x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კრიმინალური არქივიდან:ჩიკაგოელი სატანისტები
image

მარტის ბოლოს ილინიოსში ციხიდან გაათავისუფლეს სატანისტ- "მფატრავთა"( Ripper Crew)ბანდის ერთ-ერთი წევრი ტომას კოკორალეისი, რომელმაც საპყრობილეში 37 წელი გაატარა.


სატანისტთა ბანდამ 1981-82 წლებში მოიტაცა და მოკლა 18 ქალი, ეს იყო სიკვდილი საშინელი წამებით, "მფარტრავები" ქალებს ასახიჩრებდნენ, გვამებს ანაწევრებდნენ, ხოლო შემდეგ სატანისტურ რიტუალებისთვის იყენებდნენ.



მათი პირველი მსხვერპლი იყო 28 წლის ლინდა სატონი, რომელიც 1981 წლის 23 მაისს გაიტაცეს, 10 დღის შემდეგ იგი ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში, ვილა -პარკში სასტუმრო Moonlight-ის ადმინისტრატორმა აღმოაჩინა, რომელიც ხრწნადმა სუნმა შეაწუხა.ქალის გვამი საშინლად დასახიჩრებული იყო, ხელზე ბორკილები ედო, პირში ალიკაპი ჰქონდა გაჩრილი, მარცხენა მკერდი მოჭრილი ჰქონდა, ხოლო წინდებში მცირე რაოდენობი დოლარის კუპიურები იყო ჩაჩრილი, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ძარცვა არ წარმოადგენდა მკვლელობის მიზეზს.



თითქმის ერთი წელი გავიდა, სანამ ბანდა მეორე მკვლელობას ჩაიდენდა, ეს მოხდა 1982 წლის 15 მაისს, მათ მოიტაცეს ლორეინ ბორევსკი იმ დროს, როდესაც სამსახურში მისული, ოფისის კარს აღებდა, ბორევსკიც ანალოგიურად წამებით მოკლეს, ხოლო გვამი დაასახიჩრეს.


ამის შემდეგ ბანდიტებმა კიდევ 16 ქალი გაიტაცეს, ბოლო მსხვერპლი 1982 წლის 11 სექტემბერს მოკლეს, რომლის გვამიც მხოლოდ 5 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

image

პოლიცია დაუღალავად მუშაობდა და პირველ ეჭვმიტანილზე გავიდა, ეს იყო რობინ გეხტი, იგი დააკავეს, თუმცა არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს, შემდეგ ძიებამ დაადგინა, რომ 1981 წელს გეხტმა სამ მეგობართან ერთად იქირავა ნომრები მოტელში, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ ეს ოთხი ადამიანი საღამოობით ხმაურიან ღრეობებს აწყობდა და თან პარალელურად რაღაც საკულტო რიტუალებს ასრულებდნენ, პოლიციამ დაადგინა იმ სამი ადამიანის ვინაობაც, ესენი იყვნენ ძმები კოკორალეისები და ედუარდ შპრეიცერი.

image

დაკითხვის დროს თომას კოკორალეისმა აღიარა, რომ ისინი იტაცებდნენ ქალებს და მიყავდათ გეხტის შერჩეულ ადგილზე-რომელსაც გეხტი "სატანისტურ სამრეკლოს" უწოდებდა, სადაც ისინი ჯერ აუპატიურებდნენ ქალებს, შემდეგ აწამებდნენ, გუდავდნენ ყელზე მოჭერით და მკერდს აჭრიდნენ.


თომასმა ისიც აღიარა, რომ ყუთში გვამის ნაწილების ჩალაგების წინ მასტურბირებდნენ.


ოთხივე დააკავეს, თომას კოკროალეისსი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილით დასჯას, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა.მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, შემდეგ სამუდამო პატიმრობა შეუცვალეს პირობითი სასჯელით და 2019 წლის 29 მარტს გაათავისუფლეს კიდეც.

image

ედუარდ შპრეიცერს ჯერ სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი მიესაჯა, თუმცა ბოლო მომენტში მოსამართლემ შეცვალა განაჩენი 6-გზის სამუდამო პატიმრობა და ზედ 400 წელიც მიამატა.


რობინ გეხტს 60 წელი მიუსაჯეს, მას უფლება ექნება საპატიმრო 2042 წელს დატოვოს.


რაც შეეხება თომასის ძმას, ანდრეას კოკორალეისს, იგი სიკვდილით დასაჯეს, (განაჩენი 1999 წელს აღსრულდა)სხვათა შორის ანდრეასი უკანასკნელი იყო, რომელიც ილიონისის შტატში სიკვდილით დასაჯეს, 2011 წელს ამ შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

image

ძმები კოკორალეისები ბერძენი მართლმადიდებლები იყვნენ, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ანდრეას კოკორალეისი სიკვდილით არ დაესაჯათ, საბოლოოდ ჩიკაგოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა დემეტრიოს კანცაველოსმა მართალია ვერ შეძლო მისი გადარჩენა, სამაგიეროდ მიაღწია იმას, რომ საბოლოოდ ილიონისის შტატში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

image

ასევე იხილეთ

0
239
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0