიდეთ მალე რეპეტიცია დაგვეწყება ისევ. მოხუცები წავიდნენ რეპეტიციაზე. საღამოს კი როცა თავის ოთახში იყო ქალბატონი ნათელა. ექთანი შემოვიდა მოიკითხა ხომ არაფერი სჭირდებოდა მოხუცს.-- შვილო რა ხანია უკვე ჩემი სვილებისგან არაფერი მსმენია იქნებ დამეხმარო გამიგო როგორ არიან, ბატონმა გურამმა მითხრა კარგად არიანო მის ქალიშვილს უნახავს ჩემი შვილები და ისიც უთქვამთ რომ მოვიდოდოენ ჩემთან მაგრამ არ ჩანან, ტელეფონზეც კი არ მირეკავს არცერთი. ---არ ინერვიულოთ ყველაფერს გავარკვევ და გეტყვით. ---ჩემი გოგოს ნომერს მოგცემთ უცხოეთშო რომ არის წასული მას დაუკავშირდი უთხარი სადაც ვარ და დამელაპარაკოს. აუცილებლად დაურეკავ თქვენ არ ინერვიულოთ ახლა კი დაისვენეთ ტკბილი ძილი. ოთახიდან გამოსულმა ექთანმა თავისი ტელეფონოთ დაურეკა მოხუცის შვილს. უთხრა ვინც და ისიც რომ მისი დედა მოხუცთა თავშესაფარში რომ არის. ტელეფონოს მიღმა ტირილის ხმა გაისმა .--მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ ნომერზე ვრეკავ და გათიშულს მეუბნება სულ, ჩემს ძმებს ვეკიტხები და კარგად არის სანერვიოლო არაფერი გაქვსო უბრალოს ტელეფონი გამოცვალა და არ აქვს კარგი კავშირი სახლშიო. მპირდებოდნე მასთან მიიყვანდნენ და ვიდეო თვალის მასაუბრებდნენ არადა არ დაადგათ საშველი რომ ეს გაეკეთებინათ, თურმე რაში ყოფილა საქმე, ძალაინ გთხოვთ დედა დამალაპარაკეთ. --უკვე გვიანი ქალბატონო დაიძინა მოხუცმა ხვალ დილით აუცილებლად გასაუბრებთ დედათქვენს. დილით ისევ ესტუმრა ქალბატონ ნათელას ექთანი მოიკითხა და უტხრა რომ მის შვილს სურდა საუბარი მასთან. მოხუც დედას ხელები აუკანკალდა და ტირილი დაიწყო, ტელეფონოს ხელში დაჭერა გაუჭირდა, ექთანი დაეხმარა. ---დედა როგორ ხარ? ---როგორ ვიქნები შვილო თქვენს მონატრებაში. --რატომ აქამდე არ დამირეკე და არ მომიკითხე? ნუთუ დაგავიწყდა შენი საბრალო მოხუცი დედა? --არა დედა რას ამბობ აი ახალ წელს შენს გვერდით გავატარე პირობას გაძლევ და მაქედანაც წამოგიყვან. --გაიხარე ჩემო შვილო. როგორ გამახარე, მართლა ჩამოხვალ და ადრინდელივით არ მომატყვილებ? --მართლა ჩამოვალ დედაჩემო, შენ მანდ როგორ დაგტოვენ. ისაუბეს კიდევ ცოტა ხანს დედა შვილმა და დაემშვიდობეს ერთმანეთს. მოხუცი დღეებს ითვლიდა როდის დადგებოდა დღე როცა მის ექვსი წლის უნახავ შვილს ნახავდა. კიდევ უფრო მონდომებით ემზადებოდა რეპეტიციებზე ადრე რომ ზოგჯერ აცდენდა ახლა სულ ესწრებოდა და ცეკვავდა. ბატონ გურამს ახარა მისი სიხარული. მოხუცი დედის სევდიანი სახე ბედნიერმა სახემ შეცვალა ყოველ ღამით ესაუბრებოდა თავის შვილს. ცივი ზამთარი იყო მაგრამ მოხუცები შენობაში ყოფნას მაინც ბუნებაში სუფთა ჰაერზე ყოფნას ამჯობინებდნენ. თავისი სკამი ჰქონდათ სადაც ყოველთვის იქ ჯდებოდნენ და საუბრობდნენ თავის წარსულზე, შვილებზე და მომავალ საღამოზე რომელიც რამდენიემ დღეში გაიმართებოდა. --შარვალ კოსტუმი უნდა ჩავიცვა საღამოზე შვილებიც მოვლენ და შვილიშვილები, თქვენი ქალიშვილიც იქნება ჩამოსული ასეთი კარგი ახალი წელი რახანია არ გვქონია. --ცუდად ვარ ბატონო გურამ. და გული წაუვიდა ქალბატონ ნათელას. --მიშველეთ მოხუცი ცუდად არის ყვიროდა ბატონი გურამი. მაშინვე მოვიდა ექთნები, ხელები დაუზილეს სახეზე წყალი ახსეს და გონს მოიყვანეს მოხუცი. ინვალიდის ეტლში ჩასვევს და შენობაში შეიყვანეს. თავის ოთაში, საწოლში დააწვინეს. ექიმი მოვიდა და გასინჯა.მკურნალობა დაუნიშნა, ექთანს კი უთხრა "მიოკარდიუმის ინფაქტი" აქვს ყურდღება მიაქციეთ არ გაუმეორეს თორემ სავალალოდ დასრულდება, კრიზისი ორი დღე აქვს თუ მოეროა შემდეგ საშიში არაფერია. გვერდიდან არ სცილდებდა ბატონი გურამი ქალბატონ ნათელას, ცრემლები უნებურად მოდიოდა თვალებიდან, მალავდა არ უნდოდა დაენახა სხვას. ერთი დღე მშვიდობიანად გავიდა თითქოს გამოკეთდა კიდევაც მაგრამ მეორე დღეს როცა ისევ ბატონი გურამი მის გვერდით იყო და უკვე შვილიც აეროპორტში, დედის სანახავდ მოემგზავრებოდა, მოხუცი ისევ ცუდად გახდა ბევრი ეცადეს ექიმებმ მაგრამ ვერაფერი შეძლეს. გარდაცვლი დედას დასტიროდა წლების უნახავი შვილი და პატიებას სთხოვდა, ბატონი გურამი კი გარდაცვლილს გამოუტყდა იმაში რომ სიბერეში კვლავ ეწვია სიყვარული და ისევ წაართვა სიკვდილმა...

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0