x
საქართველოში არსებული შეზღუდვების ლიბერტარიანული კრიტიკა
image
შეზღუდვა, სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, მრავალგვარია და ბევრი რამ მოიზრება მის ქვეშ.ქვემოთმდებარე პოსტში ამ უკანასკნელის ორ გაგებას შევეხებით ფორმალური შეზღუდვები, ის რაც სახელმწიფოს ზედა მმართველობითი რგოლიდან მომდინარეობს და არაფორმალური შეზღუდვები, რაც ქართველებმა თავად შევქმენით და ვემორჩილებით. აქვე განვმარტოთ - ლიბერტარიანიზმის ამოსავალი წერტილი გახლავთ ადამიანის პიროვნული თავისუფლება, მოტივაციის შესაბამისი ქცევა და პიროვნული სურვილი იმ დოზით დაექვემდებაროს სახელმწიფოს, რა დოზითაც ამის სურვილი ექნება. ერთი სიტყვით, ეს იდეოლოგიური ნიშნები იძლევა პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტურად გაფილტვრის საშუალებას.

საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქცა, პოსტაბჭოთა სივრცეში, რომელიც თავისუფლების ხარისხი გაზარდა (მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ კიდევ უფრო), მოწესრიგდა სამთავრობო აპარატები, შემცირდა საშტატო ნუსხები, გაიმიჯნა ორგანიზაციების კომპეტენციის ფარგლები, აშენდა უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საკასო დაწესებულებები, საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, სხვადასხვა ქვეყნებთან შედგა თანამშრომლობა რეფორმებისა და პროგრესისთვის და კიდევ უამრავი სხვა.თუმცა, ჩვენც შეგვიძლია სამართლიანად ვთქვათ - ეს მმართველობა არის “ახალი ღვინო, ძველ ბოთლებში. რატომ?

ევროპული მართველობითი რეგულატორები, რომელიც ტალღასავით გადაეცემა განვითარებად სახელმწიფოებს თანხვედრაში უნდა მოდიოდეს კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფოებრივ მზაობასთან, კერძოდ, საქართველოს პრიორიტეტულად, თანაბრად და გეგმაზომიერად უნდა მიეწოდოს განვითარების ის სტრატეგია, რომელსაც პარტნიორები გვთავაზობენ დასავლეთიდან. ის რეზულტატი, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ ამ პროდუქტს გახლავთ სახელმწიფოს ბრალი. დავაზუსტოთ, ამაში გვიშლის ჩვენი ფორმალური შეზღუდვები და სტერეოტიპული შეზღუდვები, დავიწყოთ ფორმალური შეზღუდვებით:

  • კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO – World Health Organization) ყოველწლიურად აქვეყნებს კონვენციურ ჩარჩოს თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომლის უმთავრესი ნიშა გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.მარტივი გაგებით, WHO-ს მიაჩნია, რომ რეგულაცია საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს. საქართველოში შემოღებული შეზღუდვები 200 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, გამოვყოთ ოთხი ძირითადი სამართალდარღვევა:
    • 18 წლამდე პირთათვის თამბაქოს მიყიდვა - სახელმწიფო არ აქვს არანაირი მექანიზმი, რათა არასრულწლოვანი პირის მიერ თამბაქოს ყიდვა აღკვეთოს, ჯერ ერთი იმიტომ რომ თავად მეწარმეები არ აგდებენ ამ ფაქტს სათვალავში, ხოლო სურვილის შემთხვევაში სრულწლოვანი პირი შეიძენს თამბაქოს და გადასცემს არასრულწლოვანს;
    • რესტორნებსა და სხვა კერძო საკუთრებებში თამბაქოს მოხმარება - ერთი მხრივ სახელმწიფო ცდილობს ბიზნესის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ მეწარმეს უზღუდავს მოქმედების არეალს, რამაც ჯამში ის გამოიღო, რომ დღესდღეობით რესტორნის მფლობელი უფრო მეტ კლიენტს კარგავს მწეველის სახით, ვიდრე ადრე კარგავდა არამწეველის სახით.სახელმწიფომ არ იცის და არც არასდროს ეცოდინება თუ რა სჭირდება კონკრეტული ბიზნესის განვითარებას და თუ აჯერებს საზოგადოებას რომ იცის, მერწმუნეთ, იგი უკვე ხელს უშლის ეკონომიკურ თავისუფლებას. თუ ვინმეს არ სურს მწეველთა გარემოში მოხვედრა, შეუძლია სხვა რესტორნით ისარგებლოს.;
    • შედეგები - შედეგად მივიღეთ ორი პოლუსი - შევიწროებული ბიზნესი და საზოგადოება, რომლისთვისაც არაფერი შეცვლილა, უკეთეს შემთხვევაში გასახვევი თამბაქოს მოიხმარს. ჯარიმები მიედინება მიედინება იმ ბიუჯეტში, რომელსაც არ ვენდობით. სახელმწიფო, ამ ფაქტით, აღნიშნავს რომ მას უფრო მეტად აღელვებ, პირობითად, რობინ ჰუდის ჯანმრთელობა, ვიდრე თავად რობინ ჰუდს. ამის საპირწონედ, თუ რობინ ჰუდი მაინც გადაწყვეტს თავისი ჯანმრთელობის შელახვას, მან უნდა გადაიხადოს იმ მოცულობის ვალდებულება, რა მოცულობითაც რობინი ახალი მობილურის ყიდვას აპირებდა. უფრო მოკლედ, რობინ ჰუდის ჯარიმის გადახდით, ზარალდება ის გამყიდველიც ვისაც მობილური უნდა მიეყიდა მისთვის.
  • კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ - პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მთავრობას არ აქვს უფლება გადასახადები გაზარდოს რეფერენდუმის გარეშე. მთავრობას გადასახადების გაზრდა, რეფერენდუმის გარეშე, შეუძლია 3 წლით. გარდა, ამისა საპენსიო ფონდი სახელმწიფო სტრუქტურაა, არ ეფუძნება ნებაყოფლობითობას და საუბრობს სიცოცხლის იმ ხანგრძლივობაზე, რომელიც მხოლოდ ბედისწერამ იცის.გამოვყოთ ძირითადი პრობლემები:
    • არჩევანი - მოქალაქეს არ სურს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, აქვს გეგმა თუ როგორ გავიდეს ფონს სიბერეში ან თანხას აბანდებს ბანკში, რომელიც უკეთეს საანაბრო პირობებს სთავაზობს, ხდება სახელმწიფო ზედამხედველობის სამიზნე. აქაც, ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ ადამ სმიტზე უკეთესად იცის თუ როგორ გამოიყენოს ადამ სმიტის ხელფასის 4%;
    • ისევ მეწარმე - ამ პირობებში, გადასახადების მარყუჟში მოქცეული ბიზნესის სამივე დონის წარმომადგენლები აკლებენ ხელფასის ორ პროცენტს ირვინგ ფიშერს იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან განსხვავებით, შეძლო დაესაქმებინა იგი.
  • თემის ამ ნაწილს სანამ ვწერ, რომელიღაც მშენებლობაზე რომელიღაც ხელოსანს სიკვდილი ემუქრება იმის გამო, რომ მეწარმეს მოტივაცია არ აქვს თავისი თანამშრომლის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ლიბერტაინიზმისა და თავისუფლების გაგებისთვის, რეგულაცია სტიმულია და არა სასჯელი, რომელიც ჩრდილოვანი ბაზრის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საზოგადოების მოთხოვნას არალეგალურად, მაგრამ მაინც აკმაყოფილებს.თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს, ისიც უნდა გაათვითცნობიეროს რომ ევროპული სახელმწიფო ევროპელ საზოგადოებას ეკუთვნის, და არა პირიქით.


    თემის პირველი ნაწილი მოგვარებადია და გამოსავალი განათლებული თაობაა, თუმცა მეორე ნაწილი არაფორმალურ შეზღუდვას ანუ ჩვენს სტერეოტიპებს დავუთმობთ. ადამიანები, ტენდენციურად მიდრეკილები არიან სხვას გადააბრალონ ყველაფერი (ალბათ, ამ მიდრეკილება შექმნა მითები ვამპირებსა და ზომბებზე), რადგან ისინი უბრალოები გამოჩდნენ ამ საშინელების ფონზე. ვნახოთ, ჩვენი საზოგადოება რა შეზღუდვებს უწესებს საკუთარ თავს:

