x
image
ზოგადი განათლება
მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა.

image

-

თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

-

გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

-

თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. როგორ გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო წელს, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

-

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2019 წელს 20 მაისს სრულდება.

---------------------------------------------------------------------------------

1
1397
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1397
  
2019, 6 აპრილი, 18:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1