x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
43 წლის თინა კანდელაკმა საცურაო კოსტუმში გადაიღო ფოტო და იდეალური ფიგურა გამოაჩინა
image

სპორტული არხის 43 წლის ხელმძღვანელი ამჟამად შვებულებაშია და პარალელურად სპორტით არის დაკავებული.


თინა კანდელაკმა არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუებში, რომ გენეტიკის მხრივ არც ისე გაუმართლა, ძალიან სწრაფად მატულობს წონაში, ამიტომ მთელი ცხოვრების განამავლობაში ცდილობს ფორმაში, სწორედ ამიტომ იგი ყოველდღიურად სპორტული ვარჯიშებით არის დაკავებული და ერიდება ვახშამს, თუ რა თქმა უნდა დიდი ქართული სუფრა არ იქნება.


სპორტული არხის ხელმძღვანელმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო სადაც ჩანს, რომ კანდელაკმა აშკარად აჯობა გენეტიკას, 43 წლის ჟურნალისტი ფოტოზე წითელ ბიკინებში გამოწყობილი, ველოსიპედზე მჯდომი არის აღბეჭდილი, თინა შესანიშნავ ფორმაშია, წერწეტა ტანი, ჩამოქნილი ფეხები და სწორი მუცლის პრესი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თინა ველოსპედზე ზის, გასაგებია, რომ დუბაიში შვებულების დროსაც კი ქართველი ლამაზმანი თავს უვლის.


image

"ყოველ დილით სპორტით ვარ დაკავებული, საუზმეზე მხოლოდ ერბოკვერცხვს ვჭამ და ცილოვან პროდუქტებს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან მივირთმევ მხოლოდ თევზს და კვერცხს, საერთოდ არ ვჭამ ხორცს(გახდომის გამო კი არა, უბრალოდ არ ვჭამ), ვცდილობ ვჭამო პარკოსნები, მათში ბევრია მცენარეული ცილები, დიდი ხანია უარი ვთქვი ორცხობილებზე, კარტოფილზე და პურზე, ამიტომ ძეხვი პურთან ერთად მე მგონი ბოლო 10 წელია არ მიჭამია"-აღნიშნა თინა კანდელაკმა.

image

ტელევარსკვლავმა ისიც დასძინა, რომ მრავალი წელია არ ეტანება ალკოჰოლს და სვამს მხოლოდ მწვანე ჩაის.


სხვათა შორის ცოტა ხნის წინ თინა კანდელაკმა გააოცა თავის თაყვანისმცემლები, განაცხადა, რომ მესამედ აპირებს გახდეს დედა, აჩუქოს შვილი მის ამჟამინდელ ქმარს, ვასილი ბროვკოს.

image

0
785
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0