x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Rammstein -ის კლიპში ნაცისტები ხოცავენ ებრაელებს ლოზუნგით "გერმანია უპირველეს ყოვლისა"(ვიდეო)
image

გერმანული როკ-ჯგუფის კლიპში ორაზროვნად მესამე რეიხის საკონცენტრაციო ბანაკის ქება და ერთდროულად გამასხარავებაც შეინიშნება.



გერმანულმა როკ-ჯგუფმა Rammstein-მა გამოუშვა ახალი სიმღერა და შესაბამისად ვიდეოკლიპიც ლაკონური სახელწოდებით "გერმანია".


9 წუთიანი "მუსიკალური დრამის"ტექსტში ასეთ სიტყვებს წააწყდებით:"გერმანია შენ ასეთი ძველი და ბებერი ხარ, როგორ მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია გამოვხატო ჩემი სიყვარული შენს მიმართ".



კლიპში ბოლო ორი ათასწლეულია აღწერილი, გერმანიაში ძველი რომის ლეგიონების შემოჭრიდან დაწყებული(ტევტობურგის ტყის ბრძოლა) და მომავალში კოსმოსური ექსპანსიით დამთავრებული.


ყველაზე საინტერესო მომენტი იწყება მე-4 წუთიდან, სადაც კადრებში ჩანს საკონცენტაციო ბანაკი, სს-ის ოფიცერი და სახრჩობელაზე ჩამოკიდებული ებრაელები რეფრენის ფონზე- "გერმანია უპირველეს ყოვლისა"(Deutschland ueber allen)- ანუ 1922-45 წლების ნაციონალური ჰიმნის დასაწყისი..

image

აღსანიშნავია, რომ გერმანიის დამახასიათებელ პერსონაჟს თამაშობს აფრიკული გარეგნობის ქალი(ვინც ვერ მიხვდა რატომ, კლიპის ბოლოში "განმარტებითი" ტიტრებია, სადაც დაცინვით მინი-ლენტის მხოლოდ ნახევარი ქრონომეტრაჟია)

image

-"რამშტეინი"-პირველი გერმანული მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც საკუთარ ენაზე იმღერა და მსოფლიო წარმატება მოიპოვა-ამბობს გერმანიის ექსპერტი ანდრეი შმიდტი-ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სოლისტი ტილ ლინდემანი ირონიულად ეპყრობა ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც მის ქვეყანაშია, რა თქმა უნდა ნაციონალ-სოციალიზმის ჩათვლით.თუ დეტალურად ჩაუღრმავდებით ვიდეოს, აღმოაჩენთ, რომ ავტორები ამასხარავებენ ყველაფერს: ჰოლოკოსტს და მათ ორგანიზატორებს- ნაცისტებს, კათოლიკურ ეკლესიას, ათეისტ-ჰედონისტებს გდრ-დან, ვაიმარის რესპუბლიკის "დაფერფვლას და სოდომს", 70-იანი წლების გამაძღარ დასავლეთ გერმანიას და რადიკალურ მემარცხენე ტერორისტულ ორგანიზაცია "წითელი არმიის ფრაქციას"( Rote Armee Fraktion)....ჩემი აზრით კლიპში არავითარი "მესამე რეიხის რეაბილიტაცია" არ არის-კლიპის დასასრულს ტყვეები ჯანყდებიან და ესესელებს ხვრიტავენ, ეს ყველაფერი წინაწარ გათვლილია, ვიღაცა სერიოზულად მიიღებს კლიპს, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს და გამარჯობათ-პოლემიკაც დაიწყება და შესაბამისად მილიონი ნახვებიც."


image

კლიპზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის", ჯგუფის სოლისტის მოგვარემ გუნარ ლინდემანმა:


"ეს კლიპი სპეციალურად გაკეთდა დისკუსიის გამართვისთვის, რომელსაც როკ-ჯგუფი იყენებს როგორც ინსტრუმენტს წინსვლისთვის, ჩვენ გვიყალიბდება აზრები, რომ ეს მაინც ანტინაციზმია და პროვოკაციული სატირა."



მიუხედავად ამისა გერმანიის მოქალაქეების დიდი ნაწილი აღშფოთებულია "რამშტეინის" ამ კლიპით, მათი აზრით ჯგუფმა "ნებადართულზე მეტი შეტოპა"


ასეა თუ ისე, კომერციული წარმატება სახეზეა-სამი დღის წინ ატვირთულ ვიდეოს youtube-ზე 16 მილიონი ნახვა აქვს.



0
145
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0