x
image
მანჩო 777
ეს უბრალო საგნები მაგიურ ძალას ფლობენ. მათ თქვენთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ
როგორ გგონიათ, თქვენს გარშემო არსებული საგნები და მოვლენები არანაირ გავ ლენას არ ახდენს თქვენსავე ცხოვრებაზე? სულაც არა - არსებობს ერთი შეხედვით მარტივი საგნები, რომლებსაც შეუძლიათ ძირფესვიანად შეცვალონ თქვენი ცხოვრება და მოიზიდონ ბედ-იღბალი, რომელმაც მანამდე ზურგი გაქციათ.



image


ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ჯადოქრობის და მაგიის ძირითადი საიდუმლოებები და წესები დაფუძნებულია ერთი შეხედვით უბრალო საგნებზე, რომლებიც გასაოცარ ენერგიას და ძალას ფლობენ. ამ საგნების სწორად გამოყენებით შეძლებთ იღბალი და წარმატება თქვენსკენ მოიზიდოთ.


1. ლოტოსის ყვავილი



image



ეს გასაოცარი ყვავილი, რომელიც ძველი ეგვიპტის, ძველი და თანამედროვე ინდოეთის, ინდუიზმის, დაოიზმის და ბუდიზმის სიმბოლოს წარმოადგენს, ჯადოქრების და მაგების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სიმბოლოდ ითვლება.

რატომ მაინდამაინც ლოტოსი? - უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ ამ მცენარის ფესვი ჭაობის ყველაზე ბნელ და ღრმა ფსკერზეა გართხმული. ბინძური და საშიში ჭაობის ფსკერიდან ამოსულ გრძელ ღეროზე იზრდება ყვავილი, რომელიც მზის სხივების შუქზე გასაოცარ სურნელებას აფრქვევს ირგვლივ. ცხადია, რომ ლოტოსის ყვავილი სიმამაცისა და არსებულ მდგომარეობასთან ბრძოლის სიმბოლოა. ის მინიშნებაა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიბნელეს, ღრუბელს და გავიჭრათ სინათლისა და წარმატებისაკენ. გარდა ამისა, ლოტოსი ითვლება აღორძინებისა და გამძლეობის სიმბოლოდ.

დაიმახსოვრეთ: არსებობს ხელის თითებით შექმნილი ჟესტი-ლოტოსის ყვავილი, რომელიც სასურველია ყოველდღიურად გააკეთოთ. ის დადებითად იმოქმედებს თქვენს აურაზე და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ჟესტს სახელად Lotos Mudra ჰქვია.



image


2. წმინდა ხოჭო სკარაბეი


image



სიმბოლო სათავეს იღებს ეგვიპტის ფარაონ ხაფრისაგან, რომელიც მზის ღმერთის რას განსხეულებად ითვლებოდა. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ხოჭოები იბადებოდნენ მკვდართა სამეფოში და მიწისქვეშა სამყაროდან ჩვენ სამყაროში გამოდიოდნენ. ლეგენდის თანახმად, ისინი შექმნილი არიან მიწისქვეშა სამყაროში არსებული მატერიისაგან. ცხადია, რომ ხოჭო წარმოადგენს ბნელეთზე მზის გამარჯვების სიმბოლოს. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნეოდნენ ღმერთისაგან კურთხეულ არსებებად, რადგან მზის ღმერთის რას სამსახურში იყვნენ.

მაგიის მსახურნი და ჯადოქრები თვლიან, რომ ამ ხოჭოებს შეუძლიათ ოჯახის დაცვა, აგრეთვე კეთილდღეობისა და წარმატების მოტანა.



3. რკო

image


ოდესმე გსმენიათ ასეთი გამოთქმა: "ყველაზე დიდი მუხის ხე ყველაზე პატარა რკოსაგან იზრდება"? - დიახ, ეს სიმართლეა. რკო უძველესი დროიდან ითვლებოდა ძველი ბერძნებისა და დრუიდების სიმბოლოდ. საქმე იმაშია, რომ ის წარმოადგენს წმინდა ხის-მუხის ნაყოფს, მუხა კი ყველაზე მთავარ ღმერთთან-ზევსთან იყო გაიგივებული. ამიტომ ყველაფერი ის, რაც მუხისგან მოდის, არის წმინდა, ღვთიური და ჯადოსნური.

ითვლება, რომ რკო ჩვენს სხეულს და სულს ჩუქნის სიძლიერეს, სიმტკიცეს და იცავს ადამიანს ფიზიკური და მაგიური ზიანისაგან. სწორედ ამ მიზეზის გამო იყო, რომ ომში მიმავალ რომაელ ჯარისკაცებს აუცილებლად ედოთ ჯიბეში რკო, რომ ყოფლიყვნენ დაცულნი ყოველგვარი სახის მტრული და უარყოფითი ენერგიისაგან.

ჯადოქრები რკოს იყენებენ წარმატების მოსაზიდად, ნაყოფიერების ასამაღლებლად, პოტენციის გასაუმჯობესებლად და შავი მაგიისაგან თავის დასაცავად.



4. წითელი ღამურა


image



აზიის ქვეყნებში წითელი შეფერილობის ღამურები წარმატებისა და სულიერი სიმხნევის სიმბოლოდ ითვლება. აღსანიშნავია, რომ თილისმის სახით წითელი ღამურა ან წყვილად გამოიყენება, ან ხუთეული ერთად. წყვილი ღამურა ნიშნავს ორმაგ წარმატებასა და იღბალს. ხუთი ღამურა კი გაიგივებულია ხუთი ელემენტის ხუთ ბედისწერასთან, რომლებიც შემდეგს აღნიშნავენ:

წარმატება, ბარაქა, მრავალშვილიანობა, ღირსება, დღეგრძელობა.



5. ბორბალი, თვალი


image


ზოგადად რვაღერძიანი თვალი წარმატებისა და ბარაქის მისტიურ სიმბოლოდ ითვლება. გაიხსენეთ, როგორ მუშაობს ფორტუნის ბორბალი....

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბორბალი, როგორც სიმბოლო, წარმატების ხორცშესხმას არ წარმოადგენს, ის გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ყველა სირთულე ოდესღაც მთავრდება, ჩვენი კარმა კი უზრუნველყოფს პრობლემების და უსიამოვნებებისაგან განთავისუფლებას.

ეს სიმბოლო აგრეთვე შეგვახსენებს, რომ ბრძენმა ადამიანმა იცის, რომ ძალა თავად ადამიანის შინაგანიდან მოდის და არანაირ გარეგან გარემოებებს არ ძალუძს იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ადამიანის ნებისყოფის ძალაა.

1
505
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
505
  
2019, 6 აპრილი, 0:30
წითელი ღამურა უნდა ვიშოვო:))
0 1 1