x
image
გემი დალანდი
ფრანგი ქალების მომხიბვლელობის 12 საიდუმლო
image

უნდა ვაღიაროთ, რომ ფრანგი ქალები 40 წლის ასაკშიც კი შეუდარებლად გამოიყურებიან და თავისი განუმეორებელი შარმით გამოირჩევიან. რათქმაუნდა, არ არსებობს ერთი მზა რეცეპტი, თუ როგორ ახერხებენ ისინი ამას, მაგრამ ფრანგ ქალებს ნამდვილად აქვთ ის სასარგებლო ჩვევები, რომელიც სილამაზისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებაში ეხმარებათ ნებისმიერ ასაკში.


1. არავითარი კონტურინგი

imageფრანგ ქალებს არ უყვართ კონტურინგი და ნაკვთების გამოკვეთა, რადგან სახე არაბუნებრივ იერს იღებს. აი, მბზინავი კანი და ცოტა “რუჟი" ლოყებზე კი ისაა, რაც მათ უყვართ.



2.მსუბუქი დაუდევრობა

imageთუ ფრანგი ქალების სტილს ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მათ სტილს მსუბუქი დაუდევრობა ახასიათებს და არა-იდეალურობა. ეს შესაძლოა იყოს ჩამოშლილი ვარცხნილობა, დაუდევრად მოგდებული შარფი, თავისუფლად მომდგარი სამოსი... ამ დაუდევრობის წყალობით ისინი უფრო ბუნებრივად გამოიყურებიან და თითქოს ხაზს უსვამენ, რომ არავითარ ძალისხმევას არ მიმართავენ იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა ლამაზად ჩათვალონ.


3.წითელი ტუჩსაცხი

imageნებისმიერი “ლუქი" შეგიძლიათ გაახალისოთ, თუ წითელ ტუჩსაცხს გამოიყენებთ. პარიზელი ქალები ამბობენ: არ აქვს მნიშვნელობა როგორი სტილი გაქვს, შეგიძლია დახეული ჯინსი და პრინტიანი მაისური ჩაიცვა, ან კაბა და მოდური შლიაპა... მაგრამ თუ ამ ყველაფერს წითელ ტუჩსაცხს დაუმატებ, ნამდვილ დედოფლად იქცევი.


4.არავითარი “ფრენჩი"

imageფრანგი ქალები არასოდეს იკეთებენ გულმოდგინედ მოხატულ მანიკიურს. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა სხვებისთვის, რომ თქვენ გარეგნობაზე უამრავ დროს ხარჯავთ. ფრანგ ქალებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტია: ისინი ხომ ისედაც ლამაზები არიან! მათთვის საუკეთესო მანიკიურია მოკლე ფრჩხილები და გამჭვირვალე ლაქი ან საერთოდ ლაქის გარეშე. იგივე ეხება პედიკიურსაც.


5.ვარცხნილობები

ფრანგი ქალები ფენს და თმის უთოს იშვიათად იყენებენ.უპირატესობას თმის მოვლის კარგ საშუალებებს ანიჭებენ და სავარცხელიც ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.

გაიშერით თმა ფენის გარეშე, დილით კი, თმას სასურველი ფორმა მიეცით.


6. 6 კოსმეტიკური საშუალება

imageფრანგი ქალები ორნაირ ტუჩსაცხს ხმარობენ: ბუნებრივი შეფერილობის-ყოველდღიურად და წითელი-გამოსასვლელი დღეებისთის.

ტონალური მსუბუქი და კანის ფერთან მიახლოებული უნდა იყოს, პუდრი კი-ღია ფერის, რომ კანი ანათებდეს, თუმცა, პუდრს ფრანგი ქალები იშვიათად ხმარობენ, რადგან მბზინავი კანი-ეს ბუნებრივია.

მათი თვალის ყოველდღიური მაკიაჟი მხოლოდ ტუშს გულისხმობს. საღამოს შესაძლოა messy smoky eyes-ეფექტი გამოიყენონ, მაგრამ არა იდეალური, არამედ ცოტა დაუდევრად გაკეთებული.

