x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, საპირველაპრილო ხუმრობა როგორ დამკვიდრდა და სინამდვილეში რას ემსახურება?
ვიცით, რომ 1 აპრილს დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის თანახმად მეგობრები, ოჯახის წევრები თუ კოლეგები სასიამოვნო ხუმრობებში "გააბამენ" ერთმანეთს. ყველასათვის ნაცნობი ფრაზაა "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია", თუმცა საიდან აიღო ამ უწყინარმა, თუმცა ზოგჯერ არასასიამოვნო ხუმრობამ სათავე, ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცის.


image

რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, საპირველაპრილო ხუმრობის "ტრადიცია" ქრისტეს აღდგომის შესახებ სიცრუემ წარმოშვა. ტყუილი ბოროტმა სულმა - ეშმაკმა დაჰბადა ამ ქვეყნად, როცა პირველი ადამიანები აცდუნა, მოტყუებით დაარღვევინა საღმრთო მცნება და ამით ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარა. მას შემდეგ სატანა უმთავრესად სულ ტყუილით მოქმედებს - აცდუნებს ადამიანს, ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ გონიერ არსებას და ამ გზით სურს მისი დაღუპვა.


ტყუილზე უფრო საზიზღარი რამ არ მოუგონია ეშმაკს. რა თქმა უნდა, ტყუილიც არის და ტყუილიც (ისევე, როგორც ცოდვებშიც არის გარჩევა - უნებლიე, უმნიშვნელო ცოდვასთან ერთად, არსებობს მომაკვდინებელი ცოდვებიც) შეიძლება გამოტირებულ ბავშვს ეცრუო, ხუთ წუთში დავბრუნდებიო და რამდენიმე დღით შენს საქმეზე წახვიდე და შენი უსაზღვროდ მოყვარული ადამიანი ტყუილით სამუდამოდ გააწბილო, მაგრამ ტყუილის არსი მაინც ყოველთვის ბოროტია და შედეგებიც ასეთივე ექნება, რამეთუ მაშინაც კი, როცა ბავშვს რაღაცას ვატყუებთ, თითქოსდა უწყინრად და უმტკივნეულოდ, მის სულში ფუჭი ოცნებისა და ამაო იმედების ბოროტ მარცვალს ვთესავთ, რაც ადრე თუ გვიან უსათუოდ იჩენს თავს მის ცხოვრებაში... მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი ტყუილი ცუდია და დასაგმობია!



მაგრამ არსებობს ჩვენს სინამდვილეში კიდევ ერთი, თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია"! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს, როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!
ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!


როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა - იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! - აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამ ქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმინდა თვესაც - აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის - ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით!







იხილეთ აგრეთვე:


ხრიკები, როგორ გავაბათ საპირველაპრილო ხუმრობის მახეში მეგობრებიimage

0
40
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0