x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რუსეთში ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხანამ დაიწყო განაღმვითი სამუშაოებისთვის ტრაქტორების დაჯავშნა

image ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხანამ შეიმუშავა ტრაქტორების დაჯავშნის მეთოდი და წარმოებაში ჩაუშვა უკვე მიღებული პროექტი.
საუბარია "ჯავშნოსანის" სახელით მონათლულ დაჯავშნულ ტრაქტორებზე.
"დაჯავშნული ტრაქტორები, რომლებსაც ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი გააჩნია, უფრო მანევრირებადი და ეკონომიურია ვიდრე ტანკის ბაზაზე გაკეთებული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი და გააჩნია ძრავის დიდი რესურსიც ტანკის ძრავისგან განსხვავებით. მათი გამოყენება იგეგმება ჰუმანიტარულ-განაღმვით სამუშაოებში"-განაცხადეს ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში გამართულ ბრიფინგზე პროექტის ავტორებმა.
"ჯავშნოსანი"-ს დანიშნულებაა გააუვნებელჰყოს ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.
"ჯავშნოსანში" გამოყენებულია განაღმვისათვის განკუთვნილი მოწყობილობა "ТМТ-С", თუმცა შემსუბუქებული და ბოლომდე დამუშავებული ვერსია. ტრალიანი ტრაქტორი ბევრად ეკონომიური იქნება ვიდრე ტრალიანი ტანკი, ორივე ტექნიკის წონას თუ შევადარებთ და ამ ტექნიკის მოხმარებული საწვავის რაოდენობასაც შევადარებთ.
თან ტრაქტორის წარმოების თვითღირებულებაც ბევრად ნაკლებია ვიდრე ტანკის თვითთირებულება. თვითმავალ გამნაღმავ ტექნიკას დაუყენდება დამატებითი დაცვის დეტალები, რომელიც ტექნიკის ეკიპაჟს დაიცავს ნაღმის აფეთქებისას გაფანტული ნაღმის ნამსხვრევებისაგან და დარტყმითი ტალღისაგან.
რუსებს გამნაღმავ ტრალიანი ტრაქტორის წარმოებით სურთ გავიდნენ აზიურ და აფრიკულ ბაზარზე, რუსი ექსპერტების თქმით რუსულ ტრალიან, დაჯავშნულ ტრაქტორს კონკურენტი არ ეყოლება მის კლასსში (ჰუმანიტარული განაღმვისათვის, აღნიშნული ტექნიკის წარმოება და გამოყენება ჯდება არცთუ დიდი თანხა), გარდა ამისა რუსები ბონუსის სახით რამდენიმე სახის მოდიფიკაციას შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს.
imageimageimageimage




4
166
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
2019, 2 აპრილი, 13:27
მადლობა დიდი.
არა, მაგის მეტი სადარდებელი არ გვქონოდეს ცხოვრებაში. :)))
2019, 2 აპრილი, 10:28
გავასწორე, შეარებიც გაუქრა შესაბამისად. არ ინერვიულოთ:))
2019, 30 მარტი, 13:46
აწი ვერ გასწორდება, კოტეს ვთხოვ რედაქტირებას...
2019, 30 მარტი, 13:18
სათაური
0 1 4