x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებაში ყველაზე პირველმა მოიყვანა ბანდიტები!

image

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„ეს ჩემი შარშანდელი პოსტია და მეგობარმა შემახსენა ახლა... ერთს დავამატებდი - ვნახე რამდენიმე ადგილზე გაზიარებული ზვიადის ფოტო და წარწერა - "დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!" - აი, სწორედ მაგ გამოთქმამ და მასეთმა "ლოზუნგურმა" "პატრიოტიზმმა" დაუდო საფუძველი ამ ქვეყნის განადგურებას! იმ ვითარებაში მაგ ფრაზის ხმამაღლა თქმა "ვაჟკაცობა" კი არა, შტერობა იყო! პირადად როცა გეხება საქმე - გინდა აღმა "იცურე" და გინდა "დაღმა"! მაგრამ ქვეყანა როდა დგას რისკის ქვეშ, "კეკლუცობის" უფლება აღარ გაქვს!
.

„დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო! თუმცა, მე მგონია, რომ ვიდრე არ ვიტყვით სიმართლეს, მანამდე სახელმწიფოს, ქვეყანას ვერ ავაშენებთ! ამიტომ ვიტყვი:- დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებაში ყველაზე პირველმა მოიყვანა ბანდიტები! მერე ამ ბანდიტებმა ამავე კაცს მოუწყვეს შეიარაღებული ბუნტი, გადმოაგდეს სავარძლიდან და ქვეყენა გახვიეს სამოქალაქო ომების სერიაში! ეს კაცი და მისი მომხრეები, მთელ ამ ამბავს რატომღაც აბრალებენ იმ ადამიანებს, ვინც ეუბნებოდა - ეგ ბანდიტები ხელისუფლებაში ნუ მოგყავსო! არადა, ეს იყო საქართველოში პირველი შიდა სახელისუფლებო ბუნტი და მას შემდეგ სულ ასეთ შიდასახელისუფლებო ბუნტებში ვატარებთ დროს და ვართ წრეზე! მე პირადად მეცინება არგუმენტზე:- "ზვიადს უყვარდა საქართველო!" მე მინახავს ქალები, რომლებსაც ჰყავთ საყვარლები და გაიძახიან - "ძალიან მიყვარს ჩემი ქმარიო!" ეს "სიყვარული" კი არა ფსიქიკური აშლილობაა! აი, ამას მაგონებს ზვიადი და საქართველო! სიყვარული ჩემთვის, პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა! უდიდესი პასუხისმგებლობა! და მხოლოდ ამ პასუხისმგებლობის მერეა "გრძნობები"! "შიში შეიქმს სიყვარულსა" - ნიშნავს სწორედ იმას, რომ შენ უნდა გქონდეს იმის დაკარგვის შიში, ვინც, ან რაც გიყვარს! და პასუხისმგებლობით მოიქცე! არ გაანიავო ეს სიყვარული, გაუფრთხილდე მას! სიყვარული არ არის ის, სიმართლის მთქმელ ადამიანებს რომ "კრემლის აგენტებს" უძახი! და ამ დროს რეალურ კრემლის აგენტებს მინისტრებად ნიშნავ! სიყვარული არ არის ის, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს ციხეებში ყრი! სიყვარული არ არის ის, რომ კონფლიქტის ზღვარზე მისული ავტონომიური ოლქის მეთაურს მოლაპარაკებაზე იბარებ და მოტყუებით აპატიმრებ, თითქოს შუა საუკუნეებში ცხოვრობდე! სიყვარული არ არის, როცა რეალური და საშიში მტრის ფაქტორს ფეხებზე იკიდებ და პირადი "მეგობრობის" ხათრით ამ მტრისთვის მიუღებლად, მისი სტრატეგიული რეგიონის "დამოუკიდებლობას" აღიარებ! სიყვარული არ არის ის, როცა ოფიციალურ შეხვედრებზე ცოლს ასწრებ და დამოუკიდელობის დეკლარაციაზე ხელს აწერინებ მას! ეს უპასუხისმგებლობაა! და არა "შეცდომა"!

მე, იმ პერიოდში 16 წლის ბავშვი ვხვდებოდი ამ ყოველივეს და ვამბობდი მაშინვე! და 50-ს გადაშორებული მამაკაცისთვის, არ შეიძლება ამ უპასუხისმგებლო საქციელებს "შეცდომა" დაერქვას!

