x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ირანელი რეპერის სკანდალური კონცერტის ახალი დეტალები - რას ამბობდა ის სინამდვილეში
ირანელი რეპერის, ამირ თათალოს კონცერტის ირგვლი სკანდალი კვლავ გრძელდება.

როგორც იცით, თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ მომღერალმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს, მოგვიანებით კი ითქვა რომ ეს ასე არ ყოფილა და თარგმანი არასწორი იყო.

დღეს კი ტექსტის თარგმანის ახალი ვერსია ვრცელდება, რომელიც ირანში მცხოვრებმა ქართველმა სანდრო ონიკაშვილმა გამოაქვეყნა.


"კულტურათა გაუპატიურება! ????????????????


გამარჯობა მეგობრებო!
მე არ ვიცი, ვინ თარგმნა ან როგორ თარგმნა თათალუს კონცერტის ამსახველი ვიდეოკადრები, ცხადია, არავის ვეჯიბრები, უბრალოდ, მე რასაც ვამბობ, მასზეც ვაგებ პასუხს! მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი, მაგრამ გამართულ და გრამატიკულ ქართულს ვერ ვფლობ (რა თქმა უნდა სამწუხაროდ!), ვიცი სპარსული ენა მაღალ დონეზე, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მეგობრებსა და თანამშრომლებს, თვითონ სპარსელებიც აღიარებენ ამას. პლუს, ვინაიდან, ირანში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ქ. თეირანის სამხრეთის უბანში (მე-16 რაიონში, სადაც ძალიან კარგად ჰყვავის ე.წ. ჟარგონი და ქუჩური კულტურა), კარგად შემიძლია გავაკეთო ანალიზი, იმაზე, თუ რა ისაუბრა და იგულისხმა ირანელმა იმ, ვითომ მომღერალმა, თავის გამონათქვამებში. ის ძალიან, ძალიან ცუდი სიტყვების გამოყენებით, დაბალი დონისა და ლაზღანდარული ქცევა-ყოფით, შეურაცხმყოფელი ქუჩური ტერმინების გამოყენებით ატარებს თავისი სიბინძურეებით აღსავსე კონცერტს. აღსანიშნავია, რომ თათალუმ თავისი ე. წ. თავისუფლების გამოვლინებით ჩირქი მოსცხო ირანულ-ისლამურ ტრადიციებს და კულტურას, ის ისეთ ბილწ სიტყვებს იყენებს, რასაც ქართულში შესატყვისი არ ეძებნება.
რაც შეეხება, ქართველების შეურაცხყოფას, დიახ! ზუსტად და აშკარად გულისხმობს, რომ ეხლა, ჩვენ თუ მოვწევთ, რა ყ... უნდა მოგვაჭამონო!
ამით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ქართველებს, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს!
ახლა, კი- კონცერტიდან შემოგთავაზებთ იმ ამონარიდებს, რომელიც სიმღერების შუალედებში სიტყვით გამოსვლისას დაფიქსირდა:
***
...რადგან უკვე სიტყვის თავისუფლებაა, მაშინ ჩემი ყ...ე ყველაფერში!" -ასე მიმართავს რეპერი დარბაზში მსხდომთ.
"... ეს ჯორჯესტანებს( საყურადღებოა, რომ სპარსელები, ქართველებს გურჯესტანებად მოიხსენიებენ და არა -ჯორჯესტანელებად!) უთარგმნეთ მერე!"
...ერთი წუთით ჩაიდეთ ჯიბეში(სავარაუდოდ, მარიხუანაზე საუბრობს.), ახლა შემდეგი სიმღერა უნდა შევასრულო....
დარბაზს მიმართავს ისევ:-"ერთი მონაკვეთი გამოვტოვე, არ ვიმღერე და ხომ ხედავთ, შეგტენეთ ტრ..ში, თქვენც ვერ მიხვდით!
აბა, იწივლეეეთ! იცით, რა, ჩემი დედა აქ ზის, დარბაზში. -დედაჩემო, იცი, ნიშადური რა არის?!-რაღაცაა, ვირის ტრ..ში დებენ და ვირი ირბენს.
-ერთი შეკითხვა მაქვს დედასთან: მაშინ, როცა ექიმმა გამომათრია ერთი ადგილიდან, ნუთუ, ნიშადური ტრ..ში შემიტენა, რომ ვერ ვჩერდები ვერსად? ყურანს ვფიცავარ, რომ საერთოდ არ შემიძლია ჯდომა, ერთ ადგილას გაჩერება!
(უთითებს დედისკენ) ამ საქმისა თვითონ იცის, შემიტენეს თუ არა.
...მე მგონი ჩა..ჯვი!
...მე თქვენი ყ...ე ვარ, აქ რომ ვდგავარ!
აი, ასეთი ლექსიკით და დამოკიდებულებით ესაუბრება დარბაზში მყოფთ.
– _______________________________________________________________
ახლა, კონკრეტულად იმაზე, რაც ასე გვაინტერესებს ყველას:

-" მე ერთი შეკითხვა მაქვს, ამათ (მაყურებელი იგულისხმება) არ შეუძლიათ მარიხუანა მოწიონ, ჩემთან ერთად?
...-დედაჩემს არ უთხრათ, მაგრამ მე მაქვს ( მარიხუანა).
ყურანს ვფიცავარ, მაქვს! ყველას გაქვთ, უბრალოდ, მე მაყლ..ბთ!
სცენაზე სჩანს, თუ როგორ გადასცეს ერთ-ერთმა მაყურებელმა მარიხუანა, კბილით გლეჯს ფილტრს და მერე ამბობს:
-ახლა, ერთი შეკითხვა: საქართველოს კანონები ამბობს პირად სივრცეში მოწევა შეიძლება და.. მე რომ მოვწიო, უნდათ...( აქ სამი ვარიანტია სპარსული სიტყვისა: 1. რა მძღ..რი უნდა ჭამონ? 2.ყვ...ზე უნდა მომკიდონ? 3. ჩემი ყ...ე მომჭამონ!) რათქმაუნდა, მესამე ვარიანტი იგულისხმა, რადგან ამ ლექსიკით საუბრობს მთელი საღამო დარბაზში.თუმცა 1 და 2-ც არაფრით ჩამოუვარდება ბილწისტყაობის ხარისხით მე-3-ს!
ისევ მაყურებლებიდან გამოდის ვიღაცა და ცდილობს რეპერს რაღაც გადასცეს, რასაც დაცვის ბიჭბი ეწინააღმდეგებიან და თათალუ ამ დროს ამბობს:
-აი, ხომ ხედავთ, მგონი უნდა მომაჭამონ!
"... ჩვენ ამდენი ვართ(ანუ ბევრნი!)და მგონი, ეს საქმე უნდა გააკეთონ( ანუ მოგვჭამონო!)
...კარგი, მე ახლა არ მოვწევ, უბრალოდ, ხელში დავიკავებ! ... ამჯერად, სხვა სიმღერაზე გადავიდეთ, რა დროსაც აუცილებლად მოვწევ, გადავიღებ ვიდეოთი და ინსტაგრამზე ავტვირთავ!"
ესაა, მხოლოდ მცირე მონაკვეთი სამსაათნახევრიანი ვიდეოდან.
P.S აღსანიშნავია, როცა ეს ვიდეო ირანში გავრცელდა, თვით ირანული მოსახლეობის გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია, რასაც უამრავ კომენტარში იხილავს დაინტერესებული პირი."


ირანელი მუსიკოსი კი, რომელიც რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას თვალს ადევნებს, "რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.

ამირ თათალოს თქმით, ასეთი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.

"ქართველი ხალხი მიყვარს. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, აღვნიშნე, რომ საქართველოში მოწევა დაშვებულია ჩემი ქვეყნისგან განსხვავებით და ეს როგორც პოზიტიური ფაქტი ისე ვახსენე. მგონი უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. თუ ბოდიშის მოხდას მაინც ითხოვთ ჩემგან, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვიხდი, ეს სირცხვილი არაა, საქართველოს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, " - განაცხადა მუსიკოსმა.


image

2
458
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
458
  
2019, 5 აპრილი, 0:29
ბოდიში კი არა შუაზე ხარ გადასახერხი შე ყიზილბაშო...
2019, 4 აპრილი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2