x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 ნაბიჯი თუ როგორი უნდა იყოს პირველი ინტიმური კავშირი
გადაწყვიტეთ, რომ სექსი გქონდეთ პირველად? რა თქმა უნდა დიდ პასუხისმგებლობასთან და ნერვიულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ და მოეშვათ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

image

1. მოემზადე

შეიძლება ფიქრობ, რომ არ არის მნიშვნელოვანი მომზადება, მაგრამ დამიჯერე, უმნიშვნელოვანესი ნაწილია ეს და შეიძლება ითქვას, სექსის პირველი ნაბიჯია.


სექსი სრულიად ბუნებრივი მოთხოვნილებაა - ემოციაა სექსში მთავარი და თუ პარტნიორი გიყვარს დაუვიწყარი რამ გელოდება წინ. ეს შეიძლება ორივესთვის იყოს ამაღელვებელი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია და თან საკმაოდ კარგი, საჭიროა ცოტა ნერვიულობა და შემდეგ ეს ყველაფერი სასიამოვნოც ხდება.

თუ ძალიან ნერვიულობთ პროცესის დაწყებამდე, უნდა დაფიქრდეთ ცოტახანს, ამას ვინმე ხომ არ გაძალებთ და მართლა გააზრებულად აკეთებთ თუ მხოლოდ პარტნიორის სურვილს მიყვებით.

თქვენ შეიძლება გქონდეთ ბევრი მოლოდინი სექსის შესახებ, ფილმში და წიგნში ყველაფერი ლამაზად არის აღწერილი, მაგრამ რეალობას უნდა ჩახედოთ თვალებში, სექსი ყოველთვის ისეთი არ არის როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ ფანტაზიაში.

შეიძლება ყველაფერი სასიამოვნოდ მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან დიდი რისკი არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგი), ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დამცავი საშუალებები (კონდომები), რომ თავიდან აირიდოთ სგგი და ასევე არასასიამოვნო ორსულობა.


2. თანხმობა

არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე საყვარელ ადამიანთან გქონდეს სექსუალური კავშირი, მაგრამ ამისთვის საჭიროა თანხმობა ორივე მხრიდან.

პარტნიორთან ბევრი უნდა ისაუბროთ და თუ ხვდებით რომ ყველაფერი არც ისე კარგად მიმდინარეობს, მაშინ ჯობს გაჩერდეთ და სხვა დროს სცადოთ, როდესაც ორივე მზად იქნებით.

გახსოვდეთ თუ ერთი პარტნიორი ნასვამია ან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს თანხმობას სექსზე, ჯობს ყველაფერი მოხდეს გააზრებულად და ადექვატურ მდგომარეობაში.


3. უნდა იცოდე და გქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა სახის სექსის შესახებ

სექსი არის სექსი, არა?! არა! სექსის რაობაზე ასე ერთ და დასაბუთებულ პასუხს ვერ გასცემ. ყველა ადამიანი განსხვავებულად უყურებს სექსს, ამიტომ შენი და შენი პარტნიორის სექსუალური სურვილები უნდა დაემთხვას ერთმანეთს.

არსებობს ორალური, ვაგინალური და ანალური სექსი. უნდა იცოდე რა სურს შენს პარტნიორს რომ შემდეგ უხერხულობა არ შეიქმნას.

თუ შენ გადაწყვეტ ნებისმიერი სახის სექსს იცოდე რომ ერთადერთი თავის დაცვის საშუალება არის კონდომი.


4. მოფერება

სექსის წინ აუცილებელი არის რომ ძალიან ბევრი მოეფეროთ პარტნიორს, აკოცეთ ტუჩებში და მოეფერეთ ეროგენულ ზონებზე.

აუცილებელია კაცის პენისი იყოს მზად ყოფნაში და ეს ხდება მხოლოდ მოფერების და საუბრის შემდეგ, ქალი კი უნდა იყოს "სველი" და მზად იმისთვის რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი.


5. ელაპარაკეთ ერთმანეთს!

სექსი უნდა იყოს სასიამოვნო! ერთადერთი გზა ამისთვის არის ის რომ პარტნიორთან არ გაწყვიტოთ კომუნიკაცია.

ზოგიერთი რამ შეიძლება არ მოგწონდეთ, ამიტომ უნდა შეაჩეროთ იგი და უთხრათ რომ არ მოგწონთ, სწორედ ამისთვის უნდა ესაუბროთ პარტნიორს გამუდმებით.

ყოველ ჯერზე შეიძლება რაღაც განსხვავებული სურვილი დაგებადოთ და ამიტომ დაელოდეთ ზუსტ დროს სექსისთვის! არ იჩქაროთ.

0
1316
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
1316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0