x
image
Yoona
4 მარტივი რეცეპტი, რომელიც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს
კერძების მომზადება ყველამ უნდა იცოდეს, თუნდაც მარტივი კერძების მომზადება. გთავაზობთ 4 მაგარ რეცეპტს, რომლის მომზადებას ყველა მამაკაცი შეძლებს.

image

1. შემწვარი ფრთები

image

ინგრედიენტები:

1, 5 გრ ქათმის ფრთები


მარილი

წიწაკა

ცხარე სოუსი ან ბარბექიუ

მომზადება:

ღუმელი 120 გრადუსამდე გააცხელეთ. ფრთებს მარილი და წიწაკა კარგად მოაყარეთ საცხობ ფორმაზე დადეთ. ღია ღუმელში 2 საათით აცხვეთ. შემდეგ ყველა ფრთა გრილში, მცირე ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. თანდათანობით გაცხელებას მოუმატეთ და ასე 30 წუთით აცხვეთ. როცა კანი ოდნავ შებრაწული და ხრაშუნა გახდება, ფრთები სოუსში ამოავლეთ. სურვილის მიხედვით სოუსი შეგიძლიათ გააცხელოთ.


2. გუაკამოლე

image

ინგრედიენტები:

4 ავოკადო

2 კბილი ნიორი

1 ჩ/კ მარილი

1 პომიდორი

¼ წითელი ხახვი

1 წვნიანი ლაიმი (ან ლიმონი)

მომზადება:

ავოკადო გაასუფთავეთ. მარილი და ნიორი აურიეთ - ნივრის დასაჭყლეტად დანა გამოიყენეთ. ხახვი და პომიდორი წვრილ კუბებად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი თასში ჩაყარეთ და დაჭყლიტეთ, სანამ პიურეს არ მიიღებთ. ტექსტურა ოდნავ უხეში უნდა იყოს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ავოკადო ოდნავ მწიფე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანგლით დაჭყლეტვით პიურეს ვერ მიიღებთ!

ესეც ასე, მზადაა! გემრიელად მიირთვით.


3. ქათმის სენდვიჩი

image

ინგრედიენტები:

სენდვიჩის პური (ან რბილი ბატონი)

2 დიდი ზომის ქათმის ზოლები (შეგიძლიათ თავად დაამზადოთ, ან გაყინული შეიძინოთ)

2 ს/კ სოუსი ტერიაკი

½ ჭიქა ყველი მოცარელა

მომზადება:

ქათმის ზოლების მოამზადეთ. თუ გაყინული შეიძინეთ, ტაფაზე კარგად შეწვა საკმარისი იქნება. სოუს ტერიაკში ჩადეთ და მიღებული ერთი ნაჭერი პურის ნახევარს დაადეთ. ზემოდან მოცარელად მოაყარეთ და მეორე ნაჭერი პური დაადეთ. მიღებული ბუტერბროდი 240 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ. ყველის გადნობას და პურის გაყავისფერებას დაელოდეთ. ამაზე მარტივი რეცეპტი არ არსებობს.


4. ტაკო წვნიანი

image

ინგრედიენტები:

600 გრ ძროხის ფარში

1 პაკეტი ორიგინალური სანელებლები ტაკოსთვის (შეგიძლიათ ინტერნეტში ან ზოგიერთ მაღაზიაში შეიძინოთ)

1, 5 ჭიქა ქათმის ბულიონი

1 მწვანე ჩილეს წიწაკა

400 გრ სიმინდი

400 გრ ლობიო

გახეხილი ყველი

მომზადება:

ტაფაზე ძროხის ფარში შეწვით, უმჯობესია საშუალო ცეცხლზე. ზედმეტი ცხიმი გადაასხით, ტაკოს სანელებლები დაუმატეთ. აურიეთ. შემდეგ ყველის გარდა დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ, შემდეგ სუფრაზე გატანის წინ გახეხილი ყველის მოყრა არ დაგავიწყდეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

2. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

3. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

4. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

image

5. ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0