  • ეთნიკური და ქსენოფობიური ექსცები- რომელსაც ნაციონალისტურად განწყობილი ლიდერები ხშირად იყენებდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმ „არაქართველებზე“, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ. ეროვნული იდენტობის ასეთ გამოხატულება კი პროტესტი გრძნობას იწვევს იმ ხალხში, რომელიც ზემოთხსენებული ნიშნით არ დაბადებულა.შევხედოთ ამას მარტივი მაგალითის სახით: „კუნძულზე სადაც 10 A ცხოვრობდა, გადაწყვიტეს თვითგამორკვევისთვის, მიტინგის საშუალებით ხაზი გაესვათ, უხეშად აღენიშნათ და “მასპინძლობა“ შეეხსენებინათ მათ შორის მცხოვრები 5 B-სთვის. ლოგიკურია, რომ ხუთმა B-მ მოითხოვა დამოუკიდებლობა, ავტონომია, საკუთარი მიწის ნაკვეთი, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ვითარებაში დაიბადა ის ეთნიკური კონფლიქტები, რამაც საქართველოს სახელმწიფოობრიობას საფრთხე შეუქმნა;
  • გარე მტრის გახარება“ -ინდივიდები, რომლებთაც პასიური დამოკიდებულება გააჩნიათ სოციალურ პრომლემებზე, გამოხატავენ თავიანთ ლოგიკურ აზრს, თითქოს პროტესტი, ეს საზოგადოებრივი ბერკეტი არის ანტისახელმწიფოებრივი ქცევა, რომელსაც თავისდა სასიკეთოდ იყენებს გარეშე მხარე.რეალურად, გარეშე მხარე მაშინ სარგებლოს პოლიტიკური დესტაბილიზაციით, როცა შიდასახელმწიფოებრივი მოწყობა მოიცავ კორუფციას, ნეპოტიზმს, სოციალურ-კულტურულ და სხვა ფუნდამენტურ პრომლემებს.ასეთი ადამიანები ძირითადად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები ან პროგრესისადმი კონსერვატულად განწყობილნი;
  • საზოგადო ჭეშმარიტება -ქცევის ერთადერთი ჭეშმარიტი მოდელი, რომლისგანაც გადახვევა არამართებულია.უფრო ზუსტად, ის კომპონენტები რომლისგანაც ეს ფენომენი შედგება იმ ვაკუუმს, რომელიც სხვა ნიშნის მქონე ადამიანებს/ადამიანთა ჯგუფს განყენებულს ხდის.დემოკრატიულად სტრუქტუირებულ, პროგრესულ საზოგადოებაში არ შეიძლება იყოს ღირებულება, რომელიც შეცვლისა და გადაფასების საშუალებას არ იძლევა.თუ კაცობრიობის პოლიტიკურმა აზრმა გავლენათა რამდენიმესაუკუნოვანი ტალღა გადაიტანა, რათა დამეტკიცებინა დემოკრატიული მოწყობის უპირატესობანი, საგოდოებრივი მოწყობის ყველა ფორმამ განიცადა ტრანსფორმაცია, რათა დაესაბუთებინა ყოველგვარი მოწყობის არააბსოლუტურობა;
  • უნდობლობა და საფრთხის შეგრძნება - საქართველოს პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესში ძალზედ ცოტა იყო იმ საზოგადოებრივი მოთხოვნების რაოდენობა, რომელთაც თავისი ფუნქცია შეასრულეს.ერთი მხრივ ეს არაჯანსაღი გამოცდილების ბრალია, ხოლო მეორე მხრივ იგი ითვლება იმ ქცევად, რომელსაც არაფრის შეცვლა შეუძლია. ამან წარმოშვა საფრთხის შეგრძნება.
  • ზემოთნახსენები ორი სახის შეზღუდვა დესტაბილიზირებული სახელმწიფოს მახასიათებელია, თუმცა პოლიტიკური დესტაბილიზაცია არაჯანსაღი ჯაჭვური რეაქციის უკანასკნელი რგოლია - მის პირველ რგოლს წარმოადგენს სახელმწიფო რეგულაციები, გამართლებული ევროპული გამოცდილებით, რომელსაც „მემკვიდრეობით“ გადმოეცა საზოგადოების სამართავი ფორმა, მეორე რგოლია - მიტინგური საზოგადოება, რომელიც არასწორად აკეთებს პრობლემის იდენტიფიცირებას, მესამე რგოლს კი წარმოადგენს ზემოთხსენებული შედეგები, რაც პოლიტიკური დეფორმირების საწინდარია.


    0
    40
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    40
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0