x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
13 არსება, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გამაოგნებელია
ადამიანებს იმდენად ხანმოკლე სიცოცხლე გვაქვს, ვინმე 90 წლის ასაკს რომ აღწევს, გვიკვირს. ამ ფონზე ბევრს წარმოდგენაც კი არ გააჩნია, რომ დედამიწაზე მრავლად სახლობენ არსებები, რომელთათვის ადამიანის მთელი ცხოვრება ლამის წუთიერი შეწუხებაა.


ამ სტატიაში სწორედ ასეთ არსებებზე გვექნება საუბარი.


1. ტუატარა, 110 წელზე უფრო დიდი ხნის

ტუატარა


ტუატარა პატარა რეპტილიაა, რომელიც ახალ ზელანდიაში სახლობს. ის მართალია, ხვლიკს ჰგავს, მაგრამ დინოზავრების იმ სახეობის პირდაპირი შთამომავალია, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 200 მილიონი წლის წინ დააბიჯებდა.


ის დღეს გაქრობის პირასაა, თუმცა ამ სახეობის ცხოველების ზოგიერთი წარმომადგენელი 110 წელზე მეტს ცოცხლობს.


2. ფორთოხლისფერ-წითელი თევზი, 150 წელი

წითელი თევზი

ინტენსიური თევზჭერის გამო გადაშენების პირასაა. თუმცა, ნელა იზრდება და 150 წლამდე აღწევს.


3. გეოდუკი, 169 წელი

გეოდუკი

გეოდუკი დიდი ზომის მოლუსკია, რომელიც აშშ-ს და კანადის დასავლეთ სანაპიროებზე სახლობს. ნიჟარა თხელი აქვს და შიგნით ბოლომდე შემალვა არ შეუძლია. ძალიან პროდუქტიულია. დედალი გეოდუკი 5 მილიარდამდე კვერცხს დებს.


მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი გეოდუკი 169 წლისაა.


4. ზღვის წითელი ზღარბი, 200 წელი

ზღვის ზღარბი

წითელი ზღარბი მხოლოდ წყნარ ოკეანეში ბინადრობს. მისი სხეული მთლიანად ბასრი ეკლებით არის დაფარული, რაც მას ეხმარება, რომ ხოხვის დროს თავი დაიცვას ზღვის ფსკერზე.


ზღვის წითელი ზღარბები ნელა ბერდებიან და 200 წლის ასაკს აღწევენ.


5. გრენლანდიური ვეშაპი, 211 წელი

გრენლაანდიური ვეშაპი

ისეთი ცნობილი არ არის, როგორც ლურჯი ვეშაპი, თუმცა მასაც აქვს განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რაც ამ ჯიშს გამოარჩევს. პირველი ეს არის ცხოველთა სამყაროში ყველაზე დიდი ზომის პირი, ხოლო მეორე – ამ ცხოველებს შეუძლიათ, 200 წლის ასაკს გადააბიჯონ, რაც მათ ზღვაში ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ ძუძუმწოვრებად აქცევს.


დღემდე ცნობილი ყველაზე ხანდაზმული გრენლანდიური ვეშაპი 211 წლისაა.


6. თევზი კოი, 226 წელი

კოი

ზოგადად, ამ ჯიშის თევზები დაახლ. 50 წელიწადს ცოცხლობენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ჰანაკომ 226 წლის ასაკს მიაღწია და თევზებს შორის ყველანაირი რეკორდი მოხსნა.


მეცნიერებისთვის გამოცანად რჩება, როგორ იცოცხლა ამ თევზმა ამდენხანს. ბევრი მკვლევარი იმ აზრზეა, რომ ამაში თევზს ხელი იმან შეუწყო, რომ ადამიანებისგან მთელი ცხოვრება სითბოს და სიყვარულს იღებდა, ხოლო მცირე ასაკში იაპონიის მთების ეკოლოგიურად სუფთა წყალში დაცურავდა.


7. მილის ფორმის მატლები მექსიკის ყურიდან, 250 წელი

მატლები

ეს მატლები მექსიკის ყურის ფსკერზე აღმოაჩინეს. ამ მატლებს უნარი აქვთ, 250 წლამდე იცოცხლონ და 3 მეტრის სიგრძეს გადააჭარბონ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნელა იზრდებიან.


8. გიგანტური კუ ალდაბრა, 255 წელი

ალდაბრა

გალაპაგოსის გიგანტური კუები ცნობილიები არიან თავიანთი უნარით, იცოცხლონ წარმოუდგენლად დიდხანს. თუმცა ამ სახეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რიმელსაც ალდაბრას ეძახდნენ, ყველანაირი რეკორდი მოხსნა და 255 წელი იცოცხლა.


ბევრი მეცნიერი ამ კუს მიიჩნევს ხმელეთის ყველაზე მხცოვან არსებად, რომელსაც კი ჩვენს პლანეტაზე ოდესმე უარსებია.


9. მტკნარ წყლებში მობინადრე მარგალიტის მიდია, 280 წელი

მარგალიტის მიდია

ეს სახეობა საოცრად სიცოცხლისუნარიანია. ის უკიდურესად ნელა იზრდება, ამიტომ საშუალოდ 86-დან 102 წლამდე ცოცხლობს, რაც დიდად არის დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მაგ. წყლის ხარისხი. ყველაზე ხანდაზმული მტკნარ წყლებში მობინადრე მარგალიტის მიდია 280 წლის იყო.


10. გრენლანდიური ზვიგენი, 400 წელი

გრენლანდური ზვიგენი

თავზარდამცემი გარეგნობა ერთადერთი არ არის, რითაც ამ ზვიგენებს ადამიანების შეშინება შეუძლიათ. ისინი ამავე დროს თავზარდამცემად დიდხანს ცოცხლობენ. 150 წლის ასაკში აღწევენ სქესობრივი სიმწიფის ასაკს და საშუალოდ 400 წელს ცოცხლობენ.


11. ოკეანის კვაჰოგი, 507 წელი

კვაჰოგი

მოლუსკების ეს სახეობა საჭმელად ვარგისია. ყოველ წელს ეს მოლუსკი საკუთარ ნიჟარაზე ერთ ფენას იკეთებს. წარმოუდგენლად ხანგრძლივი სიცოცხლის გამო ზოგ მოლუსკს ნიჟარა ასობით ფენით აქვს დაფარული, ხოლო ამასწინათ მეცნიერებმა ერთი კვაჰოგი იპოვეს, რომელსაც ნიჟარაზე 507 ფენა ჰქონდა.


12. ანტარქტიკული ზღვის ღრუბელი, 1550 წელი

ღრუბელი

მეცნიერების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ანტარქტიკული ოკეანის უაღრესად დაბალი ტემპერატურის და სხეულის ზომების ზრდის უაღრესად დაბალი ტემპების გამო ანტარქტიკულ ღრუბელს საუკუნეების მანძილზე შეუძლია, იარსებოს. ზოგიერთს კი სჯერა, რომ ამ ცხოველთა უძველესი ეგზემპლარები 1550 წლისანი არიან.


13. უკვდავი მედუზა

უკვდავი მედუზა

ამ მედუზას შესახებ ცალკე სტატია მიწერია და თუ გსურთ, აქ დააკლიკეთ და დეტალურად გაეცანით. ის არასოდეს არ ბერდება. და არც კვდება.

0
1455
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0