x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ავიაკატასტროფაში რუსეთის უმდიდრესი ქალი დაიღუპა
image

გერმანიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ნატალია ფილიოვა, ავიაკომპანია S7-ის თანამფლობელი. მისი სიკვდილი დაადასტურეს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.



55 წლის ფილიოვას 2018 წელს რუსეთის უმდიდრეს ქალებს შორის მე-4 ადგილი ხვდა წილად. ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით მისი ქონება 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული

კატასტროფა მოხდა მაინის-ფრანკფურტში. კერძო თვითმფრინავი Epic-LT რომელშიც ფილიოვაც იმყოფებოდა, აეროპორტ ეგელსბახში დაშვების დროს დაიმტვრა, შემდეგ კი ცეცხლი წაეკიდა.



კატასტროფის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, აქედან ერთი იყო მფრინავი, მეორე კი ფილიოვას მამა. გერმანელი ავიადისპეჩერების ინფორმაციით, თვითმფრინავი გერმანიიდან მოფრინავდა. ფრენის დროს რაიმე პრობლემის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.


კატასტროფის მიზეზებს დაადგენს საერთაშორისო საავიაციო კომისია, მასში ჩართული იქნებიან რუსი საავიაციო ექსპერტებიც.


0
520
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0