x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რუსების სიძულვილი უნდა მორჩეს. სხვა ერის დაკნინება უნდა მორჩეს - იუნა შაფათავა

image

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:


სკოლაში ვარ სამსახურში. თარჯიმნად.ყველა უცხოენოვანს აქვს ენის პრობლემა სხვა ქვეყანაში. უზბეკი მამა ზის შვილთან და ინგლისურის მასწავლებელს ეუბნება, რომ ბავშვმა უნდა გააუმჯობესოს ენა. მამა ითხოვს ამერიკელებით (მშობლიური ინგისურით) კლასში გადაყვანას, შვილის ინგლისურის გაუმჯობესების მიზნით.
- სახლში რუსულად ვსაუბრობთ, არ მინდა დაავიწყდეს, უხსნის მასწავლებელს.
- არ ხართ ვალდებული შეცვალოთ თქვენი ოჯახის ტრადიცია და ჩვევები. სკოლა იზრუნებს თქვენი შვილის ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე. სახლში წიგნების კითხვა და ფილმების იბგლისურად ყურება რუსული ტიტრებით საკმაოდ დაგვეხმარება.
***
მთელი ბავშვობა მე და დეას აგვკიდეს კომპლექსი: " რუსულად გაზრდილი ბავშვები" ტერმინით ან რას ნიშნავდა?გვიკრძალავდნენ მშობლებთან რუსულად ლაპარაკს. მამაჩვენი ქართულად გველაპარაკენოდა, მე და დეა რუსულად ვპასუხობდით. ქართველი ბებიაც რუსულად გველაპარაკებოდა, დიდი ბებია- ქართულად, სომხური მხარე-სომხურად. დედა - რუსულად და ფრანგულად.
და სულ ვტიროდით, რუსებს რომ ღორებს ეძახდა მასწავლებელი. რუსი ჩვენი ორივე ბაბუა იყო, ერთი უკრაინული წარმოშობის პოლონელი რუსი და მისი უკრაინელობით ვიმართლებდით თავს მე და დეა. ჩვენ გიბრუნდებოდა ყველა მასწავლებელი -არა, თქვენ არ გგულისხმობთ.
ძალადობა ბავშვების ფსიქიკაზე, სხვას ვერ დავარქმევ. ბავშვების ეროვნებისდამცირება, დაკნინება....გგონიათ ეს სწორია?
დღეს როგორც მთელი ცხოვრება, თარჯიმნობა მეხმარება გადარჩენაში უცხოეთში.
საცოდავი ბაალიკა, დედის დეიდა გვაწყნარებდა -რამდენი ენა იცი, იმდენი ადამიანი ხარ. დეა ლაპარაკობდა სომხურად, მე - ვერ. ისე დასცინოდნენ სომხურს, კრინტს ვერ ვძრავდი. დეას დღესაც შოკი აქვს, ბავშვობაში ხმა არ ამომიღია და რა კარგად ვიცი სომხური - იმდენად მიყვარდა ბაბუშკა და დედუშკა, გენებში მიზის ენა. და რა? სადაც სომხურად ლაპარაკობ- დაიკოს მეტს ვერაფერს გაიგებ. ქართულად რომ ვლაპარაკობ რუსული აქცენტით - სექსის სამიზნე ხარ. და ნუ მეტყვის ნურავინ ნურაფერ საწინააღმდეგოს, შოვინიზმის დაღი მადვს ცხოვრება და ამიტომ მძულს ასე შოვინიზმი ნაციზმი და ჩაკეტილი საზღვრები, ჩაკეტილტვინიანების.
ეს ჩემი ბავშვობის ტკივილია, რომ ჩემს სამშობლოში იმ ენას, რომელზეც მშობლები მელაპარაკებოდნენ, იმ ენას ღორების ენას ეძახდნენ და პირველ მერხზე, წარჩინებულ ბრწყინვალე მოსწავლეებს, ამ სიძულვილის პროტესტი გვქონდა და მცდელობების მიიხედავად, არ ვთქვით უარი სისხლზე, ენაზე, გენებზე.
არ მაინტერესებს ვის გძულთ, ეს არ არის სწორი. ბავშვობის კომპლექსს გიყვებით და ვიცი, არ ვარ მარტო. სოფიკოს დაბადებიდან მე და დეა ქართულად ველაპარაკებოდით, ის დამცირება- ენის ნიშნით, არ გაევლო.
რუსების სიძულვილი უნდა მორჩეს. სხვა ერის დაკნინება უნდა მორჩეს.
ერის, ენის, მიღწევების, კულტურის, ადამიანების.
ეს შოვინიზმის პროპაგანდა არის ქართველის სირცხვილი და სულმოკლეობა. ჩამორჩენილობა. რადგან ადამიანობას არ აქვს ეროვნება.image

1
52
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
52
  
2019, 31 მარტი, 15:48
რასაც დასთეს იმას მოიმკი, მე ბებია მყავს რუსი, მაგრამ ქართულად აზროვნებს და რუსი შოვინისტებისგან შორს დგას.
0 1 1