x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ლელა წურწუმია თურქულ სერიალში „დიდებული საუკუნე“ მთავარ როლს შეასრულებს
image


ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, ახალ თურქულ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხება, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ. რაჰიმენისათვის ანუ, ლელა წურწუმიასათვის შერჩეულია მუქი ტონალობის კოსტიუმი. ასევე ცნობილია, რომ ქართველ მომღერალს რამდენიმე სერიაში მოუწევს იმღეროს მეგრული სიმღერა, მაგალითად: „ასე ჩონგური“ და სხვა. ლელა წურწუმიას როლზე დამტკიცებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს მისი სახის მოყვანილობა, ჩაცმის სტილი, სიმაღლე და ვოკალური მონაცემები. მომღერალი აღნიშნულ როლს დიდი სიამოვნებით დასთანხმდა.


წურწუმია ტელესერიალ „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ მეორე სეზონიდან გამოჩნდება და მისი როლი ბოლომდე გასტანს. გადაღებების დაწყებამდე, მთავარი მოლაპარაკება უნდა შედგეს. ქალაქ ბათუმში თურქული ფროდაქშენი ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს დაახლოებით ერთ თვეში უნდა შეხვდეს.


გავრცელებული ცნობით, ლელა წურწუმია რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლს განასახიერებს, რომელიც სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილი გახლდათ. სასახლეში, რაჰიმენის პერსონაჟი სერიალში დიდ ცეცხლს დაანთებს. მისი გამოჩენისას, სასახლის წესები სრულიად შეიცვლება, რადგან ის ისტორიულად პირველი პირია, რომელმაც ქალების როლი ოსმალეთის იმპერიაში განამტკიცა.


ფილმისა და წურწუმიას როლის შესახებ დამატებითი ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

0
952
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0