x
image
alex999
Mediator image
მოსწავლეებისთვის უბრალო დამლაგებელი იყო... თუმცა კაცობრიობის ისტორიაში ამ ქალმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა!

იყო მასწავლებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა მისია გევალება. ამ პროფესიით სარგებლობის უნარი რა თქმა უნდა, ყველას არ გააჩნია. მასწავლებელი როგორც განათლებული, ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი და კულტურული. არ უნდა იყოს ძალადობის მომხრე.... თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი არა მასწავლებელი, არამედ დამლაგებელია.


image











ქალბატონი, სახელად ბარბარა ნასო იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. ის თავის საქმეს ყოველთვის ზედმიწევნებით ასრულებდა იქამდე, სანამ არ შენიშნა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც ძალადობით უსწორდებოდა მოსწავლეებს. დამლაგებელმა გადაწყვიტა მასწავლებელთან დალაპარაკება, თუმცა მასწავლებელმა ყველაფერი იუარა.


image






ნასომ თავი უფრო დამცირებულად იგრძნო და გადაწყვიტა მორიგი შემთხვევის გადაღება. ზუსტად 3 დღის შემდეგ, დამლაგებელმა კვლავ შენიშნა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა, მან მობილურით დააფიქსირა კადრები და პოლიციას მიმართა:


"მე მას ვთხოვე, რომ შეეწყვიტა ძალადობა ბავშვების მიმართ, თუმცა მან ეს ფაქტი იუარა და ჩემი საქმის სწორად შესრულება დამავალა... მეც ადამიანი ვარ და გული მეწვის, ვხედავდი, როგორ ურტყავდა ხელით პატარა ბავშვებს, შემდეგ კი უფროსებს აიძულებდა, რომ პატარები ეცემათ. ეს ადამიანობა არაა, სადისტობაა... მასწავლებელი ამას არ უნდა აკეთებდეს."


image






პოლიციამ მასწავლებელიც და სკოლის დირექტორიც დააკავა. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ამით დასრულდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ცდებით. გამოძიება 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლეების უფლებათა დამცველს, სკოლის სხვა თანამშორმლები ცუდად ექცეოდნენ, რის გამოც დამლაგებელი იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. გარდა ამისა, ხშირად იღებდა მუქარის წერილებსაც.


image






ბარბარა ნასო იმდენად ძლიერი ქალია, რომ ამ ყველაფერსაც არ შეუშინდა. ამჯერად ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის დაიწყო. მან გაასაჩივრა სკოლა, სამსახურიდან იძულებით დათხოვნის გამო.


"რატომ მადანაშაულებენ? იმის გამო, რომ ბავშვები დავიცავი ძალადობისგან? ესაა ევროპული გაგება და სამართალი?"


image






ნასო დანებებას არ აპირებდა, მან სოციალურ ქსელებში გააზიარა თავისი გასაჭირი, შემდეგ ტელევიზიაშიც მოხვდა, აქედან გამომდინარე ბევრი გვერდში მდოგმიც გამოუჩნდა. სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება... ხოლო ნასო ცდილობს ძველ სამსახურში დაბრუნებას. თქვენ რას ფიქრობთ, რაში ამართლებთ ქალბატონს და რაში არა?


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



შემოქმედებითი გამოგონებები: 6 სისტემა, რომელიც წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს

image




უძლიერესი 50 არმია მსოფლიოში - 2019 წლის მონაცემებით

image




6 საკვები, რომელიც ენერგიას ამცირებს

image




საუკეთესო "ოცეული" რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს და წავიდნენ

image




როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები წყალქვეშა ხომალდში? - საინტერესო ფაქტები

image

0
2284
2-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0