მაშ ასე, პარიზელი ქალების კოსმეტიკის ჩანთაში ნახავთ:კარგი ტონალური, პუდრი მბზინავი ეფექტით, ტუში, თვალის ფანქარი და ორი ტუჩსაცხი.


7.ძვირადღირებული სალონები

ფრანგი ქალები ირწმუნებიან: შენ შეგიძლია 10 ევროიანი სამოსი ატარო ისე, რომ მისი ფასი ვერავინ გაიგოს, მაგრამ ცუდი ვარცხნილობა და ცუდად შეღებილი თმები მთელ გარეგნობას აფუჭებს. ამიტომ, ისინი ეკონომიას თმის სალონებზე არ აკეთებენ. კარგად შეჭრილ თმას ხომ ყოველდღე სალონში სირბილი არ სჭირდება მის ფორმაში მოსაყვანად.


8.უბრალო ბიუთი-რუტინა

ფრანგი ქალებისთვის ყველაზე უმთავრესია თავის მოვლის ხარისხიანი საშუალებები. იქნება ეს დასაბანი საშუალებები თუ ხელისა და სახის კრემები. მათი პრინციპია: “ცოტაა-უკეთესია".

სკრაბები და სახის პილინგი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია, საფრანგეთში ნამდვილად ვერ სარგებლობს იგივე პოპულარობით. ფრანგი ქალები უპირატესობას სახის ნიღბებს ანიჭებენ და ხშირად მიმართავენ მათ. და ეს სწორიცაა, კარგი ნიღაბი ხომ აღადგენს, კვებავს და აახალგაზრდავებს კანს.


9.ნატურალური წარბები

imageვერასოდეს ნახავთ ფრანგ ქალს დახატული წარბებით. მოხატვის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ, რომ წარბებს მოუარონ და ბუნებრივი ჰქონდეთ. იშვიათი გამონაკლისების დროს, შეიძლება ძალიან მსუბუქად, მხოლოდ ფორმა მისცენ ღია ფერის ფანქრით, მაგრამ ყოველდღიურად მსგავს რამეს ნამდვილად ვერ ნახავთ.


10.არავითარი დიეტა

imageარცერთი პარიზელი ქალი არ დაიცავს დიეტას, რადგან იციან, რომ კალორიების შემცირებით გამოწვეული ხანმოკლე ეფექტი ამდენ ძალისხმევად არ ღირს და თანაც განწყობაზეც მოქმედებს და ვიტამინების ნაკლებობის გამო კანის მდგომარეობაც უარესდება.

მათი ფიგურის საიდუმლო-პატარა ულუფებია. ისინი მიირთმევენ ყველაფერს, რაც სურთ, მაგრამ პატარა ულუფებით. ამასთან, ძალიან ცოტა შაქარს იღებენ-ის ხომ კანს აფუჭებს! სამაგიეროდ, ცხიმიან პროდუქტს არ ერიდებიან.


11.ცივი წყალი

imageფრანგმა ქალებმა კარგად იციან თუ რა სასარგებლოა კონტრასტული შხაპი. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და და კანს ტონუსს უნარჩუნებს. შედეგი-კარგი გარეგნობა და ჯანმრთელობა.


12.საკუთარი გარეგნობის მიღება

imageფრანგები საკმაოდ იშვიათად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას. იშვიათად ნახავთ ფრანგ მსახიობს თუ მოდელს დაბერილი ტუჩებით, ნაოპერაციევი ცხვირით თუ ყვრიმალებით.

ფრანგ ქალებს უყვართ საკუთარი თავი და გარეგნობა ისეთი, როგორებიც ბუნებრივად არიან. სწორედ ესაა მათი უნიკალურობის საიდუმლო. ფრანგები ყოველთვის თავის ღირსებებს გამოკვეთენ და ფსონს ინდივიდუალიზმზე დებენ. და ეს ნამდვილად ამართლებს.


0
332
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0