x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზაფხულის დროზე გადასვლამ არ გაამართლა?-ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნები არ გადავიდნენ ზაფხულის დროზე
image

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას გადაიდოს სავალდებულო გადასვლა ზაფხულის დროზე.


2021 წლიდან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყნას შესაძლებლობა ექნება თვითონ გადაწყვიტოს წელიწადში ორჯერ-ერთი საათით წინ და ერთი საათით უკან გადასწიოს საათი თუ არა.


დღევანდელი სავალდებულო კანონის თანახმად ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვალდებული იყო გადასულიყო ზაფხულის და ზამთრის დროზე შესაბამისად მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.



ევროპაში ამ საკითხზე გაიმართა საზოგადოებრივი მოსმენა, რესპონდენტთა 84% წინააღმდეგია საათის ისრების წინ და უკან გადაწევით.


ზაფხულის და ზამთრის სეზონებზე საათის ისრების ერთი საათი გადაწევა-გადმოწევა სავალდებულო იყო ევროკავშირის ქვეყნებისთვის 2001 წლიდან, ეს ნაბიჯი მიმართული იქითკენ, რომ საშუალებას იძლეოდა გაუმჯობესებულიყო შიდა ბაზრის მუშაობა და ამასთანავე იზოგებოდა ელექტრონერგია.


მაგრამ როგორც გაირკვა ძალზე უმნიშვნელო რაოდენობის ელექტროენერგია იზოგებოდა, ხოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ დროის გადაწევა უარყოფითად მოქმედებდა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შრომის ნაყოფიერებაზე.

როგორც ევროკომიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ-იუნკერმა განაცხადა " ევროკავშირის კანონი აიძულებს ევროპელებს წელიწადში ორჯერ გადაწიონ საათი, არა და ამ ნაბიჯს არავინ მიესალმება".


რამდენიმე ქვეყანამ უკვე წლებია გააუქმა საათის სეზონური გადაწევა, მათ შორის არის თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სინგაპური და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა საქართველოც.


0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0