x
image
მანანა თურმანიძე
მუსლიმანური ჰიჯაბი და ებრაული კიფა შეიძლება აიკრძალოს
image


კვებეკი საზოგადოებრივ მუშაკებთვის რელიგიური სიმბოლოების ტარებაზე აკრძალვაწესებს


ოტავა, 28 მარტი, როიტერსი - ხუთშაბათს წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანადის პროვინცია კვებეკი საჯარო სექტორის თანამშრომლებს რელიგიური სიმბოლოების ტარებას უკრძალავს. კრიტიკოსების აზრით, ეს საკამათო ნაბიჯი მუსლიმი ქალების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ჰიჯაბს ან სხვა თავსაბურავებს ატარებენ.


შემოთავაზებული კანონპროექტით, პროვინციის მემარჯვენე კოალიცია ავენირ კვებეკი (CAQ) უპირისპირდება მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, რომელიც რელიგიური თავისუფლების მხარდამჭერია, კვებეკის ფედერალურ საარჩევნო წელს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს.



"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ჩვენ მოქალაქეების დისკრიმინაციის ლეგიტიმაციას მოვახდენთ, მათი რელიგიის საფუძველზე" - განუცხადა ხუთშაბათს ტრუდომ ჟურნალისტებს ჰალიფაქსში (ბრიტანული ბანკი).


კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ მხარდაჭერილი იქნება, ეხება საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი მდგომარეობით, მათ შორის მასწავლებლებს, მოსამართლეებსა და პოლიციის ოფიცრებს და მოიცავს სამუშაო საათებს. იგი ათავისუფლებს ამჟამინდელ მთავრობას და საჯარო მოსამსახურეებს პროვინციაში, რომელიც ძირითადად ფრანგულენოვანია.


კვებეკში მთავრობები წლების მანძილზე ცდილობდნენ შეზღუდვების დაწესებას რელიგიური სიმბოლოების ტარებაზე, როგორიცაა ჰიჯაბები და ებრაული ტუბეიკები (კიფა), საზოგადოებრივ სექტორში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, სეკულარული საზოგადოების განმტკიცების მიზნით.


საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებში სრულად სახის დაფარვაზე აკრძალვა კვებეკში 2017 წლიდან შევიდა ძალაში, მაგრამ კანადის მოსამართლემ გასული ივნისისთვის ის შეაჩერა და ამჟამად საკითხი ჰაერში რჩება.


მემარჯვენე კოალიცია ავენირ კვებეკი (CAQ) არჩეულ იქნა გასული წლის ბოლოს, ნაწილობრივ საიმიგრაციო შეზღუდვების და სეკულარული ქარტიის დაწესების მიზნით. კვებეკის პრემიერმა, ფრანსუა ლეგომ ჟურნალისტებს განუცხადა - "კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ის წარმოადგენს ჩვენს ღირებულებებს".


საფრანგეთის მსგავსად, რომელმაც 2004 წელს სკოლებში აკრძალა ვუალების, ჯვრებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება, კვებეკი ცდილობს დაიცვას საკუთარი სეკულარული იდენტობა მზარდი მუსულმანური მოსახლეობის ფონზე, რომელთა შორის ბევრი ჩრდილოეთ აფრიკელი ემიგრანტია.


კვებეკის კანონმდებლობა სახელდობრ არც ერთ რელიგიას არ ასახელებს, თუმცა მუსულმანური თავსაბურავები დიდი ხანია საჯარო კამათის წყაროდ რჩება.


კვებეკის ქალთა სტატუსის მინისტრის განცხადებამ, რომ ჰიჯაბი ქალების ჩაგვრის სიმბოლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წყრომა გამოიწვია წლის დასაწყისში.


მონრეალის რაიონის მუნიციპალიტეტის პოლიტიკოსის განცხადებას არანაკლები რისხვა მოჰყვა კვირის ბოლოს, როდესაც მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქის პოსტში მან გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ექიმი, რომელიც ემსახურებოდა, ატარებდა ჰიჯაბს, რომელსაც მან "ჩვენი ქვეყნის ისლამიზაციის სიმბოლო" უწოდა.


იმისათვის, რომ დაიცვას ახალი კანონმდებლობა სამართლებრივი გამოწვევებისაგან, კვებეკის მთავრობა გამოიყენებს იმ იშვიათ პუნქტს, რომელიც საშუალებას მისცემს შეაჩეროს კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია 5 წლამდე ვადით.



წყარო: Dailymail.co.uk

მოამზადა ჯული გორდონმა

მარგარიტა ჩოის რედაქირება

თარგმნა მანანა თურმანიძემ

0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0