x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს მეწარმეობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
image


არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში დედოფლისწყაროს სოფლების: ზემო ქედის, არხილოსკალოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოში მცხოვრები მოზარდებისთვის მეწარმეობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს დედოფლისწყაროს მკვიდრი, წარმატებული მეწამე ბექა გონაშვილი შეხვდა.


ევროკავშირი უკეთესი ახალგაზრდებისთვის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობებს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას ახალგაზრდებში. ტრენინგის ორგანიზატორების განმარტებით, დედოფლისწყაროს სოფლები პროექტით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა, იმის გამო, რომ ეკომიგრანტებითა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზვრისპირა სოფლებლებში ყოველგვარი აქტივობების დეფიციტია, საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს ეს ზონაც ჩაერთოთ.


„ეს პროექტი ეკუთვნის Save The Children-ს. საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში ხორციელდება ერთდროულად, უშუალო განმახორციელებლები ვართ რეგიონალური ორგანიზაციები, კახეთში "სამოქალაქო ინიციატივა" და "თუშეთის განვითარების ფონდი. პროექტის სახელწოდებაა "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომალვლისთვის". დასკვნითი შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან ტრენინგების სახით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იგეგმება პლატფორმის შექმნა ბიზნეს სექტორის, თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ურთიერდაკავშირების მიზნით, თუმცა დეტალების შესახებ ადგილობრივი ორგანიზაციები ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ ინფორმაციას, ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში გადავმზადდით ტრენერებად, სამუშაო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, რა იქნება უფრო კონკრეტულად ჩვენი და ამ ახალგაზრდების მომავალი ნაბიჯები. დედოფლისწყარო შევარჩიეთ აბსოლუტურად თანაგანცდის გამო, აქ მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების მიმართ, გეგმაში კი იყო მხოლოდ სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტი, მაგრამ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი (საბათლო) და აჭარელი ეკო-მიგრანტებით დასახლებული სოფლების (სამთაწყარო, ფიროსმანი) ახალგაზრდები განსაკუთრებულად მოკლებულები არიან არაფორმალური განათლების მიღების პროცესებს, ახალგაზრდულ პროექტებს და სწორედ ამიტომ ზემო/ქვემო ქედისა და არხილოსკალოსთან ერთად შევარჩიეთ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები. „სამოქალაქო ინიციატივა“ და წნორის „ცოდნის კაფეს“ გუნდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამომავლოდაც გეგმავს ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობას, “ -- აცხადებს ცოდნის კაფეს გუნდისა და სამოქალაქო ინიციატივის წევრი ტასო მოდებაძე.



მრავალი წელია ბექა გონაშვილი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეა და წამატებულ სამეწარმეო მუშაობას ეწევა მშობლიურ რაიონში. ახლახან ის „საქართველოს ბანკის“ აგრო მიმართულების კოორდინატორად დაინიშნა. მისი თქმით, ამ პერიოდში მთავარი პრიორიტეტი ფერმერებისთვის მეტი განათლებისა და გამოცდილების მიწოდება იქნება.


„საქართველოს ბანკში SME აგრო მიმართულების კოორდინატორი ვიქნები. ძირითადი მიზნები ბანკისთვის აგრო მიმართულებით ახალი პროდუქტების და პროგრამების შექმნაა. ასევე ფერმერებისთვის კონსულტაცია და ექსპერტების დახმარება აგრო მიმართულებაში მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ხშირ შემთხვევაში ბანკი ცდილობს თავიდან აირიდოს რისკები და ძალიან დაბლა წევს მოსალოდნელ შემოსავალს, ამ დროს ფერმერს შესაძლოა ისე ჰქოდნეს წარმოება მოწყობილი, რომ რისკები დაზღვეული იყოს. აგრო სექტორი ძალიან რთული და ინდივიდუალურია, რის შეფასებასაც ხშირად, პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება“ - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
image
0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0