გილოცავთ იუბილეს, ბატონო პრეზიდენტო!“image

6
182
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
182
  
2019, 4 აპრილი, 16:27
ტორეზა მართლაც გამოიტაცეს ჩვენებმა და ეს ტიპი ზღაპრებს თხზავს...
2019, 4 აპრილი, 16:25
100% ჭეშმარიტება. ლანჩავას ლენჩავას ეძახდნენო მამამ მებრძოლები, მას შემდეგ რაც ოჩამჩირის შტაბში უკრაინიდან ჩამოყვანილ ქართული წარმომავლობის გენერალ კამკამიძეს ოჩამჩირე-ტყვარჩელის ფრონტის რუქის ნაცვლად ნახევარსფეროების რუქა მიუტანა.
სხვა მხრივ, შესაძლოა ნაწილობრივ რაღAც სიმართლეს ამბობდეს, თუმცა სიმართლეს შეზელილი ტყუილია მთავარი იარაღი სატანისა, ასე არაა?
და კიდევ, რომ ამბობს "კონფლიქტის ზღვარზე მისული ავტონომიური ოლქის მეთაურს მოლაპარაკებაზე იბარებ და მოტყუებით აპატიმრებ, თითქოს შუა საუკუნეებში ცხოვრობდე!" ამაზე როგორ არ უნდა შევაგინო??? კულუმბეგოვზე ამბობს, ეს "ახვარი" და დაზუსტებით ვიცი, რომ კულუმბეგოვი არ ჩამოვიდა იმ"მოლაპარაკებაზე", "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობაც "გამოაცხო" და მაგის გამო ძებნაზეც "დაჯდა", ჰოდა ჩემმა ნაცნობმა, ანუ პოლიციის 3 კაციანმა "ბტრ"-ის შემადგენლობამ, კონფლიქტის ზონაში დაიჭირა ეს კულუმბეგოვი. და ამ მართლაც "ხალხის მტრებმა" ეგრევე გამოუშვეს, მერე სამაჩაბლოს ავტ. სტატუსის აღუდგინეს, მერე მიშამ ამ ავტ.ოლქს საქართველოს სხვა რაიონებიც მიუმატა და ახლა ჩვენ, ანუ ქვეყანა დარჩა "გაღიმებული", ასეა ეს!
მართლა კაროჩე რაა, ამ ტიპის სულმდაბლობას საზღვარი არ აქვს... არ ვიცოდე მაინც ვინაა!
ეს მართლაც "ტიპი" იმ პერიოდში იყო გელა ლანჩავას მეზობელი, მისი ძმა და ალბათ მთელი ოჯახი ამ ლანჩავას "საახლობლო", ეს მაგის ძმისგან გამიგია ჩემი ყურით. ლანჩავათი რომ დაიწყო მთელი მაშინდელი ამბები, ვინც არ იცის ვიტყვი: 1991 წლის 2 სექტემბერს ედპ-მ კინო სახლთან მოაწყო მიტინგი, რატომ? 1991 წლის აგვისტოს, რუსეთში პუტჩი რომ მოვიდა ხელისუფლებაში(ორიოდე დღით, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა რამდენი ხნით), ჩვენ ხელისუფლებას მ ო თ ხ ო ვ ე ს(!) ან ეროვნულ გვარდია დაშლი ან დაგბომბავთო, ზვიადმა ერ. გვარდია ოფიციალურად შსს დაუქვემდებარა, პროვაკაციის ასაცილებლად. ჰოდა ატყდა ერთი ამბავი ბიჭებს "აძაღლებსო" და მაგიტომ დაიგეგმა ის მიტინგიც, მივიდა რა რამოდენიმე ათასი კაცი, მაგრამ ლანჩავამ, რომელიც მაშინ შსს-ს სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა მიტინგი დაარბიეს, ანუ ეს ედეპეშნიკები ჟეჟეს, რისი ბრძანებაც ზვიად გამსახურდიას არ გაუცია. ახლა თუ სულელი არაა კაცი, ძნელი მისახვედრია რომ მოწყობილი იყო ყველაფერი? ან მიზეზი ხომ მაგარია - აძაღლებენო ბიჭებს?
2019, 31 მარტი, 15:47
შენმა საძმაკაცობ მოახდინა გადატრიალება და ჩაიგდე ენა, შეუმდგარი არსება ხარ.
ზვიადს კი არა ილიას ესროლეთ ტყვია თქვე ნაძირლებო!!!
0 1 6