x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
..მღვდლები..ძაღლებივით დამესივნენ და ვინ მირტყავდა მათ სახეებსაც , ვერ ვხედავდი,..-მამა გაბრიელი

image
"გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს. რომ უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, რომ ახსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან..რომ სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა..და ბევრი სხვა რამ..არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების... სჭირდებათ...“

დღეს კი მამა გაბრიელმა ეპარქიის დატოვების შესახებ თავისი გადაწყვეტილება გაავრცელა:

„არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს. მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი, და ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარ ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს.

რამოდენიმე დღის წინ რეზიდენციაში დამიბარეს, სავარაუდოდ ჩემი წინამდებარე პოსტის გამო..მე ისედაც ვაპირებდი რუსთავის ეპარქიის დატოვებას, რამოდენიმე დღეში, რადგან შეუძლოდ ვიყავი..ეს რამოდენიმე დღე არ მომცეს..სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-დე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი..


მღვდლები..ძაღლებივით დამესივნენ და ვინ მირტყავდა მათ სახეებსაც, ვერ ვხედავდი, რადგან კუნკულ-ბარტყული მქონდა ჩამოფარებული..მე ასეთი რამ ტელევიზორშიც არ მინახავს ... ამხელა ზიზღი.. ტანსაცმელიც თავის ხელით ჩამილაგეს...ეხლა 4 დღეა თბილისში ვარ, ხატიასთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან, რომელმაც შემიფარა..მაგრამ ვფიქრობ სად გადავიდე... ყველგან მძიმე სულიერი მდგომარეობა სამწუხაროდ... ვფიქრობ, თუ საშუალება იქნება ქალში დავრჩები სადმე, ჩემთვის და ვილოცებ.. მაპატიეთ, თუ ვინმე დაგამძიმეთ..დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა“, - წერს მამა გაბრიელი.

1
799
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
799
  
2019, 31 მარტი, 13:14
ამხილეთ ნებისმიერი ვინც უფლის გზას გადაუხვია და მრევლი ეშმაკის გზით მიჰყავს...
0 1 1