x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ არიან რუსეთში კანონიერ ქურდების უმრავლესობა ქართველები?

image
კანონიერი ქურდები - კრიმინალური სამყაროს ელიტა და მისი ხერხემალია. 90-იანი წლები კრიმინალის აყვავების პერიოდად ითვლება. რის შემდეგაც ქურდული სამყაროს ლიდერთა რიცხვმა რუსეთში ათასზე მეტს გადააჭარბა. ძალზე რთულია კანონით კანონიერი ქურდების რაოდენობის გაანგარიშება, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები და მედია ზოგჯერ აქვეყნებენ მსგავს სტატისტიკას. ქურდულმა საზოგადოებამ 1998 წელს მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია. რუსეთში 1998 წელს1600 ავტორიტეტი ცხოვრობდა.

სამართლადამცველებმა ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით დაიწყეს ბრძოლა ქურდულ სამყაროზე. ზოგი დააპატიმრეს, ზოგი სასაფლაოზე აღმოჩნდა, ბევრი კი ემიგრაციაში წავიდა. შედეგად, შიდა კრიმინალიოლოგის განცხადებით, 2010 წლისთვის რუსეთში კანონიერი ქურდებისს რაოდენობა 149 ადამიანამდე შემცირდა.

სამართალდამცავ უწყებების, მათ შორის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, უმეტეს შემთხვევაში, შეკრებებზე 200-250 ადამიანი იმყოფებოდა. ამდენად, სამართალდამცავები აღნიშნავდნენ, რომ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტი ავტორიტეტი არ იყო.

ერთერთი პორტალის გათვლებით, ამჟამად, რუსეთში ქურდების საერთო რაოდენობა შეადგენს 227-ს. მათგან 168 თავისუფლებაშია, 9 ძებნილია, 16-ზე გამოძიება მიმდინარეობს და 59 პირი სასჯელს იხდის. ამ დროისთვის კანონიერი ქურდების ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ქართველებია - 57% (129 ადამიანი). მეორე ადგილზეა რუსები - 13% (29 ადამიანი), მესამე - იეზიდი (14 ადამიანი, 7%) და მეოთხე სომეხი (11 ადამიანი, 5%).

ყველა ავტორიტეტი არ ცხოვრობს რუსეთში მუდმივად, მაგრამ რუსეთს განიხილავენ, როგორც საკუთარ სახლს. ზოგი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი საზღვარგარეთ სასჯელს იხდის, ამიტომ, რიცხვი 227, როგორც შიდა ქურდული სამყაროს რაოდენობა, შეიძლება ძალიან პირობითი იყოს.

რაც შეეხება მოსკოვს, რუსეთის დედაქალაქში, სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის შტაბის ხელმძღვანელის მონაცემებით, ცხოვრობს რვა კანონიერი ქურდი . რამდენიმე წლის წინ, სტატისტიკური მონაცემებით ეს რიცხვი იყო 44.

საინტერესოა, რომ ახალი მონაცემებით გაიზარდა ჩეჩენ კანონიერ ქურდების რიცხვი. ამჟამად, შვიდი ადამიანია. ზოგადად, თუ დავითვლით რუსეთის მკვიდრ კანონიერ ქურდთა რაოდენობას, (რუსები, ინგუშები, ჩეჩნები, თათრები, ბაშკირები, დაღესტანი, ბალყარელები) არის 42. სხვათა შორის, ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი, 24 წლის რევაზ უბილავა ცხოვრობს რუსეთში.

კანონიერ ქურდთა ხერხემალი არის ქურდები 36- 49 წლის ასაკამდე. ასეთები კანონიერ ქურდთა შორის ნახევარზე მეტია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია - კრიმინალები 50 დან 64 წლამდე, ამჟამად 73 ადამიანია, ანუ 34%.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, ამ 200-დან, 170 ავტორიტეტი არის ისეთი, ვინც ერთ დროს იყიდა ტიტული. ძველი გაგების ქურდები 30-ზე მეტი დარჩა. მათ, ვინც ქურდული საზოგადოების ნაწილი გახდა ფულით, უწოდებენ "ფორთოხალს." 90-იან წლებში ასეთი კანონიერი ქურდები გამოჩნდნე, როცა, შეიძლებოდა ყიდვა და გაყიდვა ყველაფრის. "ფორთოხალი" ხელს უწყობდა ქურდულ ფონდში (ობშიაკი) ფულის მნიშვნელოვანი ნაწილის შეტანას და სანაცვლოდ, მათ ქურდის წოდება მიენიჭათ.

აღსნიშნავია, რომ ეს არის ავტორიტეტების ძალიან პირობითი რიცხვი. ყველა მათგანი არ არის აღიარებული, როგორც უმაღლესი კრიმინალური კასტის წევრი. მაგალითად, 2012 წლის შემოდგომაზე აღინიშნება ასლან უსოიანის (დედ ჰასანის) და ტარიელ ონიანის (ტარო) კლანების დაპირისპირება. იმავე წლის დეკემბერში ონიანმა არაბთა გაერთიანებული საემირატოს სხდომაზე 16 ავტორიტეტი მონათლა კანონიერ ქურდად. თუმცა, დედ ჰასანის ხალხმა არ აღიარა ახლადმონათლული ქურდები, მოითხოვდნენ, რომ გადაეცათ თავიანთი უფლებამოსილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გამო, ქურდული საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს ურჩევნია რუსეთში თავიანთი ბიზნესი მართოს შორიდან. ბევრი კანონიერი ქურდი დიდი ხანია დასახლდა საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში ან სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, ზოგჯერ კანონიერი ქურდები თავის სიაში წერენ ისეთ ავტორიტეტებს, რომლებიც არ არიან ქურდად აღიარებული, თუმცა, აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა კრიმინალურ სამყაროში. მათ არ შეიძლება ეწოდოს ჯერ კანონიერი ქურდები, რადგან, კორონაციისთვის სავალდებულო პროცედურა უნდა გაიარონ.




0
551
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0