x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა...შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით ..."
ჟურნალისტი ლაუარა აბრამია ვაკესი, მიწის ჩამოშლის შედეგად გარდავლილ ახალგაზრდაზე სოციალურ ქსელში წერს.


აბრამიას ინფორმაციით, ეს ახალგაზრდა 26 წლის ჭიათურელი დათო აბესაძე იყო.


"ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე....

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან, ..... სადაც ყველგან შეიძლება გათხარო :(( იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ.... ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით .

აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო? !"- წერს ლაურა აბრამია.


ვაკეში, მშენებლობაზე ჩამოშლილ მიწაში ერთი მუშის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.


ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მშენებლობაზე მიწის მასა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფო უნდა აშენდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


image


0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0