x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აცნობიერებთ რომ მატერიალური ნივთები არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარია ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იმყოფებიან.

ადამიანები ჩვენთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ, თუმცა ხშირად ამის შესახებ გვავიწყდება და მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ყველაფერი გაცილებით მარტივი გადასატანი ხდება, როცა არსებობს მხარი, რომელზეც დაყრდნობას შეძლებთ.

მნიშვნელობა არ აქვს, საქმე სხვას ეხება თუ თქვენ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული სიყვარულით და მეგობრობით სავსე გულია. დროთა განმავლობაში სიყვარულის დაფასებას უფრო იწყებთ. ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გვერდით მყოფი ადამიანი, რომლის გულმკერდზე ტირილს შეძლებთ ან რომლის მოფერებაც გაგათბობთ.

დროთა განმავლობაში იწყებთ იმ ადამიანების დაფასებას, ვისთანაც შეგიძლიათ გაიცინოთ, იტიროთ, თქვენი განცდები გაუზიაროთ. ვაცნობიერებთ, რომ არსებობს რაღაც რასაც ფულით ვერ ვიყიდით. ნამდვილად მდიდარი არიან ის, ვინც სხვებთან უხილავი ძაფითაა დაკავშირებული.



image

„არსებობენ ჯადოსნური ადამიანები. თქვენ ისინი ნანახი გყავთ, გარწმუნებთ. მათ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში იხილავთ. გარეგნულად სხვებისგან ვერ გამოარჩევთ. ისე იქცევიან, როგორც სხვები. სწორედ ამიტომ, მათი ცნობა რთულია. თუმცა ასეთი ადამიანის შეცნობის შემდეგ, მის დავიწყებას ვეღარ შეძლებთ.“ - უცნობი ავტორი.

ცხოვრებაში ყველაზე ღირებული - ჩვენს ირგვლივ მყოფი „ჯადოსნური ადამიანები“ არიან

„ჯადოსნური ადამიანები“ არიან ისინი, ვისთანაც ჩვენ ბედნიერებას განვიცდით. ისინი „ფრენასა“ და „ბზინვარებაში“ გვეხმარებიან. ისინი მტკივნეული აზრებისა და განცდებისგან გვიცავენ. მასთან ჯანსაღი ურთიერთობის მნიშვნელობას ვაფასებთ, რაც გვამდიდრებს.

მათი გულწრფელი შეხედულებები იმედგაცრუების გადატანაში გვეხმარება. უფრო მეტიც, ისინი ცხოვრებისეული სირთულეების დროს გვეხმარებიან. ეს ურთიერთობის ცხოვრების არსზე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს, ჩვენს ემოციურ და სოციალურ ინტელექტს ავითარებს.


image

მხოლოდ ასეთი ემოციური გამოცდილება გვეხმარება სხვა ადამიანების გრძნობების შეცნობასა და თანაგრძნობის გამოხატვაში. ის ურთიერთობის სწორად აწყობას და სხვების ინტერესების გათვალისწინებას გვასწავლის.

ახლობლებთან სულიერი ურთიერთობისთვის დროის გამონახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ასეთი ემოციური კავშირი ცხოვრების მიმართ ინტერესს მხარს უჭერს. მეორე მხრივ, გვიბიძგებს შევიცვალოთ უკეთესობისკენ.

უდაოდ, ცხოვრებაში ყველაზე ღირებულია იყოთ გულწრფელი ადამიანებთან და მათთან ურთიერთობა ეგოიზმის, ფარისევლობის და სხვა ნეგატიური გრძნობის გარეშე ააწყოთ.

ბოლოს და ბოლოს ყველა ვხვდებით, რომ ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, სახლად მხოლოდ ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხის წყალობით იქცევა.

აი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეთ და გაუგოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ცხოვრების ნაწილი არიან. ეს ჩვენი ემოციური სიმდიდრეა, რომლის წყალობით საკუთარ თავთან და სხვებთან მშვიდობიან ცხოვრებას შეძლებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ

image

2. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

image

3. 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

image

4. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

image

5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
302
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0